Jump to content

TSMC პირობას დებს, რომ წარადგენს ახალ ტექნოპროცესს ყოველ ორ წელიწადში მომდევნო ათწლეულის განმავლობაში


Recommended Posts

საერთაშორისო საწარმოო კონფერენცია ISSCC 2021-ზე TSMC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ათვისება დაგეგმილ გრაფიკზე წინსწრებით მიმდინარეოს და კომპანია აპირებს შეინარჩუნოს ე.წ. მურის კანონის აქტუალურო ერიოზული გადახრების გარეშე. 

image.jpeg 

ეს ნიშნავს იმას, რომ ლითოგრაფიის ახალი ეტაპი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იქნება ათვისებული, თუმცა ამისათვის საჭიროა მრავალი დარგის სპეციალისტების, მათ შორის, მასალების მეცნიერების მზარდი ძალისხმევა. შეგახსენებთ, TSMC იღებს ვალდებულებას 3-ნანომეტრიანი პროდუქტის სერიული წარმოება დაიწყოს მომავალი წლის მეორე ნახევარში. კომპანიის გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს EUV ლითოგრაფიის გამოყენებას ტექნოპროცესების 1 ნმ-მდე დაუფლებისთვის. 

მრავალკრისტალიანი სისტემის, ე.წ. „ჩიპლეტების“ გამოყენება გულისხმობს მათი ურთიერთდამონტაჟებისა და შეერთების ტექნოლოგიების შემუშავებას. მიკროსქემები გახდება მრავალშრიანი და სამგანზომილებიანი. აუცილებელია ერთდროულად შეიქმნას ახალი სწრაფი ინტერფეისები, რაა ისინი არ აღმოჩნდნენ „ვიწრო სივრცე“. TSMC აპირებს მხარი დაუჭიროს მურის კანონის მოქმედებას 2040 წლამდე. 

Link to post
Share on other sites

ცოტა დეფიციტის პრობლემასაც თუ მიხედავდენ კარგი იქნებოდა, ინტელმა უკვე გამოასწორა სერიოზული დეფიციტი რომ ქონდათ 14 ნანომეტრიან ჩიპებზე და წელს აპირებენ უკვე 10 ნანომეტრიანი სერიის გამოშვებას დესკტოპ სერიიდან, ნელ-ნელა იზრდება ამდ პროცესორებზე ფასები და პირველ რიგში ეგ დეფიციტის ბრალია, ამიტომ ადრე რომ იაფათ ყიდიდენ და დიდი სეილები ქონდათ ეგრე აღარაა უკვე

Link to post
Share on other sites

კატასტროფული დეფიციტია ისე ყველაფერზე. ფიზიკურად რესურსი არ ყოფნის TSMC-ს ქარხნების.

შეიძლება ცოტა სიტუაცია გამოასწოროს Intel-ი თუ ლიცენზირებას გააკეთებს TSMC_ს ტექნოპროცესის და თავის ქარხნებში აწარმოებს. იდეის დონეზე კი თქვა ახალმა CEO-მ.

Link to post
Share on other sites

მგონი ეპლის პროდუქციის გარდა ყველაფერზე დეფიციტია ეხლა, განსაკუთრებით ამდ პროდუქციაზე, 5000 სერიის რიზენები, ნავის 6000 სერიის კარტები, ახალი პაკალენიის კონსოლები, სამივეზე სერიოზული დეფიციტია, ეპლი უკვეთავს როგორც ჩანს მარტო დიდ აბიომებში უფრო, ამდ-ის კიდე რესურსები აღარ რჩებათ ამ ეტაპზე, თუმცა 6.5 მილიონზე მეტი კონსოლი უკვე გაიყიდა, რა თქმა უნდა ისევ სონი ლიდერობს გაყიდვებში, მაგრამ კარტები და პროცესორები გაცილებით ნაკლებ აბიომებშია მაგაზე გამოშვებული

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...