Jump to content

Microsoft-ი შეუთანხმდა Intel-ს, AMD-სა და Qualcomm-ს - ააგოს სამომავლო კომპიუტერები საკუთარ უსაფრთხოების ჩიპზე


Magdalena

Recommended Posts

კორპორაცია Microsoft-მა წარადგინა აპარატული გადაწყვეტილება, რომელიც განკუვნილია Window-ის მართვის ქვეშ არსებული სამომავლო კომპიუტერების დაცვისთვის. საუბარია სისტემა Microsoft Pluton-ზე, რომელიც ინტეგრირდება პროცესორში და წარმოადგენს ამჟამა გამოყენებულ, პროცესორისგან განცალკევებულ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოდულ Trusted Platform Module-ის (TPM) ჩამნაცვლებელ გადაწყვეტილებას. 

image.jpeg 

ბოლო ორი წლის განმავლობაში მიკროსქემების ზოგ დიდ მწარმოებელს შეექმნა აპარატული დაუცველობის პრობლემა მათ მიერ გამოშვებულ ჩიპებში, ისეთები როგორიცაა Meltdown და Spectre. მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერებმა გამოასწორეს სახიფათო სისუსტეები, მათ მოუწიათ მიკროსქემების უსაფრხოების უზრუნველყოფისადმი მიდგომის გადახედვა. 

მჯერად წარდგენილ იქნა უსაფრხოების ახალი პროცესორი Pluton, რომელიც გახლავთ Microsoft-ის, AMD-ის, Intel-ისა და Qualcomm-ის ერთობლივი ქმნილება და ჩაშენდება ხსენებული სამი კომპანიის პროცესორებში. არსებული მონაცემების თანახმად, Microsoft-ის უსაფრთხოების ახალი სისტემა საიმედოდ იცავს მოწყობილობას გატეხვისგან როგორც ჰაკერის მიერ სისტემაზე ფიზიკური წვდომის შემთხვევაში, ასევე სხვადასხვა სახის სისუსტით სარგებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების დროს. დეველოპერები აცხადებენ, რომ Intel-ის, AMD-ისა და Qualcomm-ის სამომავლო პროცესორებში სისტემის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გაურთულებს საქმეს ჰაკერებს, რომლებიც მიზნად ისახავენ დაუცველბის გამოყენებას დაშიფვრის გასაღებების, ექაუნთების და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ამოღებას Windows-სისტემებიდან. 

Pluton-არქიტექტურის მქონე კომპიუტერები საწყის ეპატზე მოახდენენ TPM-ის ემულირებას უკვე არსებულ TPM და API-ინტერფესების მახასიაებლებთან თავსებადობის უზრუნველყოფისთვის. ამგვარი მიდგომა მომხარებლებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაიწყონ Windows-ის გაზრდილი უსაფრხოების ფუნქციებით სარგებლობა, რომელაც საფუძვლად ედება TPM. Pluton-ზე დაფუძნებული მოწყობილობები, რომლებიც Windows-ზე მუშაობენ, გამოიყენებენ უსაფრთხოების თანაპროცესორს საიდენტიფიკაციო მონაცემების, მომხმარებლის პირადი ინფორმაციის, დაშიფვრის გასაღებების და სხვა კონფიდენციალური  ინფორმაციის დასაცავად. 

image.jpeg 

Microsoft-მა განაცხადა, რომ Pluton პირველად გამოჩნდა Xbox One-ში 2013 წელს, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა კონსოლის დაჰაკვის მცდელობები. სისტემა საქმიანობას გაურთულებს პერსონალური კომპიუტერების „მეკობრეებსაც“. მოგვიანებით უსაფრხოების ჩიპი გამოყენებულ იქნა სრვისში - Microsoft Azure Sphere ინტერნეტ-ნივების დაცვის მიზნით. ამჟამად იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტექნოლოგია გამოყენებულ იქნას Windows 10-ზე მოქმედი ახალი მოწყობილობების გაუმჯობესების მიზნით. 

Microsoft-ის, AMD-ის, Intel-ის და Qualcomm-ის ერთობლივი საქმიანობის შედეგად Pluton-ის განახლებები წარმოდგენილი იქნება პლატფორმა Windows-ის რეგულარულ განახლებებან ერად. უზრუნველყოფილ უნდა იქნას Pluton-ის მაქსიმალური გავრცელება დიდი რაოდენობით ახალ სისტემებშიც. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩამონტაჟებული უსაფრთხოების პროცესორები, როგორიცაა Pluton, წარმოადგენს კომპიუტერის მომავალს. Pluton-ის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ უფრო უსაფრთხო საფუძველი ინტელექტუალური პერიფერიული მოწყობილობებსა და ქლაუდისთვის. გავავრცელოთ ნდობის ეს დონე მთელი მსოფლიოს მოწყობილობებზე“ - ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.