Magdalena 1572 Posted Wednesday at 07:32 AM Share Posted Wednesday at 07:32 AM Mercedes-Benz-მა წარადგინა სიახლე - უზარმაზარი, 140-სანტიმეტრიანი რკალისებრი პანელი MBUX Hyperscreen, რომელიც განკუთვნილია სამომავლო ელექტრო სედან EQS-ისთვის. იგი ჩაანაცვლებს ავტომობილის ფრონტალურ პანელს და მასში გაერთიანებული იქნება მოწყობილობები, მულტიმედია ნაკრები, ნავიგაცია და ბევრი სხვა სისტემა. OLED-დისპლეის ზედაპირზე დატანილია დამცავი მინა Gorilla Glass. სიკაშკარის რეგულირებაზე პასუხისმგებელია კამერა და განათების სენსორი, მთლიანად MBUX Hyperscreen-ის მუშაობას კი მართავს ბორტ-კომპიუტერი 8-ბირთვიანი პროცესორითა და 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით, შედეგად უზრუნველყოფილია მოწყობილობის წარმადობის მაღალი დონე. ამ ყველაფერს ემატება ეკრანის მიღმა დამალული 12 მამოძრავებლის საფუძველზე არსებული უკუკავშირის ტაქტილური სისტემა. MBUX Hyperscreen – ეს იქნება მძღოლისა და მგზავრების ელექტრომობილთან ურთიერთქმედების ორგანიზების სრულიად ახალი მიდგომის მაგალითი. რა თქმა უნდა, უნიკალური ეკრანი ასევე უზრუნველყოფს გასართობი კონტენტის გამოყენების ახალ დონეს. ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/35xAw5F http://bit.ly/3sngNQb Quote Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.