Jump to content

Ethereum-ის კურსმა ახალი მაქსიმუმი დააფიქსირა - 1600 აშშ დოლარი


Recommended Posts

image.jpeg

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 14%-ით გაიზარდა და რეკორდი განაახლა. 2020 წლიდან მოყოლებული Altcoin-ის ფასმა 16-ჯერ მოიმატა. 

სამშაბათს, 2 თებერვალს, Ethereum-მა დააფიქსირა ყველა დროის ყველაზე მაღალი ღირებულებ. Coinmarketcap.com-ის მონაცემებით Altcoin-ის ფასი 1494 აშშ დოლარამდე გაიზარდა. Binance-ზე მიღწეულ იქნა რეკორდი ნიშნულით - 1500 აშშ დოლარი. დღეს მისი ფასი 1600$-ს აჭარბებს. 

ბოლო დღის განმავლობაში Ethereum-ი გაძვირდა 13.8%-ით. Altcoin-ის ფასი გრძელვადიანი ზრდის ფაზაში გასული წლის მარტში შევიდა. შემდეგ ის 90 აშშ დოლარამდე დაეცა ფინანსური ბაზრების დაშლის ფონზე. მას შემდეგ აქტივის კურსი გაიზარდა 1550%-ზე მეტით. 

გაცვლითი კურსის რყევების ფონზე Ethereum-ის ქსელში ტრანზაქციების განხორციელების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. სერვის Bitinfocharts.com-ის თანახმად, კრიპტოვალუტის გადაცემის საშუალო საკომისიო 15 აშშ დოლარს აჭარბებს. მომხმარებლებს 60-100 აშშ დოლარი უჯდებათ ETH-ზე მომუშავე დეცენტრალიზებულ ბირჟებზე გარიგებების განხორციელება. 

იანვრის ბოლოს საინვესტიციო კომპანია Fundstrat Global Advisors-ის ანალიტიკოსმა დევიდ გრეიდერმა განაცხადა, რომ Ethereum-ი შეიძლება გაძვირდეს 10500 აშშ დოლარამდე. მისი აზრით, Altcoin-ის ფასების ასეთი ზრდის ორი მიზეზი არსებობს: პოპულარობის სწრაფი ზრდა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში და პროექტის სამომავლო განახლება მეორე ვერსიაზე. 

Link to comment
Share on other sites

1700$ იყო უკვე მაქსიმუმი, თუმცა მაგის შემდეგ რაც დაეცა 1550$-მდე უკვე მოასწრეს 1660$ აყვანა

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

თუ ვინმეს გაქვთ rx 580 გაშვებული რიგში და რას დებს სტოკზე? ანუ რამდენ MH-ს. არ ვაპირებ ამ საქმეში ჩაბმას მაგრამ კარტა მაქვს 580 და რადი ინტერესა გავუშვი phoenix-ზე. stock-ზე ყველაფერი მოდიფიკაციის გარეშე 22მჰ დადო მეტი არა. ბიოსის მოდინგით და დაპაჩვით 27-ზე ავიდა სადღაც. მერე რაზგონი მემორიზე და 30-31-ზე უკაკუნებს. core-ზე პირიქით დავაკელი სიხშირე და ენერგომოხმარებაც მოშნად შემცირდა. ხოდა რას უნდა დებდეს ეს კარტა ასე როა გადარეული ხალხი. 1500 გელას მთავაზობდნენ ამასწინად და გავყიდო თუ დავიტოვო ვერ გადამიწყვეტია. 

Link to comment
Share on other sites

ეგრე უნდა დადოს ზუსტათ, ანუ 30-31მჰ/სეკ თემაა მოდიფიკაციებით უკვე, 1080 დებს 34მჰ/სეკ, 1080Ti 43mh/sec, 5700XT 54, ახალი ნავის კარტები მგონი კარგი სკალირებით არ გამოირჩევიან მაგ ალგოზე, ყველა დაახლოებით 60მჰ/სეკ დებს თუმცა მცირე სხვაობა იქნება ყველაზე ძვირიან მოდელებში 6800 თუ შეადარებ, ნვიდია 3060Ti და 3070 60მჰ/სეკ დებენ, 3080 შეიძლება 100მჰ.სეკ თერმობალიშებს თუ გამოუცვლი, 3090 ალბათ 120მჰ/სეკ, 2080Ti სადღაც 55მჰ/სეკ დებს, ან ცოტა მეტს, 3060 შეზღუდვა რომ არ ედოს ალბათ 50მჰ/სეკ იმუშავებდა

Link to comment
Share on other sites

მოკლედ დავამოდინგე ყველაფერი და ვოლტაჟიც გავუწერე კონფიგში უფრო დაბალი. ცალკე სსდ-ზე ამის საჩალიჩოდ დავაყე სუფთა win-დი. 30+ დებს რა ამ კონფიგზე და ტემპერატურა უიდეალურესია მაქსიმუმ 49 გრადუსი დახურულ ქეისში. GPUs power-ში 89w მიწერს. რაც სტოკთან შედარებით ძალიან დაბალია. 140 w მაინც წერდა მოდინგ/კონფიგის გარეშე. 

ახლა მესმის რატოა ტაციაობა კარტებზე. ახლანდელი კურსით 5-6 ასეთ ვიდეოზე თვეში ალბათ 1500+ გელაზე მეტზე გახვალ.

https://i.ibb.co/mh1GdGY/Screenshot-2.png

 

 

Link to comment
Share on other sites

ჩემზე 700$ აკეთებს, არ ვკლავ თან რაზგონით, მეტიც შეუძლია და მაგიტომ მაღალ ვატებზე, ჩემთანაც საკმაოთ დაბალია ტემპებია, ცალკე ტრეიდინგში აკეთებს მაგ სხვაობებზე ბევრს, ეხლა გავიჭედე უბრალოთ, მგონი დროა უკვე თავიდან მოვიცილო ეთერეუმი, იცის ხოლმე თვის ბოლოს მოშნი აბვალები, თებერვლის 20-ში დაეცა მოშნათ და მარტო ეხლა გაიზარდა კურსი, დიდი ალბათობით 20 მარტისთვის კიდე დააგდონ შეიძლება სერიოზულათ, ზუსტ რიცხვს რა თქმა უნდა ვერ გამოიცნობ მაგრამ ეგ სავსებით რეალურია, ამიტომ ტეტერში უნდა გქონდეს და მერე აჯახო ასე -300 ეთერეუმზე და -5000$ ბიტკოინზე ორდერი, იდეაში გამოგივა დახურდავება, წინასწარ უნდა განსაზღვრო ეგ, როცა დაცემას დაიწყებს მერე შეიძლება ვეღარც მოასწრო ვერაფერი, მაგ შემთხვევაში უნდა უცადო მერე კიდე რამდენიმე კვირა თუ გაიაფებული კოინები დაგრჩა ტეტერის მაგივრათ, თორე მინუსებში მიდიხარ ეგეთი მოშნი აბვალების დროს, ნუ ეგ ტრეიდინგია, მაგრამ ნამდვილათ ბევრს აკეთებს ეგ ერთი ნუანსი რომ არა, ასე თვეში ერთხელ იციან ხოლმე სერიოზული კურსის დაგდება, დეკემბრიდან  მე გავაკეთე 20000 ლარზე მეტი, ეგ ყველაფრიანათ, ტრეიდინგი-მაინინგი და სწორი გამოცნობები, ეგ თან რამდენიმე გრუბი შეცდომით, ისე კიდე მეტის გაკეთებაც შეიძლება, მაგას ვერ გამოიცნობ ბოლომდე, უნდა დაჯერდე იმას რასაც აკეთებს და არ გაიტეხო გული

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.