Jump to content

Apple ამზადებს 32-ბირთვიან პროცესორებსა და 128-ბირთვიან გრაფიკულ პროცესორებს


Magdalena

Recommended Posts

image.png

როგორც მოგეხსენებათ, გასულ თვეში Apple-მა წარადგინა M1 ჩიპი ოთხი მაღალი წარმადობის და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვით, 8-ბირთვიან რვაბირთვიან გრაფიკულ პროცესორთან ერთად. ეს ჩიპი გამოიყენება სამ პროდუქტში: MacBook Air, MacBookPro და Mac Mini. Apple-ს თანდათანობით გადააქვს თავისი პროდუქტები ARM-არქიტექტურაზე და ეტაპობრივად უარს ამბობს x86 არქიტექტურაზე, მაგრამ გააგრძელებს მის გამოყენებას შესაბამისი შემცვლელის მზადყოფნამდე.

Bloomberg-მა ამჯერად განაცხადა Apple-ის გეგმების შესახებ, რაც მოიცავს მომდევნო თაობის ჩიპების გამოშვებას ახალი პროდუქტებისთვის. სტატია დაფუძნებულია Apple-ს სამომავლო სამოქმედო გეგმის მცოდნე პირების ინფორმაციაზე, რომლებიც ანონიმურობას ინარჩუნებენ მანამ, სანამ ინფორმაცია არ გახდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.

ცნობების თანახმად Apple აჟამად აქტიურად მუშაობს ჩიპზე, რომელსაც 16-მდე მაღალი წარმადობის ბირთვი ექნება, თუმცა თავდაპირველად შესაძლოა გამოვიდეს 8 და 12-ბირთვიანი ვარიანტები. საინტერესოა, რომ მუშავდება აგრეთვე 32-ბირთვიანი ჩიპი, რომელიც უნდა გახდეს Intel-ის მაღალი დონის 28-ბირთვიანი პროცესორის მქონე დესკტოპ-სისტემების მემკვიდრე (Mac Pro). უცნობია რამდენი მცირე ბირთვი ექნება ასეთ ჩიპს, მაგრამ, როგორც ჩანს, Apple და Intel-ი უახლოეს წლებში აქტიურად ჩადებენ ინვესტიციას ჰიბრიდულ პროცესორებში. Intel-ი ამჟამად მუშაობს Alder Lake პროცესორებზე, რომლებიც ასევე დაფუძნებულია ჰიბრიდულ პროცესორებზე.

image.png

გავრცელებულ სტატიაში ასევე ნაჩვენებია Apple-ის გეგმები მაღალი ხარისხის გრაფიკული პროცესორეთან დაკავშირებით. Apple ამჟამად იყენებს AMD-ის დისკრეტულ გრაფიკას პტოპებსა და სამუშაო სადგურებში. მაგალითად, წელს კომპანიამ გამოუშვა 16-დუიმიანი Macbook Pro Navi 12 ჩიპის ბაზაზე. როგორც ჩანს, Apple მალე მონახავს ამ გადაწყვეტილების ჩანაცვლებასაც. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია მუშაობს 16- და 32-ბირთვიან გრაფიკულ ჩიპებზე. 

ასევე ვრცელდება ხმები, რომ Apple-ს შესაძლოა ჰქონდეს გრაფიკული პროცესორები საკუთარი მაღალი წარმადობის დესკტოპ-კომპიუტერებისთვის. მუშავდება 64- და 128-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორები, რომლებიც რამდენჯერმე სწრაფი უნდა იყოს AMD-სა და NVIDIA-ს იმ გრაფიკულ დაფებთან შედარებით, რომელთაც კომპანია ამჟამად იყენებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველა ზემოთხსენებული ჩიპის გამოშვება დაგეგმილია 2021-2022 წლებში.

https://bit.ly/2L89ydu

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.