Jump to content

KFC-მ და Cooler Master-მა გამოუშვეს გეიმინგ კონსოლი-ღუმელი ქათმის ფრთებისთვის


Recommended Posts

image.jpeg

KFC-მ და Cooler Master-მა ერთობლივად შექმნეს გეიმინგ-კომპიუტერი KFConsole, რომელიც ქათამს გააცხელებს მანამ, სანამ მომხმარებელი თამაშობს. ფაქტობრივად, ეს არის პერსონალური კომპიუტერი Cooler Master-ისგან, თუმცა KFC ლეიბლითა და უნიკალური დიზაინით, რომელიც ქათმის ფრთების სათავსო კალათს უფრო მოგვაგონებს. 

თუკი KFConsole მასობრივ წარმოებაში ჩაეშვება, იგი მეტად საინტერესო და ღირსეული მოწყობილობა იქნება. მასშ მოცემულია: Intel Nuc9 Extreme Compute Element, NVIDIA GPU და Intel CPU (Cooler Master არ აკონკრეტებს, რომელი მოდელია), აგრეთვე 1 ტბ მოცულობის ვინჩესტერი Seagate NVME SSD. Cooler Master-ის განცხადებით კომპიუტერი მზადაა ვირტუალური რეალობის სისტემებთან გამოყენებისთვის, აქვს რეითრეისინგის, 4K გაფართოების თამაშები მხარდაჭერა და 240 FPS-მდე ფრეიმრეითი. 

image.jpeg 

მეტად ღირსეული აპარატული აღჭურვილობის მიუხედავად KFConsole-ის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მინი-ღუმელი ქათმისთვის. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ბევრ ეიმინგ კომპიუტერსა და განსაკუთრებით ლეპტოპებზე რეალურად შესაძლებელია საკვების გათბობა იმდენ სითბოს გამოყოფენ. KFConsole-მა გადაწყვიტა ეს შესაძლებლობა მაქსიმუმამდე აიყვანოს. კონსოლში მოქმედებს „ბუნებრივი სითბო და ჰაერის ნაკადები“, რათა ერთ გამოყენებაზე გათბეს ქათმის ორი ფრთა.  

KFConsole მიეკუთვნება "საკვებისა და სათამაშო გაჯეტების" უცნაურ ჩამონათვალს, რომელშიც უკვე შედის, მაგალითად, Bud Light კონსოლი, რომელსაც ლუდის შეფუთვის შენახვა შეუძლია.  ჯერ კიდევ უცნობია როდის გამოვა KFC და Cooler Master-ის ერთობლივი ნამუშევარი (ან გამოვა თუ არა საერთოდ) და რა იქნება ფასი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ Intel Nuc9 Extreme 3100 აშშ დოლარი ღირს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.