Jump to content

PlanB: ეჭვგარეშეა, Bitcoin-ის ფასი მიაღწევს 100 ათას - 288 ათას აშშ დოლარს 2021 წლის დეკემბერში


Recommended Posts

image.jpeg

პოპულარულმა ბლოგერმა PlanB-მ დაადასტურა, რომ კვლავ სჯერა თავისი პროგნოზის - პირველი კრიპტოვალუტის ფასი მიაღწევს 100 ათას - 288 აას აშშ დოლარს 2021 წლის დეკემბერში. მან იპოვა დამატებითი მტკიცებულება მონეტების შემოავაზების შემცირების შესახებ, რაც შეესაბამება Stock-to-Flow (S2F) მოდელს მისი მოლოდინის თანახმად. 

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ბაზრის კორექციის პერიოდებში შეინიშნება, როგორ იკრებენ Bitcoin-ვეშაპები ასეულობით 0,01 BTC-ს „სუსტი ხელებისგან“. სამომავლოდ უფრო მსხვილ ფორმებში მონეტები „ქრება“ ცივ საფულეებში. 

S2F გამოიყენება აქტივის დეფიციტურობის ან სიარბის დასადგენად და გამოითვლება როგორც მისი მიმდინარე შემოთავაზება - გაყოფილი ახალი ემისიით განსაზღვრული დროის პერიოდისთვის. 

S2F მოდელის თანახმად, გრძელვადიანი შენახვისთვის Bitcoin-ების საფულეებში გადატანა იწვევს მათი გაყიდვების შემცირებას. ეს განსაკუთრებით ეხება ჰალვინგის შემდგომ პერიოდს, რაც იწვევს მიწოდების შოკს და პროვოცირებს ხარულ ბაზარს შემდეგი 18-20 თვის განმავლობაში. ამგვარი მოვლენა დამახასიათებელი იყო 2012 და 2016 წლებში მაინერების ჯილდოს პირველი და მეორე განახევრების შემთხვევაში. 

PlanB-ს შეფასებით, Bitcoin-ის დინამიკა 2020 წლის მაისის მესამე ჰალვინგის შემდგომ ადასტურებს მის სიმართლეს და პროგნოზის მიხედვით მიდის. ნახევარი წლის შემდეგ კრიპტოვალუტის ფასი მიუახლოვდა 16 ათას აშშ დოლარიან დონეს - მოიმატა თითქმის 80%-ით. 

image.png 

S2F მოდელის თანახმად დასაშვებია, რომ ჰალვინგიდან 9 თვის შემდეგ მონეტების მფლობელთა 100% მოგებაში იქნება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მიწოდების ზრდა, რომელიც მოთხოვნას შთანთქამს. სამომავლოდ, ახალი მოთხოვნის გაჩენის პირობებში ტრეიდერები შეიძლება არ დაბრუნდნენ ბაზარზე მომდევნო რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, რაც ზრდის ახალ დაჩქარებას გამოიწვევს. 

Link to comment
Share on other sites

მეეჭვება მაგდენზე რომ ააგდონ, მაგრამ ეხლა ბევრათ უფრო რეალურია მაინც 20000$ გაცდენა მინიმუმ და მაქსიმუმ 30000$ ასვლა, მანამდე არც ეგ იყო ადვილი მისაღწევი, ეხლა რასაც ვუყურებ უფრო რეალურათ მეჩვენება, მაგრამ ძალზე ეოფორიაში ჩავარდნა არ ღირს, ჯობია უცბათ დაახურდავო თუ პლიუსში გადიხარ სწრაფი ვარდნა თუ დაიწყო, ბევრი დაცდა აღარ ღირს უკვე კურსი როდის შემოტრიალდება , ეგ შეიძლება აღარ მოხდეს და როგორც ზრდიდენ ისევე სწრაფად დააგდონ რამდენიმე ათასით მაინც კურსი მოგვიანებით, ეთერეუმს რაც შეეხება ეგ კოინი წელს 487$ ავიდა უკვე, ეხლა უბრალოთ ნელი ტემპებით მიყვება უკან ბიტკოინს, ამიტომ eth-btc საკმაოთ დაეცა, ეგრე ყოველთვის შეიძლება არ გაგრძელდეს, თუ დაატორმუზა ბიტკოინმა მერე შეიძლება ეთერეუმს მიაწვნენ ისევე, იყო ეგეთი მომენტი უკვე ივლის-აგვისტოში და შეიძლება შემდეგ წელიწადს კიდე განმეორდეს რამდენიმე თვით, ამიტომ ვისაც ეთერეუმი აქვს და არა ბიტკოინი ძალიან ნუ ჩამოყრის ყურებს, მოვა ეთერეუმის დროს რამდენიმე თვის შემდეგ მაინც, 800$ ეგეც ავიდეს მინიმუმ შეიძლება შემდეგი წლისთვის, გამორიცხული არაფერია, ყველაფერი ბიტკოინის კურსზე იქნება მაინც დამოკიდებული

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.