Jump to content

Zero Labs ნებისმიერ ავტომანქანას ელექტრომობილად აქცევს


Recommended Posts

image.jpeg

დღესდღეობით ევს აღარ იწვევს ის, რომ მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის. მაგრამ ყველა არ არის მზად კლასიკურ მანქანებთან განშორებისა და კომპაქტური, ჩუმი ელექტრომობილებით ჩანაცვლებისთვის. სპეციალურად მათთვის მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Zero Labs. იგი მზად არის უკვე არსებული მანქანა ელექტრო ძარაზე (შასზე) გადაიყვანოს. 

რეალურად, Zero Labs გვავაზობს მზა ელექტრო პლატფორმას, რომელზეც მხოლოდ სასურველი კორპუსის დაყენება და მართვის საშუალებების დაკავშირება არის საჭირო. კომპანიის ნამუშევარი ახდენს კლასიკური ამერიკული მანქანების, ორადგილიანი კუპეების,  4х4 მოდელებისა და პიკაპების ძარის ჩანაცვლებას. სტანდარტული კონვერსიული ნაკრებებისგან განსხვავებით, რომლებიც ახდენენ მხოლოდ ძრავის, გადაცემათა კოლოფია და საწვავის ავზის შეცვლას, Zero Labs-ის პლატფორმა ცვლის მთელ სავალ ნაწილს სამუხრუჭე სისტემის, განათებისა და ძარის ჩათვლით. 

image.jpeg 

პლატფორმა აღჭურვილია 85 ან 100 კვტ/ სთ მოცულობის ბატარეით. უფრო დიდი მოცულობის ბატარეა 375 კმ მანძლის გავლას უზრუნველყოფს, მაგრამ საბოლოო მონაცემები დიდად იქნება დამოკიდებული დამონტაჟებული კორპუსის აეროდინამიკაზე. პლატფორმის ორი ელექტროძრავ უზრუნველყოფს მანქანას შთამბეჭდავ 600 ცხენის ძალა სიმძლავრით. Zero Labs გთავაზობთ ოთხწლიან გარანტიას ძრავებსა და ბატარეებზე. ფაქტობრივად, კომპანიასთან დაკავშირებისას, მომხმარებელი ყიდულობს მზა ელექტრომობილს, თუმცა ინარჩუნებს სრულ თავისუფლებას, აირჩიოს თუ როგორი იერსახე ექნება ავტომობილს. 

Zero Labs ჯერჯერობით არ ახმაურებს პლატფორმის ღირებულებას, თუმცა ცხადია იგი იაფი არ იქნება. ამჟამად კომპანია შეკვეთებს იღებს მომდევნო წლის წარმოებისთვის. ამამად ცნობილია, რომ რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის Ford Bronco და Land Rover, უკვე Zero Labs-ის პლატფორმაზე მოქმედებს. მათი ფასი 185 ათასი აშშ დოლარიდან იწყება. 

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2LqluHE 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.