Jump to content

ილონ მასკი წარმოგიდგენთ ლას-ვეგასის ქვეშ გვირაბების ქსელის მიწისქვეშა სადგურის ფოტოებს


Recommended Posts

ერთ თვეში ლონ მასკის კომპანია Boring Company გეგმავს პირველი სადგურის ამოქმედებას ლას-ვეგასის მახლობლად მდებარე მიწისქვეშა გვირაბების ქსელში. მასკმა არ განახორციელა ფუტურისტული პროექტი ვაკუუმური გვირაბებითა და კაფსულა-მატარებლებით. მისმა კომპანიამ იმოქმედა მარტივად - გათხარა გვირაბები და მაში გაუშვებს თვითმართვად ელექტრომობილ Tesla Model 3-ს.  

image.jpeg 

მიწისქვეშა სადგური ლას-ვეგასის ქვეშ. ფოტოს წყარო: Twitter Boring Company 

გვირაბების პირველი მონაკვეთის გახსნა, რომლის სიგრძე დაახლოებით 1.3 კილომეტრია და მოიცავს ორ მიწისქვეშა სადგურს, დაგეგმილი იყო CES 2021 წლისთვის, მაგრამ ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო გამოფენა ონლაინ-რეჟიმში გადაიტანეს. ნებისმიერ შემხვევაში, Boring Company პირობას დებს, რომ სამუშაოებს გეგმის მიხედვით დაასრულებს და ამის დამამტკიცებელი საბუთია ერთ-ერთი მშენებარე სადგურის ახალი ფოტო. 

ფოტო შეესაბამება მიწისქვეშა სადგურის კომპიუტერულ მოდელს, რომლის გამოსახულებაც ამ წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. როგორც კომპიუტერულ გამოსახულებაზე, ისე რეალურ სურათზე ჩანს გვირაბის ორი შესასვლელი, სადაც სხვადასხვა მიმართულებით იქნება მოძრაობა. ასევე ჩანს ესკალატორი სადგურამდე მგზავრების ჩაყვანისა და ზედაპირზე ასვლისთვის. 

image.jpeg 

მიწისქვეშა სადგურის კომპიუტერული ნიმუში. ფოტოს წყარო: Boring Company 

Boring Company-მ წელს გააცხადა, რომ გეგმავს მიწისქვეშა გვირაბის ქსელის გაფართოებას ლას-ვეგასის საკონფერენციო ცენტრის (LVCC) თავდაპირველად არეული ადგილის გარეთ, მაგალითად, ახლომდებარე კაზინოსთან. თანდათანობით, ქსელი გაფართოვდება ლას-ვეგასის ქვეშ და მოიცავს უფრო და უფრო პოპულარულ ადგილებს. Boring Company-ს სატრანსპორტო ქსელმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს როგორც ტურისტულმა ღირსშესანიშნაობამ, მაგრამ როგორც საქალაქო ტრანსპორტირების საშუალებას, მას მაალი მოთხოვნადობის მცირე შანსი აქვს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.