Jump to content

ფედერალური სარეზერვო სისტემა Bitcoin-ს მიიჩნევს ოქროს და არა დოლარის კონკურენტად


Recommended Posts

image.png

Bitcoin- შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ოქროს, მაგრამ მცირე შანსი აქვს გახდეს ალტერნატიული ვალუტა. ეს მოსაზრება გამოთქვ სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ჯეიმს ბულარდმა. 

”თავის პოლიტიკაში ფედერალური ბანკი ემყარება თეზისს, რომ აშშ-ს ეკონომიკა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკა მომავალშიც დაეყრდნობა აშშ დოლარს”, - განაცხადა მან. 

ინტერვიუს დროს ბულარდმა მხარი არ დაუჭირა პირველი კრიპტოვალუტის მომხრეთა არგუმენტებს. მისთვის Bitcoin-ი მხოლოდ მაღალი არასტაბილურობის მქონე ციფრული ვალუტაა. იგი მიიჩნევს, რომ გარკვეული სტაბილურობა უნდა არსებობდეს როგორც კონკურენტებთან, ასევე საქონელსა და მომსახურებებთან მიმართებაში, რომ მას ჰქონდეს პრეტენზია რაიმე უფრო მეტზე. 

საუბარში ბულარდმა ანალოგიები მოიყვანა Bitcoin-სა და 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ "ყალბ დოლარებს" შორის. 

მანამდე, ფილოსოფოსმა და საკულტო ნაშრომის - "შავი გედი" ავტორმა ნასიმ ნიკოლას ტალებმა აღნიშნა, რომ Bitcoin-ი არ გახდებოდა გადახდის საშუალება არასტაბილურობის მაღაი მაჩვენებლის გამო. 

სენტ-ლუისის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც მათ შეაფასეს DeFi-ს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების პოტენციალი. 

Link to comment
Share on other sites

მეც ეგრე ვფიქრობ, მე დაჟე მაინინგს მივიჩნევ ვირტუალური ოქროს მოსაპოვებლათ ამ ეტაპზე უკვე, ბიტკოინის სახით, თუმცა როგორც ფული ეგრეც შეგიძლია გამოიყენო, განსაკუთრებით ვიზაზე და მასტერკარდზე როცა დაემატება ნორმალურათ მაგის საპორტი უკვე პარარელურათ სხვა რეალურ ვალუტებთან ერთად, თან ოქროსგან განსხვავებით ბიტკოინის ფასი გაცილებით უფრო სწრაფათ იზრდება, თუმცა სერიოზული დაცემაც შეუძლია რა თქმა უნდა, დოლარს ბოლომდე მაინც ვერ ჩაანაცვლებს ბიტკოინი, მაგრამ თეორიულათ შეუძლია გარკვეული პრობლემები შეუქმნას შემდგომში თუ დოლარმა დაკარგა პოპულარობა და ბიტკოინი გამოიყენა ბევრმა დოლარის მაგივრათ

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

სულ გამოიმასქნდნენ :D   

სადამდე უნდა განაგრძონ ეს სისულელე უკვე საინტერესო ხდება :D 

Link to comment
Share on other sites

სისულელე ეგ იმათვიუსაა ვინც ვერაფერს აკეთებს, ეგენი მილიარდებს ღუნავენ, იმ ხალხს ვგულისხმობ ვინც ყველაზე მეტი ჩადო, ნუ დანარჩენი მისდევს, ზოგი გაარტყამს და დიდ მოგებას აკრიფავს ზოგი ვერა, მანდ სიღორის ფაქტორიც იმოქმედებს, მაგრამ ეგ ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ რაც 20000$ გაცდა კურსი, მერე აიწყვიტა უბედურათ, კრუპნი ვეილსები მაგდენს ვერ გაქაჩავდენ ნამდვილათ, ძალიან ბევრი ინსტიტუციონალური ინვესტორია დაინტერესებული კრიპტოვალუტით და მაგის ხარჯზე იზრდება ძირითადათ, თუმცა ვეილსებიც მონაწილეობენ მაგ გაზრდა-დაცემებში რა თქმა უნდა, ბევრი ვიცი არა მარტო გაზრდაზე დაგდებაზეც დიდ ფულს გააკეთებს, რახან მერე ისევ დააგაზინებენ რომ დაეცემა, მანდ ბევრი რამე დასწრებაზეა, ნუ ინტერები ბევრათ ნაკლები იყო კოვიდამდე და ეგეც მოქმედებს მასეთ ზრდაზე, მაინერები კიდე უბრალოთ ჩაუჯდენ და წველიან დიდ ფულს მაგ გაზრდებზე, ისე ვინ იფიქრებდა წინა თებერვალს ეთერეუმი დაეცა საცოდავ 120$ ბიტკოინი კიდე 5500$ 10000$-ან, ეხლა კიდე ვაბშე სხვა ციფრებზე დგანან ლოლ, სასწავლი მატებაა რა და ვინც გამოიცნო ეგ ყველაფერი იახტებზე გულაობს ეხლა

Link to comment
Share on other sites

მხოლოდ ფულის კეთება არ ნიშნავს საქმის კეთებას, ერთ დიდ უაზრობაში გადაიზარდა უკვე და სარგებელს ამით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნამდვილად ვერ ნახავს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, პირიქით, გაზრდილი ფასები ტექნიკაზე და ელ. ენერგიაზე, ასევე უაზროდ გახარჯული ადამიანური დრო და რესურსი რომელსაც ვერაფრით ვერ აანაზღაურებ.

Link to comment
Share on other sites

რას ნიშნავს უაზროთ, ფულს აკეთებ და როგორ აკეთებ რა მნიშვნელობა აქვს, ბოლო-ბოლო არავის არაფერს პარავ,ქურდავ ან კლავ, უბრალოთ სახლიდან გაუსვლელათ აკეთებ ხოშიან მაყუთს, მაგას რა ჯობია, ზოგისთვის იმენა მისწრებაა ეგეთი ბიზნესი, აბა ბანკში ჯობია ყურყუტი მთელი დღე და სტესის ქვეშ ყოფნა, შემეძლო ეგეც, მაგრამ ეგ ბევრათ უფრო მირჩევნია, ჰობიცაა და ფულიც კეთდება, თან ის დარგია რაც უფრო მაინტერესებს, ბანკში ვიღაცაზე მუშაობა კაკრაზ ნაკლებათ მიზიდავდა, თუმცა ჩემი ასნავნოი პროფესია უფრო ეგ იყო, ამ კრიზისში და კოვიდის პერიოდში მაგას რა ჯობია, არავისთან არ გაქვს დიდათ შეხება ფული კი გერიცხება, ელექტოენერგიას კი სადღაც დაიდო ინფო რომ მთელი მაინინგი იმდენს წვავსო რასაც ხორვატია მოიხმარს წლიურათ, ანუ მაგ პატარა ქვეყნის დენს წვავს დაახლოებით, მეტს არა, ეგეთი ქვეყანა კი ასზე მეტი იქნება მსოფლიო მაშტაბით, აღარ ვიძახი უზარმაზარ ქვეყნებს როგირიც ჩინეთია,ინდოეთი, შტატები ან რუსეთი, მოკლეთ, ხოშიან მოგებაშია ძალიან ბევრი მაგ ყველაფრით, რატომ დაანებებენ თავს, დაჟე დიდი ქვეყნები ვერ ბედავენ აგრძალვას, ჩინეთში უნდოდათ მაგრამ გადაიფიქრეს როგორც ჩანს მაინინგის აგრძალვა, თვითონვე ეკარგებოდათ მილიარდები და მაგიტომ, ეგ ყველაფერი თან მანდ მზადდება ძირითადათ, ვიდეოკარტები იქნება თუ სხვა ნაწილები, 3000$ თვეში ვინ მომცემდა აბა სახლიდან გაუსვლელათ, თუნდაც 5000$ რომ ჩამედო სადმე, მაგდენს მარტო დიდ თანამდებობებზე გიხდიან ჩვენთან, სტრესიც იზრდება და ბევრსაც გთხოვენ, შენ ნებაზე იქ ვერაფერს ვერ გააკეთებ და რამე თუ დააშავე შენ მოგთოხვენ პირველ რიგში პასუხს, აქ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, გინდა გახვალ გინდა გააგრძელებ, გინდა იყიდი,გინდა გაყიდი, დაუშვებ შეცდომებს დაკარგავ, სწორათ გამოიცნობ მოიგებ, აზარტულიცაა პახოდუ, იგივე პონტია რაც რისკოვი აქციებით ვაჭრობა ვოლ სტრიტზე, ლატარეასთან და ბანალურ პირამიდასთან ნაკლები კავშირი აქვს მაგ ყველაფერს, უფრო სლოჟნი სქემებია სადაც უამრავი ხალხია ჩართული მსოფლიო მაშტაბით და ბევრმა მილიარდები იშოვა მანდ და არსად წასვლას არ აპირებს ჯერ რასაც ვუყურებ, რისკი რა თქმა უნდა არის და არც ისე მცირე, რისკის გარეშე მაგხელა მაყუთს ვერ იშოვი კრიმინალის გარეშე რა თქმა უნდა, მაგრამ მე უაზრო ავანტურას მაგას ვერ დავარქმევდი მაინც, ციკლიკური სქემაა გაზრდა-დაცემის,რომელიც ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, George said:

ფულს აკეთებ და როგორ აკეთებ რა მნიშვნელობა აქვს

მნიშვნელობა ყველაფერს აქვს, რომ არ ქონდეს მოჭრიან ტონობით კუპიურას და დაგვირიგებდნენ ყველას თითო ტონას :D 

6 minutes ago, George said:

ბოლო-ბოლო არავის არაფერს პარავ,ქურდავ ან კლავ, უბრალოთ სახლიდან გაუსვლელათ აკეთებ ხოშიან მაყუთს, მაგას რა ჯობია

არაფრისგან მხოლოდ არაფერი მიიღება, სახლში ჯდომით რომ ფული მოდის, ესეიგი ვიღაც ორმაგად ირჯება სადღაც დედამიწის მეორე მხარეს.

შენ რას აკეთებ და რას შოულობ, ან რომელიმე სხვა პიროვნება  მაგაზე არ დამიწერია, მე ზოგადად მაინინგზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე დავწერე და დამიჯერე კარგს არაფერს მოუტანს მსოფლიოს მსგავსი ფინანსური პირამიდები.

პ.ს
ელ. ენერგია რომ გაგვიძვირდა გაიგებდი ხო?
არ ფიქრობ რომ ერთერთი მიზეზი ყველა ბუტკაში თაროებზე მაინერების შემოდგმაა?

Link to comment
Share on other sites

ეგ ჯერ არავინ არ იცის, რახან ეგაა თავისუფალი ფულის დამანდების კარგი თანამედროვე პლატფორმა, რა თქმა უნდა მაგითი კრიმინალური სტრუქტურებიც არიან დაინტერესებულები და ტერორისტებიც, მაგრამ ბევრი ნორმალური ადამიანიცაა ჩართული, დოლარს რომ საფრთხეს უქმნის ბიტკოინი ეგ ახალი ნამდვილათ არაა, ბანკირებს არ აწყობთ ეგ საშინლათ, რახან მაგათ გარეშე კეთდება ფული და ეგენი ოფსაიდში რჩებიან და კიდე ბევრი სერვისი რასაც ეგენი სთავაზობენ ეხლა თავიანთ კრუპნი კლიენტებს, ისიც არაა გამორიცხული რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ვირტუალურ ვალუტაში გადაიყვანონ და ქაღალდის კუპიურები აღარც დაიბეჭდოს მეტი, მაგრამ მაგ დონემდე ჯერ ვერ მისულან და კიდე ბევრი რამე აქვთ მაგ მხრივ მოსამზადებელი, ზოგადათ კრიპტოვალუტას როგორც ჩანს ეკონომიკური კრიზისი პირიქით ხელს უწყობს და მაგ დროს იზრდება ყველაზე მეტათ, აგრძალვას რაც შეეხება ვერ ელევიან მაგდენ მილიარდებს და ბევრ ქვეყანას ნალოგიც შესდის მაქედან და მაგიტომ ვერ გრძალავენ აქამდე, ჩინეთზეც დავწერე უკვე, თუმცა იქ კრიპტოვალუტით ვაჭრობა როგორც ვიცი აგრძალულია, თუმცა ჩინელებს ეგ არ აჩერებთ მაინც, როგორც კრუპნი მაინერებს, მაინც ახერხებენ ფულის გადახურდავებას, შტატებში მაინც საკმაოთ შეზღუდულია და ნალოგიც უნდა გადაიხადო, მაგრამ აგრძალული ნამდვილათ არაა თუ დაანახებ თავს ვინ ხარ და რითი ვაჭრობ და არაფერს აშავებ, ლოლ მთელი შავ კანიანი ამერიკის მოსახლეობა ბიტკოინში ინახავსო აქტივებს, ვიღაცა გამოდიოდა იმდღეს SNN და ძალიან პოპულარული ყოფილა კრიპტოვალუტით ვაჭრობა შავ მოსახლეობაში და მგონი ლატინოსებშიც, ვაბშე ძალიან ბევრ ქვეყანაში აქვს უკვე ფეხი მოკიდებული, მთელი სვანეთი თურმე ამაინინგებსო იმდღეს მოვუსმინე, ძალიან გაზრდილი ყოფილა ელექტროენერგიის მოხმარება მანდ, ჩვენთან ძალიან პოპულარულია ისე მაინინგი, მგონი მეოთხე ქვეყანა ვართ ბიტკოინის მაინინგში ეხლაც კი ჰეშრეიტით, რა თქმა უნდა მთავრობაც დაინტერესებულია მაგითი, დენის პრობლემაც მოგვარდა და თითქმის აღარ ითიშება ჩემთან დენი და საკმაოთ გამართულათ მუშაობს ბოლო წლებში უკვე, ყველაზე ბევრ დენს ჩვენთან მაინინგში ხარჯავენო სადღაც ეწერა, შეიძლება ეხლაც ეგრეა, რაც შეეხება ფულის გაკეთებას ან დაკარგვას, არც არავინ გაძალებს ტრეიდინგის დაწყებას ან მაინინგს, მითუმეტეს თუ არ გჯერა რომ მანდ რამეს გამოკრავ ხელს ან მითუმეტეს დიდ ფულს იშოვი, მე დავიჯერე და ვიშოვე კიდეც და კიდე ბევრი ვიცი ჩვენთან ეგეთი, ვინც არ დაიჯერა ვერაფერი იშოვეს ან გაყიდეს თავის დროზე რიგები

Link to comment
Share on other sites

8 minutes ago, George said:

მთელი სვანეთი თურმე ამაინინგებსო იმდღეს მოვუსმინე, ძალიან გაზრდილი ყოფილა ელექტროენერგიის მოხმარება მანდ

აბა გამოიცანი რატომ სვანეთი? ან ვინ იხდის მაგ ელ. ენერგიის ხარჯებს?

 

უნდა დაიჭირო ყველა ეგეთი შეუგნებელი ძუძუმწოვარი და უკან გათხარო თითოეული მაინერი, მერე ნახავენ როგორია სხვის ხარჯზე ფულის კეთება!

Link to comment
Share on other sites

ვიცი რომ იპარავსო ბევრი ისე, მაგრამ დეტალები აღარ დამიზუსტებია, რუსეთშიც იპარავენ სხვათაშორის და ბევრი ჩაავლეს ეგრე, ისე ელექტროენერგია ძალიან მცირე % ჯდება საერთო ვირუჩკის, თავიდან ვიხდიდი მე ჩემი ჯიბიდან, დანარჩენი მთლიანათ ნამაინინგარით მაქვს დაფარული, თავიდან ბევრს დებდა დღეში როცა ჯერ კიდევ კარგ ფულს აკეთებდა და მენანებოდა მაგის ხელის ხლება, მაგრამ მერე უკვე სულ ნამაინინგარით ვფარავდი მე ფულს, კი კარგავ გარკვეულ თანხას ეგრე, მაგრამ მაგაზე ბევრი დავკარგე 10.7 ეთერეუმი რომ გავყიდე ნოემბერში მაშინ, ეხლა 20000$ ვიქნებოდი უკვე ასული, თუმცა 10500$ კი გააკეთა უკვე, ნუ მანდ არ ვიცი რამ წამომიარა მაგრამ კურსიც გაცილებით დაბალი იყო მაშინ და ეგრე არც იზრდებოდა ეთერეუმი, ისე მაგის ხარჯზე შემიძლია ეხლა კარგი სისტემის აწყობა და სხვა რაღაცეების ყიდვაც თუ დამჭირდა, როცა რამე სხვა დიდი შემოსავალი არ გაგაჩნია სულაც არაა ეგ ურიგო, მაგის გარეშე ვერც მონიტორს ვიყიდიდი და ვერც ძლიერ სისტემას, კვებაც თუ დაგჭირდა ყოველთვის მაქვს ზაპასნოი, როგორც ვიდეოკარტა გეიმინგისთვის, მაგ მხრივ ძალიან მოსახერხებელია, განსაკუთრებით ეხლანდელ ფასებს თუ გადავხედავთ, მაინინგ+ტრეიდინგი ეგაა ჩემი რჩევა თუ გინდა რომ მაქსიმალურათ ბევრი იშოვო, განსაკუთრებით ეფექტურია ეხლანდელ პირობებში სანამ ეგრე ზრდიან კურს და როცა ეცემა მერე ისევ იწყებენ გაზრდას

Link to comment
Share on other sites

13 minutes ago, George said:

ვიცი რომ იპარავსო ბევრი ისე, მაგრამ დეტალები აღარ დამიზუსტებია

ბევრი არა, ყველა ვინც მანდ მაინერს დგავს, ანუ მაგ მხარეს დენი უფასო აქვს
უფასო დენი რას ნიშნავს? იმას რომ თუ ის არ იხდის, უნდა გადაიხადოს სხვამ, ანუ მე, შენ და კიდევ სხვამ
მაღალმთიანი რაიონია და კიბატონო, უნდა შევინახოთ და უნდა ქონდეს შეღავათები, მაგრამ ვიღაც სირიკოები რომ ჩვენ ხარჯზე ფულის კეთებას იწყებენ ეგ მგონი არაა ხო ნორმალური?

რა მოყვება ეგეთი სირიკოების ქმედებას არაა რთული მისახვედრი
1- ელ. ენერგიაზე ფასის გაზრდა
2- ლიმიტის დაწესება ეგეთი რეგიონებისთვის რაც პატიოსან ადგილობრივ მოსახლეობას დააზარალებს, რომლებსაც ხსენებული ელ. ენერგია გასათბობად და გასანათებლად სჭირდება
3- მთლიანი ელ. ენერგიის მოხმარების მატება რაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გვხდის იმპორტზე, კერძოდ მტერ ღრუსეთზე

კიდევ ბევრი უარყოფითი მხარეები აქვს, მაგრამ არ ღირს მაგათი ჩამოწერა, ჯერ მაგ დონეზე შეგნება არ გვაქვს და მაინც ვერ გაიგებს 90% :D 

 

პ.ს
ნორმალურ სახელმწიფოში ეგეთ თაღლითებს ციხეში გამოკეტავდნენ, მაგრამ ჩვენ სად გვაქვს სახელმწიფო, ქვე-ყანა ვართ ჯერ, ეგეც ჩამოუყალიბებელი :( 

Link to comment
Share on other sites

ჩვენთან რომ დააწეს ეგრე არაა, ანუ მე შემიძლია 35 ლარამდე უფასო მქონდეს ელექტროენერგია, მანდ რამდენია ლიმიტი თუ მოხსნილია საერთოდ, მოდის 220 ლარამდე გათბობიანათ თვეში, ხოდა ვიხდი მთლიანათ ნამაინინგარით

ისე ელექტროენერგიის ფასი კი აწიეს მაგრამ მაინც იმაზე ნაკლები გამოდის ვიდრე ადრე ღირდა ლარებში სანამ ლარი კარგი კურსით ხურდავდებოდა, 3 თეთრით გაძვირდა მგონი კოლოვატზე, ენერგოპროა ჩვენთან, თუ სწორათ მახსოვს 23 თეთრი გამოდის კილოვატი, არა შემეშალა, 23 ეგ ადრე იყო, ეხლა 26 თეთრია აი აქაა ტარიფები: http://www.energo-pro.ge/ka/service/eleqtroenergiis-tarifi/23/ 8 ცენტამდე აუწევიათ თითქმის, მანამდე ძალიან ცოტა გამოდიოდა მგონი 6,7 ცენტი კილოვატზე, მაინც არაა ეგ ძალზე ძვირი, გაზი ისე 90 ლარამდეა უფასო, მაგრამ ეგ მგონი თებერვლის ჩათვლით, მერე ისევ უნდა გადაიხადო, კოვიდის გამოა ეგ სუბსიდია დაწესებული, ორინციპში არა 200 კუბი ეგ 100 ლარზე მეტია მგონი, ევროპაში მაგიტომ არაა პოპულარული მაინინგი, მითუმეტეს კრიზისის პერიოდში, იქ მგონი 0.25 ევრო ყოფილა გერმანიაში ერთი კილოვატი, ვიღაცა წერდა ამ ფორუმზე მგონი არ ვიცი ეხლა თუ შეიცვალა რამე, სხვა ევროპის ქვეყნებში ძალზე ძვირია ელექტროენერგია, ამიტომ მანდ დიდათ არც ამაინინგებდენ, რუსეთში და ჩინეთში რამდენიც გინდა, ან ჩვენთან, იქ არა, შტატებში ლატინოსებს ქონიათ მაინერები სხვათაშორის დობრათ

Link to comment
Share on other sites

7 minutes ago, George said:

ისე ელექტროენერგიის ფასი კი აწიეს მაგრამ მაინც იმაზე ნაკლები გამოდის ვიდრე ადრე ღირდა ლარებში სანამ ლარი კარგი კურსით ხურდავდებოდა

ხო აბა რა, ლარში რა ღირს რაში გვაინტერესებს, ხელფასები და პენსიები ხო დოლარში გვაქვს :D 

Link to comment
Share on other sites

ლოლ მე დოლარში მაქვს ხელფასი კი არა და ვირუჩკა და მაგაში გადამყავს ყველაფერი, მაგრამ ეხლანდელი ცაში ავარდნილი ფასებით მართლა ბევრი გამოდის, ისე მე არაფერი ჩამიდია, მომცეს ეგ თანხა მაინერის საყიდლათ, ხოდა კი ავედი უკვე 5000$-ან 9000$, ეხლა დაეცემა და კიდე ავაგდებ ტრეიდინგშიც რაღაცას კი არა და საკმაოთ ბევრს, მემგონი წლის ბოლომდე დარჩება ეგეთი მაღალი ფასები, მაგრამ მაგ დროისთვის შეიძლება 100000$ კი გაცდეს ბიტკოინის კურსი, ეგეთი ტემპებით ეგ სავსებით რეალურია, როგორც ეთერეუმი 5000$, მაგიტომ ვიძახი მე რომ ეხლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ყველას რომ ეგრე უჭირს მაინინგზე კარგი არაფერი არაა ჩვენ გაჭირვებულ პირობებში და კოვიდიც რომ გაფერხებს კიდე რამე ნორმა სამუშაოც რომ გქონდეს ადამიანებთან კონტაქტზე დამოკიდებული, მაგრამ მაინინგზე გაცილებით მეტი კეთდება ტრეიდინგში, რომ აგრძალონ მაინინგი მთლიანათ მე ტრეიდინგშიც შემიძლია კარგი მაყუთის შოვნა პრინციპში და ვშოულობ კიდეც ჯერ, ნუ რთულია ვერ იშოვო როცა ეგრე იზრდება კურსი სულ, უბრალოთ არ მოვეშვი ბოლომდე და თავიდან დავიჯერე რომ მანდ რამის შოვნა შეიძლებოდა, მერე ტრეიდინგსაც მოვკიდე ხელი 2000$ რომ ავედი 2020 წლიდან სადღაც და კი გავედი უკვე მოგებაში, თუმცა შეცდომებიც ბევრი მაქვს დაშვებული, მაგრამ მაგ შეცდომებზე ბევრი რამეც ვისწავლე უკვე

Link to comment
Share on other sites

იოლი ფულით გამდიდრების ბევრი მაგალითი გაიარა მსოფლიომ, ერთეულებმა ისარგებლეს, ვინც ჭკუა იხმარა და რეალურ სამეთ აქცია არა ფიზიკურად ან ინტელექტუალურად გამომუშავებული მოგება. ჩემი აზრით დიდი ხანი ვერ იმუშავებს ციფრული ფული, ცივილიზებული სამყარო გამოთიშავს ყველა ოპერაციიდან, პირველი რომ პირდაპირ ენერგორესურსის ზრდაზეა დაკავშირებული, რაც მეტად აბინძურებს ბუნებას, მეორე ადამიანის ფიზიკური ან ინტელექტუალური გარჯა არ სჭირდება, ანუ ეკონომიკურ დისბალანსს ქმნის და კიდევ ბევრი ზიანის მომტანი სხვა გარემოება. ჯერ ნაგავსაყრელზე ძვირფასეულის პოვნას გავს, თუ მასიურად გავრცელდა მაინინგი მაგ შემთხვევაში აუცილებლად დადგება კრიპტოვალის დაბლოკვის საკითხი. 

Link to comment
Share on other sites

მაინინგი არაფერში გჭირდება, ტრეიდინგში სამჯერ მეტი კეთდება და მაგიტომ, მაინინგი დარჩეს შეიძლება მაგრამ სახლის პირობებში აგრძალონ ბევრ ქვეყანაში ან იმ დონეზე შეზღუდონ რომ ბევრს აღარ უღირდეს მაინინგი უკვე, ეგრე აქციებით ვაჭრობაც უნდა აგრძალონ რახან დიდ რისკებზეა დამოკიდებული და არაა დაბალანსებული და ხშირათ ეცემა და იზრდება დიდი სხვაობით, მანდაც იგივენაირათ მიდის ვაჭრობა, ბევრი რამე მოლოდინზეა დამოკიდებული და ვინ რას აგრძალავს დაამატებს ან იტყვის, მაგრამ რასაც ვუყურებ კრიპტოვალუტას ეგრე ადვილათ ვერ შეელევიან, შეიძლება კიდე უფრო პოპულარული გახდეს შემდეგ წლებში, მასტერ კარდმა უკვე დაამატაო მგონი მაგის საპორტი, მალე ვიზაც დაამატებს მგონი, პეიპალზეც დაამატეს მგონი ჯერ მარტო შტატებში კრიპტოვალუტის მხარდაჭერა + ეგ ყველაფერი დღემდე იხვეწება და ვნითარდება, ერთ ადგილზე არ დგას არც მაინინგი, დოლარი არა მაგრამ ოქრო შეიძლება ჩაანაცვლოს შემდეგ წლებში, ბანკირებისთვის ეგ ცუდია ძალიან, ბევრ რაღაცას მაგათ გარეშეც განახორციელებენ ეგეთი ვალუტით და მაგიტომ, ბანკი აღარ გჭირდება უკვე, ამიტომ ეგენი ჩალიჩობდენ კრიპტოს ჩაძირვებზე და ეხლაც ჩალიჩობენ, შტატებსაც არაფერში აწყობს ეგ ყველაფერი, დოლარიც სუსტდება მაგის გამო ან შეიძლება დასუსტდეს შემდეგ წლებში, რეგულაციები კარგა ხანია გააძლიერეს მაგრამ მაგან ვერაფერი დააკლო დიდათ კრიპტოს, კრიზისნი პერიოდში კიდე ამ კოვიდის დროს მაგარი პოპულარული გახდა ეგ ოტრასლი და მოიზიდა ბევრი კრუპტნი ინვესტორი ვინც მანამდე მანდ დიდი თანხების ჩადებას ერიდებოდა, სადაც წლები იყო საჭირო მასე რომ გაზრდილიყო ჯამური კაპიტალიზაცია, სულ რაღაც 1 წელიწადში ავიდნენ მაგდენზე და კიდე ავიდნენ შეიძლება, რახან ჰეიტერიც ბევრი ყავს მაგ ოტრასლს და ბევრიც უჭერს მხარს ძალიან, დასახვეწი და შესაზღუდი კიდე ბევრი რამეა და დრო უნდა მაგ ყველაფერს, თან ზოგ ქვეყანაში მაგის აგრძალვა შეიძლება არც ეგეთი ადვილი იყოს, ბოლომდე აგრძალვას ვგულისხმობ და არა მარტო შეზღუდვების დაწესებას მაინინგი იქნება თუ კრიპტოვალუტით ვაჭრობა, რაც შეეხება ვირტუალურ ეროვნულ ვალუტას, მაქამდეც მივა მალე ბევრი ქვეყანა ან უკვე წამოიწყეს ეგეთი პროექტები ევროპა იქნება, ჩინეთი თუ სხვა აზიის ქვეყნები

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.