Jump to content

Hyundai-ს სურს იყიდოს რობო-ძაღლი Spot და „ფეხით მოსიარულე“ ავტომობილი დაამზადოს


Recommended Posts

image.jpeg

კომპანია Boston Dynamics, რომელიც ცნობილია თავისი ფანტასტიკური რობოტებით, კიდევ ერთხელ იცვლის მფლობელს. Bloomberg იუწყება, რომ კომპანიის ამჟამინდელი მფლობელ Softbank-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სამხრეთკორეულ ავტომობილების მწარმოებელ Hyundai-სთან. გარიგების ოდენობამ შეიძლება 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს, ამასთან კორეელებს რობოტები კი არა, მათი უნიკალური ფეხები სჭირდებათ. 

ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს, მაგრამ მედიამ უკვე ააგო თანმიმდევრული თეორია იმის შესახებ, თუ რა ხდება. ერთი წლის წინ, ლას-ვეგასში Consumer Electronics Show-ზე Hyundai-ს წარმომადგენლებმა მსოფლიოს აჩვენეს Elevate - კონცეპტუალური მანქანა, რომელსაც არამარტო მართვა, არამედ „ფეხებით სიარულიც“ შეუძლია. საკვანძო სიტყვაა "კონცეფცია", რადგან კორეელებს ამჟამად არ აქვთ საავტომობილო „კიდურების“ ტექნოლოგია. Boston Dynamics-ის ინჟინრებმა კი ეს დიდი ხნის წინ და ძალიან მაღალ დონეზე გამოიყენეს თავიანთ რობოტებში. 

რა თქმა უნდა, პატარა რობოტ ძაღლ Spot-ის ფეხების მიმაგრება მარტივად შეუძლებელია თუნდაც ერთადგილიან ავტომობილზე. ამავე დროს Hyundai-ს ვიცე-პრეზინდეტმა ჯონ სუმ რეკლამა გაუკეთა არა ექსპერიმენტალურ მორბენალ ტრანსპორტს, არამედ უკიდურესად სასარგებლო უნივერსალურ მანქანას, რომელიც მეტად გამოსადეგი იქნება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მიწისძვრის, ცუნამის ან სხვა სახის კატასტროფის შემდეგ მაშველებს მოუწევთ გადაადგილდნენ ნამსხვრევებით მოფენილ ადგილებში. Elevate-მა უნდა გადააბიჯოს ორმოებს და ავიდეს 1.5 მეტრიან კედლებზე - სწორედ ასეთ დროს გამოდგება Hyundai და Boston Dynamics თავიანთი ტექნოლოგიებით. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.