Jump to content

HPE-ის სუპერკომპიუტერი Aitken NASA-ს დაეხმარება მთვარეზე დაშვებაში


Recommended Posts

აშშ- აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) იყენებს HPE- გამოთვლითი მოწყობილობა Aitken-ს მისია Artemis-ის კომპლექსური სიმულაციების შესასრულებლად. ამ სუპერკომპიუტერ მეშვეობით უკვე მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. 

შეგახსენებთ, რომ პროექტ Artemis-ის თანახმად NASA გეგმავს ორი ასტრონავტის ჩაყვანას მთვარის სამხრეთ პოლუსის რეგიონში 2024 წელს. კოსმოსური ხომალდის გაშვება ფლორიდაში არსებული კენედის კოსმოსურ ცენტრიდან უნდა მოხდეს. NASA-ს მკვლევარებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რა მოხდება რაკეტის გაშვებისას, რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული გამწევი რაკეტისგან ამაჩქარებლის მოშორება და ა.შ. სწორედ ამ ამოცანების გადაჭრაში ეხმარება მეცნიერებს სისტემა Aitken. 

image.jpeg 

სუპერკომპიუტერი HPE- შექმნა 2019 წლის აგვისტოში. იგი განთავსებულია მოდულური სუპერკომპიუტერული ობიექტის თორმეტი კომპიუტერული ბლოკიდან პირველში. ამავდროულად, NASA და HPE მუდმივად მუშაობენ ამ კომპლექსის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე. 

”მუშაობის პირველ წელს NASA-ს სუპერკომპიუტერ Aitken-მა გამოიყენა ენერგიის მხოლოდ 16% გაგრილებისთვის, რის შედეგად დაზოგა 100 ათას აშშ დოლარზე მეტი და 1.4 მილიონი კილოვატი საათი ენერგია. 91%-ით შემცირდა წყლის მოხმარება სუპერკომპიუტერის გასაგრილებლად, რამაც შესაძლებელი გახადა დღეში 3.8 ათასი კუბური მეტრი წყლის დაზოგვა ”, - აღნიშნავს HPE. 

image.jpeg 

2021 წლის იანვარში Aitken-ის სიმძლავრე გაიზრდება HPE Apollo ნოუდების დამატების ხარჯზე, რაც დამყარებულია მეორე თაობის AMD EPYC პროცესორებზე. შედეგად  დაჩქარდება კომპლექსურ გამოთვლებ NASA-ს სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.