Jump to content

SEC-მა თაღლითობაში დაადანაშაულა ორი კრიპტო ჰეჯ-ფონდის დამფუძნებელი


Recommended Posts

image.jpeg

ფასიანი ქაალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ივენ ცინი დაადანაშაულა ბირჟის საარბიტრაჟ თაღლითობასა და ინვესტორების თანხების არდაბრუნებაში. ცინი გახლავთ ფონდების - Virgil Sigma-სა (ნიუ-იორკი) და VQR Multistrategy-ს (კამანის კუნძულები) დამფუძნებელი. 

მიმდინარე წლის ზაფხულში ცინმა აცნობა ინვესტორებს, რომლებიც ჯამურად 3.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციების დაბრუნებას ითხოვდნენ, რომ მათი ფული გადატანილ იქნა VQR Multistrategy-ში. SEC-ის სარჩელის ანახმად თანხის გადატანა არ მომხდარა. 

დეკემბერში ცინმა ფონდის ტრეიდერ ანტონიო ჰალაკს სთხოვა დახმარებოდა VQR-დან 1.7 მლნ აშშ დოლარის გამოტანაში და განაცხადა, რომ სესხულობდა ფულს ჩინელი მევახშეებისგან Virgil Sigma-ში ინვესტირებისთვის. 

ფონდების მმართველს ასევე ადანაშაულებენ ტრეკერებში ცვლილებების შეტანაში, რომლებიც განკუთვნილი იყო 2019 წელს 39 კრიპტო პლატფორმაზე ინვესტიციების დასადგენად. 

სარჩელის მოპასუხე ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება და მზად არის SEC-თან ითანამშრომლოს. 

სტივენ ცინი ფლობს სრულ ფაქტებ და ვალდებულია უზრუნველყოს, რომ არცერთი ინვესტორი არ დაზარალდეს”, - განუცხადეს ადვოკატებმა Reuters-ს. 

მარეგულირებელი ორგანო მიზნად ისახავს ჩადებული ინვესტიციების და დეკლარირებული მოგების დაბრუნებას ინვესტორებისთვის. SEC ასევე მოითხოვს, რომ ცინს აეკრძალოს მონაწილეობა ნებისმიერი ფასიანი ქაღალდის გაყიდვაში, გამოცემაში, ყიდვასა და შეთავაზებაში, გარდა მისი პირადი ანგარიშისა. 

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს SEC-მა სარჩელი შეიტანა Ripple-ის, ბრედ გარლინგჰაუსის და კრის ლარსენის წინააღმდეგ. დეპარტამენტის ცნობით, კომპანია ყიდიდა არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს XRP ტოკენის სახით. 

იმავე დღეს Bitwise Asset Management-მა განაცხადა, რომ XRP ტოკენი გამორიცხა თავის ფლაგმანურ საინდექსაციო ფონდ Bitwise 10 Crypto Index Fund-იდან. მაიკ ნოვოგრაცის კრიპტო ბანკმა Galaxy Digital-მა შეწყვიტა XRP ტოკენების ყიდვა-გაყიდვა 24 დეკემბერს. 

ბრედ გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ SEC-ის სარჩელი Ripple-ის წინააღმდეგ ისეთი საშინელი პრეცედენტია კრიპტო ინდუსტრიისთვის, რომელიც შეიძლება სხვა კრიპტო კომპანიებისთვისაც უსიამოვნებად იქცეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.