Magdalena Posted December 5, 2020 Share Posted December 5, 2020 კომპანია ASUS-მა წარადგინა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 3060 Ti-ს ცხრა ვარიანტი სერიებში - ROG Strix, TUF Gaming, Dual და KO. ყველა ვიდეო დაფა ხელმისაწვდომია როგორც ეტალონური სიხშირეებით, ისე ქარხნული აჩქარებით. ფოტოს წყარო: ASUS ASUS-ის ფლაგმანური მოდელია ROG Strix GeForce RTX 3060 Ti, რომელსაც აქვს გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით, ორმაგი BIOS-სისტემა უხმაურო და მაღალი წარმადობის მუშაობით. გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების მაჩვენებელია 1890 მჰც. დაფას აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. ამ გრაფიკული ამაჩქარებლისთვის რეკომენდებულია კვების ბლოკი სიმძლავრით 750 ვატიდან (AMD-სა და Intel-ის ფლაგმანური პროცესორების გამოყენების გათვალისწინებით). GeForce RTX 3060 Ti დაფის ზომაა 318,5 × 140,1 × 57,8 მმ. პერსონალური კომპიუტერის კორპუსში იგი დაიკავებს გაფართოების 3 სლოტს. აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. TUF Gaming GeForce RTX 3060 Ti ვერსიის გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების სიხშირეა 1785 მჰც Boost-რეჟიმში. ამ დაფასაც აქვს გაგრილების მოზრდილი სისტემა სამი ქულერით, გათვლილია გაფართოების 2.7 სლოტზე, აქვს ასევე უხმაურო და მაღალი წარმადობის ორმაგი BIOS. დამატებითი კვებისთვის დაფაში გათვალისწინებულია ერთი 8-პინიანი კონექტორი. გრაფიკულ ამაჩქარებელში ხელმისაწვდომია ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. დაფის ზომაა 301 × 143 × 54 მმ. Dual GeForce RTX 3060 Ti და KO GeForce RTX 3060 Ti მოდელებში კომპანიამ გამოიყენა გაგრილების უფრო კომპაქტური სისტემა ორი ქულერით. პირველი მოდელის ზომა შეადგენს 269 × 136 × 52 მმ-ს, მეორისა - 275 × 135 × 54 მმ-ს. თითოეული მათგანი პერსონალური კომპიუტერის სისტემურ ბლოკში დაიკავებს გაფართოების 2.7 სლოტს. Dual GeForce RTX 3060 Ti ვერსიაში გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარების სიხშირეა 1740 მჰც Boost-რეჟიმში, KO GeForce RTX 3060 Ti მოდელისა - 1785 მჰც. ASUS Dual GeForce RTX 3060 Ti Mini კომპაქტური პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვის ASUS-მა წარადგინა სპეციალური ვარიანტი ASUS Dual GeForce RTX 3060 Ti Mini. მისი განსაკუთრებული მახასიათებლებია მეტად კომპაქტური გაბარიტები და გაგრილების სისტემის განსხვავებული იერსახე. ეს დაფა ორსლოტიანია. დამატებითი კვებისთვის ზემოთხსენებული სამი მოდელი იყენებს თითო 8-პინიან კონექტორს. ვიდეო დაფებს აქვს ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4a. წარმოდგენილ ყველა ვერსიას გააჩნია RGB-განათება, რომლის მართვა შესაძლებელია საფირმო პროგრამული უზრუნველყოფით - ASUS Aura. კომპანიას ახალი ვიდეო დაფების ფასები არ გაუხმაურებია. რესურს Notebook Check-ის აზრით, მთელი GeForce RTX 30xx სერიის ვიდეო დაფების დეფიციტის ფონზე, ASUS-ის მიერ წარმოდგენილი ახალი დაფების ფასი დიდი ალბათობით 60%-ით მაღალი იქნება ეტალონური GeForce RTX 3060 Ti ვერსიის სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელს NVIDIA 399 აშშ დოლარად აფასებს. https://bit.ly/3mFd1yj Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 5, 2020 Share Posted December 5, 2020 სხვათაშორის ნავიზე ქონდა ბევრს შიში რომ მაინინგში სახეს აძრობსო 3000 სერიის ნვიდიას კარტებს, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა მთლათ ეგრეც არ ყოფილა და შეიძლება უფრო მეტი ვოლტებიც უნდოდეს ნავიზე ბიოსის გადაფლეშვის გარეშე ვიდრე ეგ ნვიდიაზე ჭირდება tdp 60-70%-ზე, მაგ კარტას იგივე ეთერეუმის ალგოზე ლამის 60მბ/სეკ დადება შეძლებია, ანუ rtx2080tI მძლავრი ყოფილა თუ რამეს არ იტყუებიან ისევე, ძალიან მაგრა რაზგონდებაო რამი 1000-1200mhz და მაგის ხარჯზე ლამის 3070 უტოლდება მაგ ალგოში, 8გბ vram კი სავსებით საკმარისია მაგ ალგოზე სამაინინგოთ, თუ ძალიან გაიწელა 3070 გაიაფება პირველ ჯერზე შეიძლება ეგ კარტა ავიღო შემდეგი წლისთვის, დაველოდები ჯერ კიდევ, სხვაობა თუ მცირეა ეგეც მეყოფა, 3070tI წესით კარგი პონტი უნდა იყოს ეთერეუმზე, შეიძლება 6800xt არანაკლები ჰეშრეიტი დადოს gddr6x 10GB vram, მეორე ვერსიაც გამოდისო gddr6 16GB vram უფრო იაფიანი, ანუ 3gbps სხვაობა მაინც ახდენს vram ფასზე საკმაო გავლენას + კუდა ბირთვები 10gb უფრო მეტი ექნებაო და ეგეც მოქმედებს კიდე წარმადობაზე, ეგ კარტაც ლამის 80მჰ/სეკ მიუახლოვდება ალბათ დაგერ ჰაშიმოტოს ალგოზე, ნუ 10გბ რახან მაგ ალგოზე vram მეტათ გამტარობა უფრო მეტს წყვიტავს ვიდრე გაორმაგებული vram Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.