Jump to content

Forbes-მა დაასახელა 11 კრიპტო მილიარდერი


Recommended Posts

image.jpeg

Forbes-მა შეადგინა 2020 წლის კრიპტო ბიზნესის ყველაზე მდიდარი წარმომადგენლების სია. მის საავეშია Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან არმსტრონგი 6.5 მლრდ აშშ დოლარით, მას მოსდევს FTX-ის ხელმძღვანელი სემ ბენკმან-ფრიდი 4.5 მლრდ აშშ დოლარით და Ripple-ს თანადამფუძნებელი კრის ლარსენი - 2.9 მლრდ აშშ დოლარით. 

საკუთარ გამოთვლებში ჟურნალმა გაითვალისწინა არა მხოლოდ ციფრული აქტივების ღირებულება, არამედ წილები კომპანიებში, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის წარმომადგენლებსა და ტრადიციულ აქტივებთან. 

რეიტინგში ასევე შევიდნენ: 

  • კომპანია MicroStrategy-ს ხელმძღვანელი მაიკლ სეილორი - 2 მლრდ აშშ დოლარი; 

  • Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩანპენ „CZ” – 1.9 მლრდ აშშ დოლარი; 

  • Gemini-ს დამფუძნებელი ძმები უინკლუოსები -  1.6 მლრდ აშშ დოლარი თითოეულს; 

  • Digital Currency Group-ის დამფუძნებელი ბარი სილბერტი - 1.5 მლრდ აშშ დოლარი; 

  • Rippleს თანადამფუძნებელი და ყოფილი ტექნიკური დირექტორი ჯედ მაკკალები - 1.4 მლრდ აშშ დოლარი; 

  • ვენჩურული ინვესტორი ტიმ დრეიპერი - 1.1 მლრდ აშშ დოლარი; 

  • Bloq-ის თანადამფუძნებელი მეთიუ როსზაკი - 1 მლრდ აშშ დოლარი. 

კრიპტოვალუტების ღირებულება აღებულია 2021 წლის 19 იანვრისთვის და შესაძოა შემფასებლურ ხასიათს ატარებდეს. 2019 წელს, Bitcoin-ის ამჟამინდელ რეკორდამდეც კი ინტერვიუში Changpeng Zhao-მ საკუთარი ქონება 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტად შეაფასა. 

11 იანვარს იმ მილიონერების სიაში, რომლებიც გამდიდრდნენ კრიპტოვალუტის ფასის ზრდის გამო, გამოქვეყნდა სეილორის მაჩვენებელი - 600 მილიონი აშშ დოლარი, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე Forbes-ის ამჟამინდელი შეფასების მიხედვით. 

დრე ეს დიაპაზონი უფრო ვრცელი იყო. 2018 წლის თებერვალში კრიპტო ინდუსტრიის უმდიდრესი წარმომადგენლების გამომცემლობამ Zhao-ს ქონება 1.1-დან 2 მილიარდ აშშ დოლარამდე შეაფასა. 

იმ დროს ძმები უინკლუოსები, ბრაიან არმსტრონგი, Galaxy Digital-ის გენერალური დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი და აშშ-ის კერძო ინვესტორი მეთიუ მელონი მილიარდერების სიაში შედიოდნენ მხოლოდ მათი სიმდიდრის ზედა ზღვრის პერიოდში. 

ასეთივე კონსერვატიზმი დაედო საფუძვლად Forbes 2020-ის მილიარდერების რეიტინგს გასული წლის აპრილში. მასში აღმოჩნდა კრიპტოინდუსტრიის მხოლოდ ოთხი წარმომადგენელი - Bitmain-ის თანადამფუძნებელი მიკრი ჩანი (3.2 მლრდ $) და ჯიჰან ვუ (1.8 მლრდ $), აგრეთვე კრის ლარსენი (2.6 მლრდ $) და ბრაიან არმსტრონგი (1 მლრდ $). 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.