Jump to content

აშშ-ის საჰაერო შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო თვითმფრინავი პირველად მიანდეს ხელოვნურ ინტელექტს


Recommended Posts

image.jpeg

თვითმფრინავი U-2 Dragon Lady 

აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასწავლო ფრენის დროს ხელოვნურ ინტელექტს მიანდეს მზვერავი თვითმფრინავი U-2-ის სანავიგაციო სისტემების მართვა. 

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ამ ფრენის შესახებ კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ეს არის საბრძოლო თვითმფრინავების მართვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მცდელობებში მნიშვნელოვანი მომენტი. 

სატესტო ფრენა გაგრძელდა ორი საათი შეიარაღებული საჰაერო ძალების ბაზაში, მერისვილში, კალიფორნიის შტატში. ოფიციალურ პირებსა და თავად პილოტს საგამოცდო პროგრამის დეტალები არ გაუხმაურებიათ. ცნობილია ის, რომ ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებელი იყო ბორტის რადარების სენსორებისგან ინფორმაციის შეკრებასა და ტაქტიკურ ნავიგაციაში. 

აშშ-ს საჰაერო ძალების მინისტრის თანაშემწე უილ როპერმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტი მიმართულია მოახლოებული რაკეტებისა და სახმელეთო სარაკეტო გამშვებების აღმოჩენისკენ. საცდელი ფრენის დროს ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ საით უნდა მიემართა ბორტის სენსორები. 

საჰაერო ძალების მთავარი მიზანია ადამიანისა და მანქანების ერთობლივი მუშაობის განხორციელება, როდესაც რობოტები პასუხისმგებელნი არიან მარტივი ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე, ხოლო მფრინავები იღებენ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს: იარაღის გამოყენებას, პილოტირებას და მიზნის მითითებას. 

თავად ხელოვნური ინტელექტი, სახელწოდებით Artuμ დამყარებულია ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ალგრითმებზე და ადაპტირებულია თვითმფრინავ U-2-ს კომპიუტერულ სისტემებთან. 

ეს არის საჯაროდ ხელმისაწვდომი μZero ალგორითმი, რომელიც შეიმუშავა კვლევითმა კომპანია DeepMind-მა სტრატეგიული თამაშების სწრაფი განვითარებისათვის, რომელიც უზრუნველყოფილია Google-ის მიერ შემუშავებული სისტემა Kubernetes-ის მიერ. ის საშუალებას ლევა ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფა გადაცეს თვითმფრინავის იმ საბორტო კომპიუტერულ სისტემებსა და ქლაუდ-სისტემებს შორის, რომელთათვისაც შეიქმნა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.