Magdalena Posted February 17, 2021 Share Posted February 17, 2021 NVIDIA-მ გამოუშვა სპეციალური პლაგინი Unreal Engine 4- ისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს DLSS ტექნოლოგიის დანერგვის პროცესს თამაშებში დეველოპერებისთვის. ამ სიტუაციაში პლაგინის გამოყენება უზარმაზარი ნაბიჯია დეველოპერების სასარგებლოდ, რადგანაც ამ დრომდე მათ უწევდათ უშუალოდ დაკავშირებოდნენ NVIDIA-ს და ეხელმძღვანელათ DLSS Early Access პროგრამის წესებით. შეხსენებისთვის, DLSS (Deep Learning Super-Sampling) - ეს გახლავთ NVIDIA-ს მიერ შემუშავებული მეთოდი ვიზუალური ეფექტების ასახვისთვის, რომელშიც გამოყენებულია მანქანური სწავლების ტექნოლოგია ვიდეო დაფის ტენსორულ ბირთვებთან კავშირში. იგი შექმნილია ხარვეზებისა და გრაფიკული არტეფაქტების მოგვარების მიზნით სისტემის ზედმეტი დატვირთვის გარეშე. ტექნოლოგია მუშაობს შემდეგნაირად: DLSS ამცირებს ორიგინალი გამოსახულების გაფართოებას და სხვადასხვა ფილტრის მეშვეობით ახდენს მის მასშტაბირებას ეკრანის ზომაზე, რაც უზრუნველყოფს გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ იმოქმედა DLSS ხარისხის რეჟიმმა Fortnite-ის PC-ვერსიის წარმადობაზე და შესაძლებელი გახადა თამაშის გაშვება მაქსიმალურ გრაფიკულ პარამეტრებზე 4K გაფართოების პირობებში 100 fps-სა და მეტზე. როგორც ვხედავთ, ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს ამა თუ იმ თამაშის წარმადობა, თუმცა მისი მუშაობისთვის აუცილებელია ტენსორული ბირთვების მქონე GeForce RTX ვიდეო დაფის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ როდესაც DLSS-ზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ 2.0 ვერსიას, რომელიც ფართოდ გავრცელდა პირველი ვერსიისგან განსხვავებით. თავდაპირველად ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობები შეზღუდული იყო: საჭირო იყო ნეიროქსელის „სწავლება“ კონკრეტულ თამაშზე სამუშაოდ, გაზრდილი წარმადობის შედეგიც ვერ იყო დიდად შთამბეჭდავი. DLSS 2.0-ში ნეიროქსელის სწავლების პროცესი მაქსიმალურად გაამარტივეს და მოახდინეს ოპტიმიზაცია: მან ისწავლა დროებითი უკუკავშირის მეთოდების გამოყენება წინა კადრებიდან სურათის დამატებითი დეტალების მისაღებად, შედეგად გაიზარდა ამ პროგრამული უზრუნველყოფის დანამატის საერთო ეფექტურობა. დეველოპერებს, რომლებიც იყენებენ Unreal Engine 4.26-ს, შეეძლებათ DLSS ტექნოლოგიის ინტეგრირება მოახდინონ თავიანთ თამაშებში NVIDIA-ს ოფიციალური პლაგინის გამოყენებით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ DLSS-ით უზრუნველყოფილი თამაშების რაოდენობა უახლოეს წლებში გაიზრდება. პლაგინზე წვდომის მიღებისთვის საჭიროა გადასვლა NVIDIA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://bit.ly/3dkxnep http://bit.ly/2LQdRee Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.