Magdalena Posted January 9, 2021 Share Posted January 9, 2021 ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ კომპანია მცდელობას არ დააკლებს სასამართლოს გარეთ დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან წინააღმდეგობების მოგვარებას. კითხვაზე, უხდიდა თუ არა Ripple ბირჟებს XRP-ის ლისტინგისთვის, გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ ტოკენების 95% იყიდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ და კომპანიას არ აქვს გავლენა ლისტინგზე ან მფლობელებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ბირჟები არ ახორციელებენ დელისტინგს, არამედ „აჩერებენ ვაჭრობას“ თავიანთი რისკების დაზღვევისთვის. „აშშ-ში ახლა არა მხოლოდ რეგულაციების ნაკლებობაა, არამედ მარეგულირებლების ქაოსი“. უახლოეს მომავალში კომპანია ოფიციალურ პასუხს გასცემს სარჩელზე. მისივე თქმით, აქციონერები სრულად არიან დარწმუნებულნი Ripple-ის პოზიციაში, ხოლო Tetragon-მა, რომელმაც მოითხოვა პრივილეგირებული აქციების დაუყოვნებლად გამოსყიდვა, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა სიტუაციით. გარლინგჰაუსმა აღიარა, რომ Ripple ახდენდა მომხმარებლების სუბსიდირებას საგადახდო ქსელში XRP-ის (On-Demand Liquidity, ODL) ბაზაზე. „ამგვარი რამ აბსოლუტურად კანონიერია. ასე შენდება ყველა საანგარიშსწორებო სისტემა. PayPal-მა, Visa-მ და Mastercard-მა მოტივაცია მისცეს და ამ დრომდე მოტივირებენ თავიანთ მომხმარებლებს. ჩვენ ვქმნით რაღაც სრულიად ახალს, მას გააჩნია თავისი შეფერხებები და ხარჯები“. შეგახსენებთ, SEC-მა დაადანაშაულა Ripple შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 22 თებერვალს. http://bit.ly/35n0oB6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.