Magdalena Posted December 23, 2020 Share Posted December 23, 2020 ტაივანურ გამომცემლობა DigiTimes-ის უფასო წვდომის გვერდებზე გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო სიახლე. სერვერული აღჭურვილობის გაგრილების სისტემების მწარმოებელი კომპანიები, როგორც ირკვევა, დარწმუნებულნი არიან, რომ Intel და AMD მომდევნო თაობის პროცესორებს ბაზარზე 2021 წლის პირველ ნახევარში გამოიტანენ. Intel-ის შემთხვევაში ეს იქნება 10-ნანომეტრიანი Ice Lake-SP სერიის პროცესორები, რომლებიც მასობრივი რაოდენობით მეორე კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს, AMD EPYC Milan სერიის პროცესორების წარდგენა პირველ კვარტალში შედგება. მოყვანილია Intel-ის მომდევნო თაობის სერვერული პროცესორების გამოშვების გრაფიკი. 2022 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი იქნება 10-ნანომეტრიანი პროცესორები Sapphire Rapids, 2023 წლის პირველ ნახევარში მზად იქნება 7-ნანომეტრიანი პროცესორები Granite Rapids, 2024 წელს კი გამოვა Diamond Rapids გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. AMD-ის გეგმები გაცილებით მოკრძალებულია - ცნობილია, რომ 5-ნანომეტრიანი EPYC Genoa პროცესორები Zen 4 არქიტექტურით გამოჩნდება 2022 წლის მეორე კვარტალში. http://bit.ly/37EiIaI Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bloodred Posted December 23, 2020 Share Posted December 23, 2020 მოკრძალებული კი არაა აემდეს გეგმები უბრალოდ არ სჭირდებათ მეტი. აემდე უკვე დაადგა ნელნელა გაძვირების გზას. იყიდება ეგრევე და ფასმაც მოიმატა. ახლა ინთელის პროგრესი გვჭირდება რომ ფასები დარეგულირდეს ისევ. ნეტა ვიდეოკარტების ბაზარზე გამოჩნდებოდეს რამდენიმე მწარმოებელი თორემ კარტა ვერ გიყიდია კაცს მანქანის ფასი დაედო ამ დებილი მაინინგის გადამკიდე. ნეტა აკრძალავდნენ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 23, 2020 Share Posted December 23, 2020 ისე სარერველო და მობილური სეგმენტის ნაწილს დაკარგავს ამდ და ინტელიც, რახან ეპლი და ეხლა უკვე მიკროსოფტიც ნელ-ნელა სხვადასხვა სეგმენტებში არმ პროცესორებზე გადადიან, თვითონვე უნდა გამოუშვან ან უკვე გამოუშვეს, გეგმები დიდი აქვთ და ვნახოთ, მაგრამ ეგ არმ არ ვარგა ჯერ დიდათ გეიმინგისთვის და ზოგ მძიმე სამუშაოებშიც უფრო სუსტია სტანდარტულ პროცესორებზე, მაგრამ ეგეც შეიძლება შეიცვალოს რამდენიმე წლის შემდეგ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bloodred Posted December 23, 2020 Share Posted December 23, 2020 1 hour ago, George said: ისე სარერველო და მობილური სეგმენტის ნაწილს დაკარგავს ამდ და ინტელიც, რახან ეპლი და ეხლა უკვე მიკროსოფტიც ნელ-ნელა სხვადასხვა სეგმენტებში არმ პროცესორებზე გადადიან, თვითონვე უნდა გამოუშვან ან უკვე გამოუშვეს, გეგმები დიდი აქვთ და ვნახოთ, მაგრამ ეგ არმ არ ვარგა ჯერ დიდათ გეიმინგისთვის და ზოგ მძიმე სამუშაოებშიც უფრო სუსტია სტანდარტულ პროცესორებზე, მაგრამ ეგეც შეიძლება შეიცვალოს რამდენიმე წლის შემდეგ დაკარგავენ და დაკარგონ ჯორჯ. ეგ არაა სადარდებელი ჩვენი. ფასსაც დაუწევენ. ვიდეო კარტაზე ვარ გამწარებული. ამ ზაფხულს 250 ლარად აემდეს 570 580 ვყიდულობდით და ახლა 500 ლარი უნდა. უნდა რაღაც შეზღუდვა დააწესონ ლიცენზიის გამცემმა ორგანოებმა ამერიკა ევროპაში რომ ვიდეო კარტებს აღარ ქონდეს მაინინგის ფუნქცია. გამოუშვან სპეციალური ვიდეოკარტები მაგისთვის რომელსაც სხვა ფუნქციები არ ექნებათ. ვიღაცა რომ მაინინგობს ამის გამო ჩვეულებრივ უმრავლესობას რატომ უნდა გაგვიძვირდეს ორჯერ სამჯერ? იმას ამოუწყდა ოჯახი ვინც ეგ მაინინგი გამოიგონა პირველად. მაგისი წვრილი მზერა გავფანტე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 23, 2020 Share Posted December 23, 2020 ლოლ ეგ კიდე ასატანი ფასია, აბა 3080 4500 ლარიო ეგ მართლა აფსურდია 850-900$ კარტაში, დეფიციტია უბედური ეხლა კარტების მართლაც რომ პერაშკებივით საღდება, ვერ ასწრებენ გამოშვებას, ნვიდიამ მოასწრო უკვე 3-4 მილიარდის ღირებულების 3000 სერიის კარტების გაყიდვა, რა პეიპერ ლანჩზეა ლაპარაკი თავიდან რომ დასცინოდა ხალხი, გაივსეს ჯიბეები, სამჯერ მეტსაც გამოუშებდენ და გაყიდიდენ უკვე, ჯერ არ შეუძლიათ მაგდენის გამოშვება ერთდროულათ მაგ ახალ ტეხპროცესზე, ჩიპებზეც არის გარკვეული დეფიციტი და უფრო მაგ GDDR6-GDDR6X ძვირიან რამებზე, ისე RTX3060Ti კარგი რამე კი ჩანს ფასი-წარმადობით მაინინგისთვის, ეხუმრები კარტას 2080Ti მეტის თავი აქვს ლამის და დენსაც ნაკლებს მოიხმარს ეთერეუმის ალგოზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.