Magdalena Posted February 22, 2021 Share Posted February 22, 2021 უკვე დიდი ხანია გეიმერებს შორის მიმდინარეობს დავა აქტიური და ხანგრძლივი მაინინგის შემდეგ გამოყენებული ვიდეო დაფების ყიდვის მიზანშეწონილობის შესახებ. მრავალი ფაქტორი საუბრობს ასეთი შესყიდვის წინააღმდეგ, რომელთაგან მთავარია გრაფიკული ადაპტერისა და მისი ძირითადი კომპონენტების - კვების ქვესისტემის, მეხსიერების ჩიპებისა და თავად GPU-ის ზოგადი დაზიანება. თუკი VRM-ისა და VRAM-ის დაზიანების დადგენა საკმაოდ რთულია, გრაფიკული ჩიპის დეგრადაციის ხარისხი შესაძლებელია გამოვლინდეს გეიმინგ წარმადობის ბანალური ტესტებითა და იმავე ახალი მოდელის შედეგებთან შედარებით. რესურს Testing Games-ის ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ როგორ წარმოაჩენს თავს თამაშებში RTX 2080Ti დაფა, რომელიც მანამდე წელიწადნახევარი კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის გამოიყენებოდა. სატესტო სტენდზე მოცემული იყო Intel i9 10900K პროცესორი, MSI MPG Z490 GAMING PLUS დედა დაფა და 32Gb RAM DDR4 3600Mhz სიხშირით. თამაშები გაეშვა 2160p გაფართოებაზე მაღალი გრაფიკული პარამეტრებით. თამაში RTX 2080Ti (ახალი) RTX 2080Ti (მაინინგის შემდეგ) Red dead redemption 2 53 FPS 49 FPS Cyberpunk 2077 50 FPS 46 FPS Mafia Definitive edition 52 FPS 47 FPS Horizon Zero Dawn 53 FPS 48 FPS Battlefield V 71 FPS 65 FPS Forza Horizon 4 105 FPS 94 FPS Kingdom Come Deliverance 45 FPS 42 FPS Assassins's Creed Valhala 49 FPS 44 FPS შედეგები იმედისმომტანი არ არის: ისინი, ვინც მაინერების გამოყენებულ დაფებს ყიდულობენ, კარგავენ თამაშებში წარმადობის 7-12%-ს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტესტში გამოყენებული იყო ვიდეო დაფა მაინინგში არც ისე გრძელვადიანი ექსპლუატაციით, ზოგი გეიმერი კი ყიდულობს GPU-ს მაინინგის 4-5 წლიანი პროცესის შემდეგაც კი, შედეგად კიდევ უფრო შემცირებულია დაფის გეიმინგ-შესაძლებლობები. ამ ფაქტორის გათვალისწინება ყოველთვის საჭიროა, როდესაც მომხმარებელი ცდილობს დაზოგოს თანხა გეიმინგ კომპიუტერის აწყობისას. http://bit.ly/2OZrAkc Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 22, 2021 Share Posted February 22, 2021 გათვლა 3-5 წელიწადზე სამუშაოდაა გაკეთებული და არცაა გასაკვირი, იგივე სიტუაციაა სხვა ელ. ტექნიკაში, ასევე ავტოწარმოებაში არ აწყობს მწარმოებელს გამოუშვას პროდუქტი რომელიც 20 წელი არ გაფუჭდება, მისთვის უმჯობესია საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ მალევე მოეღოს ბოლო, რათა მომხმარებელი ახალის საყიდლად მივიდეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 22, 2021 Share Posted February 22, 2021 აქ ბუსტის დაცემაშია საქმე რაც პოვერ ლიმიტის ოდნავ მომატებით მოგვარდება + გააჩნია რაზე ამაინინგებდნენ და რა პირობებში, თავის დროზე ჩემი 1070-ის რიგები ეთერზე სოლოში 55 გრადუსით მუშაობდნენ ყოველგვარი ვოლტაჟის მომატების გარეშე და მეეჭვება რო მსგავსი დეგრადაცია მომხდარიყო იმ კარტებზე, მეეჭვება რა, არ მომხდარა და ეგაა, ასეთი შედარების ტესტები არ ჩამიტარებია, მარა 2 წლიანი მაინინგის შენდეგ ისევ ძველებურად იბუსტებოდნენ და შესაბამისად არც წარმადობა დაიკარგებოდა აქ ასევე კონკრეტული ბარათის კომპონენტების ხარისხიც უნდა გავითვალისწინოთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 22, 2021 Share Posted February 22, 2021 ისე ეგ კარტები თავიდანვე კოჭლები გამოუშვეს და მხოლოდ მაგათზე დაყრდნობით რაიმეს მტკიცება არ იქნება სწორი + გასარკვევია რამდენად მოაწესრიგეს გაგრილება(თერმოპასტა/ბალიშები) ტესტის გატარების წინ, თუ 2 წლის მოუვლელი მაინერიდან მოხსნილ კარტას პირდაპირ მიაყენებ სატესტოდ, რა გასაკვირია სრული პოტენციალი არ დაგიდოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 22, 2021 Share Posted February 22, 2021 10 minutes ago, Gogla1990 said: ისე ეგ კარტები თავიდანვე კოჭლები გამოუშვეს და მხოლოდ მაგათზე დაყრდნობით რაიმეს მტკიცება არ იქნება სწორი + გასარკვევია რამდენად მოაწესრიგეს გაგრილება(თერმოპასტა/ბალიშები) ტესტის გატარების წინ, თუ 2 წლის მოუვლელი მაინერიდან მოხსნილ კარტას პირდაპირ მიაყენებ სატესტოდ, რა გასაკვირია სრული პოტენციალი არ დაგიდოს ედხლა კარგად შევხედე ვიდეოს და ტემპერატურები ნახე რა დღეშია, ნამანინგარს გადებული აქ ბაირამ დუდუკში, ან ფანებს აქვს დარხეული ან მთლიანად, იმენნა გაფუჭებული კარტა აურჩევია სატესტოდ და მისცემდა სხვაობას + ეგეც მართალია რო კოჭლი სერიაა უხარისხო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted February 22, 2021 Share Posted February 22, 2021 ვიდეოს ლინკი ვერც შევამჩნიე კი, ეგ ამბავია, გაგრილება არ მოაწესრიგეს და ისე დატესტეს, შედეგად მაღალი ტემპერატურა და დაბალი ბუსტ სიხშირე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 22, 2021 Share Posted February 22, 2021 ჩემთან ვაბშე სასაცილო ტემპებია იმის შემდეგ რაც დავტვიკე ვოლტაჟი, დაჟე 43 გრადუსიც კი იყო ცივ დღეებში ღამით 1080, 1080tI 50 არაფერი ახურებს ჯერ არც ფანი, და ტემპებიც ძალზე დაბალია, tdp 70% ვამუშავები მე სულ ყველა კარტას და ერთ-ერთი ასნავნოი სისტემაზეც მაქვს, დავტესტე კიდეც, არაფერი არ ჭირს საერთოდ, მე დაჟე 49მჰ/სეკ აწევაც მენანება 1080tI, მაგას კი tdp 80% მაინც უნდა უკვე რაც დაგის გენერაცია შეცვალეს ეთერეუმზე 2020 წლის გაზაფხულზე მგონი, მანამდე ამ სეტინგებზეც 48მჰ/სეკ ქონდა, თან საინტერესო ისაა რომ ეგ დაცემა არ შეეხო 1080 საერთოდ, ხო მოკვდება, მოკვდეს მე ჩემი უკვე ამოვაღებინე ფაქტიურათ ორმაგათ (2018 წლის მაისიდან მაქვს გაშვებული მაინინგი) , მეტი რა უნდა მოსთხოვო, მუშაობს და იმუშავოს სადამდეც გაძლებს, ნელ-ნელა ავიღებ ახლებს როცა გამოჩნდება არა 200-300% ნაცენკით, 30-35% მეტს რაც ჯდება ოფიციალურათ ეხლა შტატებში მაგაზე მეტს მე არ მივცემ მაგ ახალ კარტებში, ისე 20-25$ დებდა ბოლო 2-3 კვირის მაინძილზე დღეში ძირითადათ, უბრალოთ არ უნდა მოტყუვდე და დაახურდავო იაფათ, ადრე თუ გვიან კურსი ისევ ბრუნდება მაღალ მაჩვენებლებზე თუ დააგდეს დროებით, აი 1-1.5 თვეში ერთხელ დახურდავება ეხლანდელი ტრენდით კარგი სროკი გამოდის საკმაოთ თუ უფრო ხშირ-ხშირათ გჭირდება ფულის გამოტანა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.