Jump to content

SEC-ის ხელმძღვანელმა გააზიარა თავისი მოსაზრება Bitcoin-ის ზრდის მიზეზების შესახებ


Recommended Posts

image.jpeg

აშშ- ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირველი კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი ემყარება ამჟამინდელი გადახდის სისტემების არაეფექტურობას”. 

ოფიციალურმა პირმა, რომელიც თანამდებობას დეკემბრიდან ტოვებს, დაადასტურა პოზიცია, რომ Bitcoin-ი არ არის ფასიანი ქაღალდი, თუმცა ის შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც დაგროვებისა და ანგარიშსწორების საშუალება. 

კლეიტონის თავმჯდომარეობის პერიოდში SEC-მა ცხრაჯერ მიიღო ნეგატიური გადაწყვეტილებები პირველი კრიპტოვალუტის საფუძველზე ETF-ის შექმნის შესახებ არსებულ განაცხადებან მიმართებაში. 

”მე მჯერა, რომ Bitcoin-ი უფრო მომწიფდება და ჩვენ უფრო მეტ რეგულირებას დავინახავთ მისი საანგარიშსწორებო ფუნქციების კუთხით,” - თქვა მან. 

კლეიტონის თქმით, ეს უკანასკნელი გახდება აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურისა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის აღსრულების ქსელის (FinCEN) ამოცანა, ვინაიდან SEC-ს სხვა დავალება აქვს. 

მან გაიხსენა, რომ SEC არეგულირებს სიტუაციებს, როდესაც ციფრული აქტივები გამოიყენება თანხების მოსაზიდად. მაგალითად, კომისია ხშირად განმარტავდა ICO-ს, როგორც არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. 

კლეიტონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო მზადაა განიხილოს ტოკენიზებული ETF-ების შექმნის შესაძლებლობა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ CFTC-ის ყოფილი ხელმძღვანელი Harry Hansler უხელმძღვანელებს ჯო ბაიდენის ფინანსური პოლიტიკის გარდამავალ გუნდს. ის იქნება იმ გუნდის წევრი, რომელიც შეაფასებს ფედერალური სარეზერვო სისტემის, ასევე ისეთი საბანკო და ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების მუშაობას, როგორიცაა SEC. 

 

Link to comment
Share on other sites

დროებით შეჩერდა ბოლო 3-4 დღეა ბიტკოინის ზრდა, იმის შემდეგ რაც 18900$ ავიდა კურსი და ვერ გაცდენ 19000$ ზღვარს, შეცვალეს ტაქტიკა და დაშორტვები წავიდა სერიოზული, ზატო ეთერეუმმა აიწყვიტა უბედურათ, ეგეთი ტემპებით 800$ ავლენ ალბათ ბიტკოინი სანამ გაცდება იგივე 20000$ თუნდაც, რახან 3 დღეში 484$-ან 610$ ავიდნენ დღეს უკვე,გავუშვი კარგი პრიბილის შანსები ისევე, რაღაც ბოლო პერიოდში აღარ მიმართლებს საერთოდ რაც ავედი 5000$ მაგის შემდეგ და ჩადებული თანხა ამოვიღე, არა მინუსებში არ მივდივარ, მაგრამ 7000$+ უნდა ავსულიყავი და ისევ 5000$ ვარ გაჭედილი, ნუ ტაქტიკა არ შევცვალე დროულათ და მაგიტომ, ტრენდი სულ იცვლება ვერ გაარტყამ ნორმალურს ხან დაშორტვა მიდის, ხან ბიტკოინს წევენ სერიოზულათ, ეხლა ალტკოინებზე გადაინაცვლეს, აი ჯამური კაპიტალიზაცია კი იზრდება და უკვე 550$ მილიარდს გაცდა, 800$ მილიარდი კი ეგ უკვე 30000$ ბიტკოინის მაჩვენებლებია ლამის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.