Jump to content

AMD გამოუშვებს ბიუჯეტურ ვიდეო დაფა Radeon RX 6700-ს GeForce RTX 3060-ისთვის კონკურენციის გასაწევად


Recommended Posts

ცნობილია, რომ AMD გეგმავს Radeon RX 6700 XT ვიდეო დაფის გამოშვებას, თუმცა უცნობია როდის. ეს განპირობებულია გრაფიკული ჩიპების დეფიციტით. ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ გაყიდვები შესაძოა დაიწყოს ზაფხულიდან. ზუსტი ცნობები არ არსებობს, ასე რომ მიწოდება შესაძლოა გაზაფხულიდანვე მოხდეს. 

image.jpeg 

Radeon RX 6700 XT უნდა იყოს GeForce RTX 3060 Ti-ის პირდაპირი კონკურენტი, თუმცა შესაძლოა მასზე იაფი. ეს არ არის ერთადერთი ვიდეო დაფა, რომელიც ბაზარზე გამოსასვლელად მზადდება. ცნობილი გახდა ასევე Radeon RX 6700 შემცირებული ვერსიის შესახებ, რომელიც კონკურენციას გაუწევს RTX 3060-ს. იგი დამყარებული იქნება Navi 22 XL გრაფიკულ ჩიპზე და უფროსი ვერსიისგან განსხვავებით ექნება 12 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება სიჩქარით - 14 გბ/წმ (უფროსი ვერსიის ვიდეომეხსიერების სიჩქარეა 16 გბ/წმ). ეს არ იქნება  ყველაზე დაბალბიუჯეტური გადაწყვეტილება, რადგანაც მასში გამოყენებულია იგივე 192-ბიტიანი ინტერფეისი. 

სავარაუდოდ, Radeon RX 6700 მოდელი Radeon RX 5700 ХТ დაფაზე გაცილებით სწრაფი იქნება და ექნება კვების ორი, 8+6-პინიანი კონექტორი. არ არის გამორიცხული, რომ 7-ნანომეტრიანმა ტექნოპროცესმა უზრუნველყოს კვების ერთი კონექტორით მუშაობა. თუკი არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, ვიდეო დაფას ექნება შემცირებული კონსტრუქცია ორი ქულერით. როგორც ზემოთ ითქვა, დეფიციტის გამო ყველაზე მეტად გეიმერებს აინტერესებთ ვიდეო დაფის გამოშვების დრო და ხელმისაწვდომობა, რადგან არსებულ სიტუაციაში ბიუჯეტური მოდელებიც კი მეტისმეტად ძვირად იყიდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.