Jump to content

NAS სახლისთვის (კონფიგურაცია მირჩიეთ)


Recommended Posts

გაუმარჯოს,

სახლში მაქვს როუტერზე მიერთებული SSD NAS-ად, მაგრამ USB3.0 ინტერფეისის, თუ როუტერის ბრალია, არც ისე ჩქარია (ნუ FullHD ფილმებს კი ვუშვებ უპრობლემოდ, მაგრამ გადახვევაზე ბირძიკობს ხოლმე) თან ზოგ შემთხვევაში ტვირთავს როუტერს (Linksys EA6300 DD-WRT cfw-თი)

ამიტომ გადავწვიტე უფრო "ძლიერი" NAS გავაკეთო, თუმცა მაქვს შემდეგი მოთხოვნები:

  • უნდა დაჯდეს რაც შეიძლება იაფი (არ ვგულისხმობ დისკებს, თვითონ სისტემა), სასურველია არსებული ნაწილებისგან (დეტალურად ქვევით)
  • უნდა ჰქონდეს დაბალი ენერგომოხმარება, მაქსიალურად ჩუმი ვენტილატორები, ან რაც შეიძლება ნაკლები ვენტილატორები
  • უნა ჰქონეს საკმარისი სიმძლავრე, რომ 2-3 მომხმარებელს ბორძიკის გარეშე მიაწოდოს ფაილები

რაც შეეხება სოფტს, გადავწვიტე OMV, რადგანაც FreeNAS და TrueNASCore-ს 8 გბ მეხსიერებეა უნდა და ფუნქციები რაც OpenMediaVault აქვს სავსებით მაკმაყოფილებს

აპარატურას რაც შეეხება, მაქვს 2 დედაპლატა (თავისი პროცესორებით, მეხსიერებით) 1366 და 776 პლატფორმაზე, 1366 ვიდეოც უნდა, თუმცა რამე პასიურად გაგრილებულ კარტას გამოსახულების გამოსატანად მოვახეხებ, მაგრამ მენანება 1366 მაზერის გაცდენა NAS-ისთვის, 775-ზე კი 4 SATA პორტია, რაც ახლა კი მეყოფა, მაგრამ რომ გადავწყვიტო დისკების დამატება სამომავლოდ, მაშინ ალბათ რაიმე PCI-e ადაპტერის ყიდვა მომიწევს,

მოკლედ ამ ორს შორის ალბათ 775 ავარჩევ, Core2Duo საკმარისი სიმძლავრე თუ ექნება

თუმცა ორივეს ნაკლია ის, რომ ესაჭიროებათ კვება, რომელსაც ვენტილატორი სულ ჩართული ექნება, + CPU ქულერი

მეორე ვარიანტია ეს: https://forum.ge/?f=12&showtopic=35184244

HP საოფისე კომპიუტერი ლეპტოპის სტილის კვების ბლოკით, თუმა ამის ნაკლია ის რომ მხოლოდ 2 SATA პორტი აქვს და სხვა არანაირი საშუალება არ აქვს SATA ან უფრო სწრაფი დრაივი რომ შევაერთო, ანუ დასაწყისისთვის კი მეყოფა, თან OMV შეიძლება დაყენდეს ფლეშკაზე და ორივე პორტი დისკებისთვის გამოვიყენო, მაგრამ სამომავლოდ დისკებს ვეღარ დავამატებ (მხოლოდ თუ შევცვლი უფრო დიდი მოცულობით)

მოკლედ თქვენი აზრიც მაინტერესებს, თუ გაქვთ სახლში/სამსახურში NAS-ები და როგორი კონფიგურაციის? რას მირჩევთ?

Link to post
Share on other sites

@gio_kiborg

მანდ მთავარია ვიდეო როგორ უნდა გასტრიმო და სად. NAS კომპს პირდაპირ უნდა მიერთო მონიტორი/ტვ? თუ CIFS/NFS-ით უნდა დაუკავშირდე ტვ-დან ან შენი სხვა კომპიდან?

თუ მეორე - იდეაში Core 2-იც საკმარისი იქნება რომ ქსელში 100 მბ/წმ ან თუნდაც 1 გბ/წმ სიჩქარით ფაილები მოგაწოდოს.

თუ ტრანსკოდინგი/კონვერტაცია უნდა გააკეთოს კომპმა და FHD-ზე მეტს აპირებ, მაშინ 1366 სოკეტი ყველა ვარიანტში და 4კ-ს თუ აპირებ, H.265 / VP9 აქსელერაციის მქონე ვიდეო დაფა, თორემ ფრეიმ დროპები გექნება აუცილებლად.

Link to post
Share on other sites
1 hour ago, Power_VANO said:

@gio_kiborg

მანდ მთავარია ვიდეო როგორ უნდა გასტრიმო და სად. NAS კომპს პირდაპირ უნდა მიერთო მონიტორი/ტვ? თუ CIFS/NFS-ით უნდა დაუკავშირდე ტვ-დან ან შენი სხვა კომპიდან?

თუ მეორე - იდეაში Core 2-იც საკმარისი იქნება რომ ქსელში 100 მბ/წმ ან თუნდაც 1 გბ/წმ სიჩქარით ფაილები მოგაწოდოს.

თუ ტრანსკოდინგი/კონვერტაცია უნდა გააკეთოს კომპმა და FHD-ზე მეტს აპირებ, მაშინ 1366 სოკეტი ყველა ვარიანტში და 4კ-ს თუ აპირებ, H.265 / VP9 აქსელერაციის მქონე ვიდეო დაფა, თორემ ფრეიმ დროპები გექნება აუცილებლად.

გაიხარე ვანო!

მხოლოდ ფაილსერვერად მინდა, ტრანსკოდინგის მუღამი არ მაქვს, ტელევიზორზე კომპი მაქვს შეერთებული და ლეპტოპს და ტელეფონს კი აქვს საკმარისი სიმძლავრე 4K ვიდეოების დეკოდირება რომ მოახდინონ მთავარია ქსელმა არ შემზღუდოს , 1გბ როუტერი კი მაქვს 5Ghz WiFi-თი  და cat5e კაბელები, რომ გავტესტე 900 მბ/წმ-მდე იყო სიჩქარე ორ კომპიუტერს შორის LAN-ით.

იმ HP კომპიუტერს ვყიდულობ, რომ დავთვალე ჩუმი კვება რომ ვიყიდო ჩემი დედაპლატებისთვის მინიმუმ 100 ლარი მინდა, + შესაბამისი ქესისი 60-80 ლარი, 1366-ზე ვიდეოც მინდა, ტრანსკოდინგისთის არა (პასიური), უბრალოდ ისე არ და POST-ავს მგონი თორე ინსტალაციის მერე მოვხსნიდი, თან ორივეს მინიმუმ 65 W სიმძლავრე აქვს და Standby-ზე მგონი უფრო მეტს მოიხმარს ვიდრე შედარებით ახალი ეს სისტემა.

OMV-ს დავაყენებ ფლეშკაზე (ან SD-CARD-ზე) და 2 პორტი მექნება დისკისთვის რაც ჯერჯერობით მაკმაყოფილებს,

თან ვნახე 1155-ზე 17-20 W-იანი Xeon-ებია 20 დოლარამდე ფასში თუ უფრო ენერგო ეფექტური რომ იყოს, ან 35 ვატიანი 2c/4t i5-ები სიმძლავრის ამბავში (თუმცა მეტი სიმძლავრე მეეჭვება დამჭირდეს)

 

  • Like 1
Link to post
Share on other sites

მოკლედ, დავამთავრე კონფიგი, qBittorrent-იც დავაყენე და მუშაობს მშვენივრად,

ფაქტიურად უხმაუროა, 

15 დოლარად E3-1220L V2 ვიყიდე, თუ თავსებადია (ოფიციალურ დოკუმენტაციაში არ წერია, მაგრამ ბიოსი დავააპდეითე და იმედია გაქაჩავს) 2-ჯერ მეტი წარმადობა აქვს ლამის G540T-ზე 17W მაქსიმუმ TDP-თი 35-ის ნაცვლად

ცოტა OMV კონფიგურაციამ გამაწვალა, რადგანაც ვებგვერდზე დოკუმენტაცია არ არის დააპდეითებული (5.X კი უწერია, მაგრამ როგორც ჩანს 5.0 არის და არა მიმდინარე 5.5-ის) და ამიტომ მომიწია ტუტორიალების ძებნა და ზოგის ჩემით მიხვედრა (Linux-ის გამოცდილება არ მაქვს დიდი და ცოტა ძნელია ჩემით მივხვდე იმას თუ როგორ უნდა გავაკეთო როცა დოკუმენტაციას არ მიყვება) თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვენირად ამუშავდა

დავხურავ თემას

 

ვა, ახლა დავაკვირდი, ამ PC-ს 10/100 ქსელი ქონია მხოლოდ, მაქსიმალური სიჩქარე 12MB/s-ია, რეალურად 11.5 აქვს რომ შევამოწმე

ნუ HD და 4K ფილმებისთის კი არის საკმარისი ყოველ შემთხვევაში

  • Like 1
Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...