Jump to content

ახალი ანტიმონოპოლიური სარჩელი Facebook-ის წინაღმდეგ სასამართლოში თვის ბოლომდე შევა


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) ემზადება, რომ სასამართლოში შეიტანოს ახალი ანტიმონოპოლიური სარჩელი კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ. აღინიშნება, რომ დავა ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის შესახებ დაიწყება მიმდინარე თვის ბოლომდე, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო იგი შესაძლოა დიდხანს გაიწელოს. 

image.jpeg 

ოფიციალური პირები, როგორც ცნობილია, ემხრობიან „შიდა საქმეს“, რომლის განხილვით უნდა დაკავდეს ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლე ნაცვლად იმისა, რომ პროცესზე მოზიდულნი იყვნენ სხვადასხვა შტატის მოსამართლეები. მიიჩნევა, რომ ამგვარი მიდგომა გაზრდის მოსარჩელეების მიერ პროცესის მოგების შანსს, თუმცა ამავე დროს თავად პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელი გაჭიანურდეს. 

მოსალოდნელია, რომ სარჩელში, რომელსაც უკვე დიდი ხანია ამზადებს ფედერალური სავაჭრო კომისია, Facebook-ს ბრალი ედება სხვა კომპანიების შთანთქმა და მონაცემებზე კონტროლის გამოყენება კონკურენტებზე ზეწოლის მიზნით. ამ საქმის განხილვის შედეგების საფუძველზე სასამართლომ შესალოა არ გასცეს ბრძანება Instagram-ის ან WhatsApp-ის განცალკევების შესახებ, თუმცა ეს ვარიანტი არ არის გამორიცხული. 

უნდა აღინიშნოს, რომ ცნობები Facebook-ის წინააღმდეგ ახალი ანტიმონოპოლიური სარჩელის შესახებ გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ამერიკული ხელისუფლება დიდი ძალისხმევით ცდილობს სხვა ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობის შესწავლას: ამგავრი მუშაობის მაგალიად შეგვილია გავიხსენოთ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცოტა ხნის წინანდელი სარჩელი Google-ის წინააღმდეგ. 

თუმცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გაურკვეველია როგორ გაგრძელდება ანტიმონოპოლიური კანონდარღვევის ძიება Facebook-ის წინააღმდეგ. ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაძლოა ცვლილებები შევიდეს ფედერალურ სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელობაში, რაც გავლენას მოახდენს Facebook-ისა და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების საქმის განხილვისადმი მიდგომაზე. 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...