Jump to content

ASUS-მა წარადგინა GeForce RTX 3060 Ti დაფის ცხრა ვარიანტი


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 3060 Ti-ს ცხრა ვარიანტი სერიებში - ROG Strix, TUF Gaming, Dual და KO. ყველა ვიდეო დაფა ხელმისაწვდომია როგორც ეტალონური სიხშირეებით, ისე ქარხნული აჩქარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ASUS-ის ფლაგმანური მოდელია ROG Strix GeForce RTX 3060 Ti, რომელსაც აქვს გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით, ორმაგი BIOS-სისტემა უხმაურო და მაღალი წარმადობის მუშაობით. 

image.jpeg 

გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების მაჩვენებელია 1890 მჰც. დაფას აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ამ გრაფიკული ამაჩქარებლისთვის რეკომენდებულია კვების ბლოკი სიმძლავრით 750 ვატიდან (AMD-სა და Intel-ის ფლაგმანური პროცესორების გამოყენების გათვალისწინებით). 

image.jpeg 

image.jpeg 

GeForce RTX 3060 Ti დაფის ზომაა 318,5 × 140,1 × 57,8 მმ. პერსონალური კომპიუტერის კორპუსში იგი დაიკავებს გაფართოების 3 სლოტს. აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. 

image.jpeg 

TUF Gaming GeForce RTX 3060 Ti ვერსიის გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების სიხშირეა 1785 მჰც Boost-რეჟიმში. ამ დაფასაც აქვს გაგრილების მოზრდილი სისტემა სამი ქულერით, გათვლილია გაფართოების 2.7 სლოტზე, აქვს ასევე უხმაურო და მაღალი წარმადობის ორმაგი BIOS. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

დამატებიი კვებისთვის დაფაში გათვალისწინებულია ერთი 8-პინიანი კონექტორი. გრაფიკულ ამაჩქარებელში ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. დაფის ზომაა 301 × 143 × 54 მმ. 

image.jpeg

Dual GeForce RTX 3060 Ti და KO GeForce RTX 3060 Ti მოდელებში კომპანიამ გამოიყენა გაგრილების უფრო კომპაქტური სისტემა ორი ქულერით. პირველი მოდელის ზომა შეადგენს 269 × 136 × 52 მმ-ს, მეორისა - 275 × 135 × 54 მმ-ს. თითოეული მათგანი პერსონალური კომპიუტერის სისტემურ ბლოკში დაიკავებს გაფართოების 2.7 სლოტს. 

image.jpeg

image.jpeg

 

Dual GeForce RTX 3060 Ti ვერსიაში გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების სიხშირეა 1740 მჰც Boost-რეჟიმში, KO GeForce RTX 3060 Ti მოდელია - 1785 მჰც. 

image.jpeg

ASUS Dual GeForce RTX 3060 Ti Mini 

კომპაქტური პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვის ASUS-მა წარადგინა სპეციალური ვარიანტი ASUS Dual GeForce RTX 3060 Ti Mini. მისი განსაკუთრებული მახასიათებლები მეტად კომპაქტური გაბარიტები და გაგრილების სისტემის განსხვავებული იერსახე. ეს დაფა ორსლოტიანია. 

image.jpeg

image.jpeg

image.jpeg

 

დამატებითი კვებისთვის ზემოთხსენებული სამი მოდელი იყენებს თითო 8-პინიან კონექტორს. ვიდეო დაფებს აქვს ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. 

წარმოდგენილ ყველა ვერსიას გააჩნია RGB-განათება, რომლის მართვა შესაძებელია საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით - ASUS Aura. კომპანიას ახალი ვიდეო დაფების ფასები არ გაუხმაურებია. რესურს Notebook Check-ის აზრით, მთელი GeForce RTX 30xx სერიის ვიდეო დაფების დეფიციტის ფონზე, ASUS-ის მიერ წარმოდგენილი ახალი დაფების ფასი დიდი ალბათობით 60%-ით მაღალი იქნება ეტალონური GeForce RTX 3060 Ti ვერსიის სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელს NVIDIA 399 აშშ დოლარად აფასებს. 

Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის ნავიზე ქონდა ბევრს შიში რომ მაინინგში სახეს აძრობსო 3000 სერიის ნვიდიას კარტებს, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა მთლათ ეგრეც არ ყოფილა და შეიძლება უფრო მეტი ვოლტებიც უნდოდეს ნავიზე ბიოსის გადაფლეშვის გარეშე ვიდრე ეგ ნვიდიაზე ჭირდება tdp 60-70%-ზე, მაგ კარტას იგივე ეთერეუმის ალგოზე ლამის 60მბ/სეკ დადება შეძლებია, ანუ rtx2080tI მძლავრი ყოფილა თუ რამეს არ იტყუებიან ისევე, ძალიან მაგრა რაზგონდებაო რამი 1000-1200mhz და მაგის ხარჯზე ლამის 3070 უტოლდება მაგ ალგოში, 8გბ vram კი სავსებით საკმარისია მაგ ალგოზე სამაინინგოთ, თუ ძალიან გაიწელა 3070 გაიაფება პირველ ჯერზე შეიძლება ეგ კარტა ავიღო შემდეგი წლისთვის, დაველოდები ჯერ კიდევ, სხვაობა თუ მცირეა ეგეც მეყოფა, 3070tI წესით კარგი პონტი უნდა იყოს ეთერეუმზე, შეიძლება 6800xt არანაკლები ჰეშრეიტი დადოს gddr6x 10GB vram, მეორე ვერსიაც გამოდისო gddr6 16GB vram უფრო იაფიანი, ანუ 3gbps სხვაობა მაინც ახდენს vram ფასზე საკმაო გავლენას + კუდა ბირთვები 10gb უფრო მეტი ექნებაო და ეგეც მოქმედებს კიდე წარმადობაზე, ეგ კარტაც ლამის 80მჰ/სეკ მიუახლოვდება ალბათ დაგერ ჰაშიმოტოს ალგოზე, ნუ 10გბ რახან მაგ ალგოზე vram მეტათ გამტარობა უფრო მეტს წყვიტავს ვიდრე გაორმაგებული vram

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.