Jump to content

NASA-ში მუშაობენ Mars Dog-ზე - მარსის კვლევისთვის განკუთვნილ ოთხფეხა რობოტზე


Recommended Posts

აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტოს ინჟინრები მუშაობენ რობოტებზე, სახელწოდებით Mars Dog, რომლებიც შესაძლოა სასარგებლონი აღმოჩნდნენ მარსის შესწავლისთვის. საფუძვლად აღებულია Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტი Spot. 

image.jpeg 

პლანეტების შესასწავლი თანამედროვე ყველგანმავლები, როგორც წესი, აჭურვილნი არიან ოთხი ან ექვსი საბურავით, რითაც უზრუნველყოფილია ბრტყელ, ერთგვაროვან რელიეფზე გადაადგილება. NASA-ს ინჟინრებმა Ames Research Center-ისა და McGill University-ის მკვლევარებთან ერთად გადაწყვიტეს ამ კონცეფციისთვის გვერდის ავლა. ამის ნაცვლად ისინი გეგმავენ რობოტი-ძაღლების შექმნას, რომლებსაც შეეძლებათ ავტონომიურად იმოძრაონ არა მხოლოდ მარსის ზედაპირზე, არამედ გამოქვაბულებიც შეისწავლონ. 

პროექტს ფარგლებში რობო-ძაღლი მიიღებს მართვის ახალ სისტემა NeBula-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზეა დაფუძნებული. შედეგად მკვლევარებს ხელთ ექნებათ ავტონომიური მექანიკური ერთეულები, რომლებიც თანამედროვე როვერებთან შედარებით მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური და სწრაფია. სულ შეიქმნება სამი რობოტი-ძაღლი, ერთ-ერთი მათგანი ორიენტირებული იქნება გამოქვაბულების კვლევაზე და აღჭურვილი იქნება მექანიკური მკლავი-მანიპულატორი, დანარჩენი ორი კი განკუთვნილია ზედაპირზე გამოყენებისთვის. სამივე რობოტი აღჭურვილი იქნება სენსორებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც დედამიწაზე მონაცემებს რეალურ დროში გადასცემენ. 

image.jpeg 

Mars Dog-ის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ შეუძლია ფეხზე წამოდგეს, თუ მოძრაობისას დაეცემა, თანამედროვე როვერები ამგვარ შესალებლობას არ ფლობენ. ამჟამად ხდება Mars Dog-ის ტესტირება და მას ასწავლიან სხვადასხვა ისეთ დაბრკოლების გადალახვას, როგორებიც მას მარსზე შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიგზავნება Mars Dog პირველ კოსმოსურ მოგზაურობაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.