Magdalena Posted January 12, 2021 Share Posted January 12, 2021 ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე 10.79%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა ახალი რეკორდი დაამყარა ნიშნულით - 20.61 T. სერვისი BTC.com პროგნოზირებს სირთულის მაჩვენებლის მორიგ ზრდას 10%-ზე მეტით ( 22,84 T-მდე) სირთულის შემდეგი გადაანგარიშების შედეგების საფუძველზე. წყარო: BTC.com. ახალი რეკორდი არ არის გასაკვირი მაინერების შემოსავლების მუდმივი ზრდის გათვალისწინებით - აღნიშნა მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ Braiins-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ედვარდ ევენსონმა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში Bitcoin-მაინერების შემოსავალი დაჩქარებული ტემპით გაიზარდა. Coin Metrics-ის თანახმად, ნოემბერსა და დეკემბერში მაინერების შემოსავლები შესაბამისად 50 და 30%-ით გაიზარდა. სირთულესა და შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება Bitcoin-ის ჰეშრეითიც. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა 2020 წლის დასაწყისიდან. წყარო: Glassnode. ”ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება 2021 წლის პირველ ნახევარში”, - აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, მაინინგ-კომპანიების მოთხოვნა ASIC-აღჭურვილობაზე აშკარად აღემატება შეთავაზებას. „თუნდაც მხოლოდ მეოთხე კვარტალში ASIC-მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების მაინინგ-აღჭურვილობების შეკვეთებზე. აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვი ამჟამად გადატვირთულია დიდი მოცულობის მოთხოვნით“ - აღნიშნა ევენსონმა. შეგახსენებთ, ამერიკული მაინინგ-კომპანია Riot Blockchain ელოდება Bitmain-ისგან 15 ათას მოწყობილობას - Antminer S19 Pro-სა და S19j Pro-ს, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარია. http://bit.ly/39mlKzI Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.