Jump to content

გამოვიდა პლანშეტი Surface Pro 7 Plus Tiger Lake-ის ბაზაზე: მეტი მოცულობის ბატარეა, მოხსნადი SSD და LTE მხარდაჭერა


Recommended Posts

Microsoft-მა გააფართოვა Surface Pro-პლანშეტების ასორტიმენტი Surface Pro 7 Plus-ით. ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს-კლასის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. 

image.jpeg 

გარეგნულად მოწყობილობა არ განსხვავდება ჩვეულებრივი Surface Pro 7-ისგან. ახალი მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებლები უკავშირდება მის შიდა კონფიგურაციას. პლანშეტი წარმოდგენილია ახალი მე-11 თაობის Intel-ის პროცესორებით (Tiger Lake-U), შედარებით დიდი მოცულობის ბატარეით, მოხსნადი მყარი დისკით და უსადენო LTE სტანდარტის მხარდაჭერით. ეს უკანასკნელი 2015 წლიდან მოყოლებული აღარ არის Microsoft Surface Pro სერიაში მოცემული. ამასთან, კომპანიამ Surface Pro 7 Plus-ს არ მიანიჭა 5G სტანდარტის მხარდაჭერა, რადგან მოწყობილობაში გამოყენებულია ძველი Snapdragon X20 LTE მოდულ. 

image.jpeg 

ხელმისაწვდომია მოწყობილობის რამდენიმე ვარიანტი. საბაზისო ვერსიაში მოცემულია ორბირთვიანი და ოთხნაკადიანი Intel Core i3-1115G4, უფროს ვერსიაში - ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი Intel Core i7-1165G7. თუმცა მხოლოდ Intel Core i5-1135G7 ჩიპის ბაზაზე არსებულ მოდელშია ხელმისაწვდომი LTE მხარდაჭერის ფუნქცია. ამ კონფიგურაციის ფასია 1149 აშშ დოლარი. საბაზიო მოდელი Core i3-ითა და 8/128 გბ მეხსიერებით შეფასებულია 899 აშშ დოლარად. მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია Core i7, 32 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მყარი დისკი, ამ ვერსიის ფასი 2799 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

ახალი Surface Pro 7 Plus-ის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობად მწარმოებელი კომპანია 15 საათს ასახელებს, რაც საკმაოდ მეტია სტანდარტულ Surface Pro 7-თან შედარებით, რომელიც იმავე რეჟიმში 10.5 საათს მუშაობს. ავტონომიურობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო Intel-ის ახალმა მე-11 თაობის ენერგოეფექტურმა პროცესორებმა, აგრეთვე ბატარეის მოცულობის 50.4 ვტ/სთ-მდე გაზრდამ. 

image.jpeg 

Surface Pro 7 Plus-საც აქვს 12.3-დუიმიანი PixelSense დისპლეი გაფართოებით 2736 × 1824 პიქსელი. მოცემულია თითო USB Type-C და Type-A პორტი, კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და Surface Connect. პლანშეტის Wi-Fi-ვერსიებში ხელმისაწვდომია microSDXC ბარათის სლოტი, LTE-ვერსიებში კი - მხოლოდ nano-SIM. 

Microsoft-ი Surface Pro 7 Plus-ის მიწოდებას 15 იანვარს დაიწყებს. იგი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.