Magdalena Posted December 3, 2020 Posted December 3, 2020 პანდემიის გამო ინდუსტრიული კონფერენციების ონლაინ ფორმატში გადატანამ გარკვეულწილად გაამარტივა მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელების მონაწილეობა, რადგან მათ აღარ სჭირდებათ ფიზიკური გადაადგილება ღონისძიებაზე დასასწრებად - უბრალოდ უნდა გამონახონ თავისუფალი დრო ვიდეოს საშუალებით კომუნიკაციისთვის. AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ შეძლო კონფერენცია Credit Suisse-ზე ამ ფორმატში საუბარი. მან ისაუბრა დესკტოპ-სეგმენტში Zen 3 არქიტექტურის მქონე პროცესორების წარმატებაზე და განაცხადა, რომ მალე მათ შეუერთდება მობილური და სერვერული მოდელები. ხსენებული თანმიმდევრობით თუ ვიმსჯელებთ, პირველი კვარტალის დასაწყისში გამოვა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Ryzen პროცესორები Zen 3 არქიტექტურით, სერვერული EPYC Milan თაობის პროცესორები კი წარდგენილ იქნება ოდნავ მოგვიანებით. ლიზა სუმ აღნიშნა, რომ AMD-ის მობილური პლატფორმა Zen 3 არქიტექტურაზე სწორედ 2021 წელს გადავა. ამავე დროს, AMD-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2021 წელს კომპანია წარადგენს რამდენიმე ახალ დესკტოპ-პლატფორმას. სავარუდოდ, არა მხოლოდ ახალი თაობის Ryzen Threadripper პროცესორების, არამედ AMD-ის ჰიბრიდული პროცესორების ახალი თაობის სამომავლო წარდგენა შეიძლება მოიაზრებოდეს ამ მრავალფეროვნებაში. https://bit.ly/3fRxgpT Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.