Jump to content

მოსაზრება: ხელისუფლება Bitcoin-ს ჩაახშობს მანამ, სანამ იგი თავის პოტენციალს გამოავლენს


Recommended Posts

image.jpeg

მილიარდერი და საინვესტიციო კომპანი Bridgewater Associates-ის დაფუძნებლის, Ray Dalio-ს აზრით ხელისუფლებები უკანონოდ გამოაცხადებენ Bitcoin-ს, თუ მისი წარმატება ძალიან დიდი იქნება. 

Yahoo! Finance-თან ინტერვიუში დალიომ კვლავ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება Bitcoin-ის პერსპექტივებში და უპირატესობას ოქროს ანიჭებს. 

თუ Bitcoin-ი მართლაც მნიშვნელოვანი გახდება, ხელისუფლება აკრძალავს მას. ისინი მას უკანონოდ გამოაცხადებენ და გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. ისინი იტყვიან: ”თქვენ ვერ განახორციელებთ გარიგებებს Bitcoin-ით, ვერ გექნებათ Bitcoin-ი”. ამის შემდეგ დაიწყებთ ფიქრს: ”არის ეს დანაშაული? მომიწევს კანონის დარღვევა? ” 

დალიომ გაიხსენა, რომ წარსულში ხელისუფლებამ უკვე აკრძალა ოქრო, რომლის ერთადერთ ნაკლი მიიჩნიეს, რომ ის შეიძლებოდა გამოყენებულიყო, როგორც დაგროვების საშუალება. 

მირჩევნია თუ არა Bitcoin- ოქროს არა. ოქრო იქნება ინსტრუმენტი, რომელსაც ცენტრალური ბანკები და მთავრობები აირჩევენ, როგორც ჩვეულებრივი ფულის ალტერნატივა, ”- განაცხადა მან. 

პირველი კრიპტოვალუტის გზაზე მილიარდერი სხვა დაბრკოლებებსაც ხედავს, მათ შორის არასტაბილურობას. 

„დღესდღეობით ვერ ავიღებ Bitcoin-ს და უპრობლემოდ ვერ ვიყიდი რაიმეს. იგი მეტისმეტა არასტაბილურია იმისთვის, რომ გახდეს დაგროვების საშუალება. ამავე მიზეზით ვერ მოხდება მისი, როგორც გადახდის საშუალების გამოყენება. 

დალიო ელის, რომ ციფრული ვალუტების პოპულარობის ზრდასთან ერთა ფიატის ტოკენიზებული ვერსიები ჩაანაცვლებს სტანდარტულ კრიპტოაქტივებს. 

არსებობს Bitcoin-ის მსგავსი ვალუტები, არსებობს ალტერნატიული ვალუტები მოთხოვნა-მიწოდებისა და დაგროვების საშუალების თვალთახედვით. მაგრამ ასევე არსებობს ციფრული ვალუტები - დოლარის, ევროს, ჩინური იუანის ციფრული ვერსიები. ვფიქრობ, მათ უფრო მეტად ვიხილავთ“ - განაცხადა დალიომ. 

 

Link to comment
Share on other sites

მე პირადათ მაინც ეჭვი მეპარება რომ ლაიტკოინის და ბიტკოინის ეგეთი ზრდა მარტო პეიპალზე მაგ კოინების დამატებითაა გამოწვეული, ეგ უბრალოთ დამთხვევა იყო მგონი, ვეილსებიც აქტიურობენ, კორპორაციული ინვესტორებიც ბოლო თვეებში და თვითონ მელკი და საშვალო სიდიდის ტრეიდერებიც, ამიტომ მასე რეზკათ იზრდება ფასი და ჯერ არ აპირებს გაჩერებას, ეგ ყველაფერი ეთერეუმის 487$-მდე ასვლით დაიწყო აგვისტოს ბოლოს, პირველათ ეგ კოინი აწიეს ეგრე მაღლა, თუმცა მაგის შემდეგ საკმაოთ შეჩერდა ზრდა, მაგრამ მაინც 477$-მდე დღესაც ავიდა უკვე, ეგ ცოტაა 17100$ ბიტკოინის ფონზე მაგრამ შეიძლება მოგვიანებით ისევ სერიოზულათ გაზარდონ და უკვე 487$ კი არა და 600$+  მაინც გაიზარდოს ეგ პოპულარული ალტკოინიც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.