Jump to content

Bitmain-მა წარადგინა ახალი ტიპის მაინინგ-აღჭურვილობა


Recommended Posts

კომპანია Bitmain-მა დააანონსა მაინინგისთვის განკუთვნილი ახალი, მოდულური ტიპის აღჭურვილობის გამოშვება, რომელიც ორიენტირებული იქნება კრიპტოვალუტების მოპოვების მსხვილმასშტაბიან ოპერაციებზე. 

image.png 

მოდული AntRack მოიცავს: სერვერულ სადგამს, კომუტატორს, ოთხ სერვერს, მართვის მთავარ პანელს და თხევადი გაგრილების სისტემას. მოწყობილობის მთავარი კომპონენტებია ჰეშ-ფუნქციის გამომთვლელი დაფა, მართვის პანელი, კვების ბლოკი და ქულერები - შესაძლებელია ყოველი მათგანის „ცხელი შეცვლა“. 

Bitmain-ი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი მოდულური მიდგომა ამცირებს მოწყობილობის შეჩერების დროს. გამარტივებული და გაიაფებულია მომდევნო განახლება - საკმარისი იქნება მოწყობილობაში შეიცვალოს ჰეშ-დაფა ჩიპების ნაკრებით ამჟამინდელი 7-ნანომეტრიანიდან 5-ნანომეტრიანზე და ა.შ. 

მუშაობის დაწყებისას აუცილებელია ჩაირთოს სამფაზიანი კვება, ქსელის სადენი და თხევადი გაგრილების input/output. 

კომპანიამ გაითვალისწინა გადაწყვეტილება მონობლოკი ANTBOX მონაცემთა ცენტრებისთვის, რომელიც შემდგარი იქნება ათი AntRack-ისგან. 

უნდა აღინიშნოს, რომ Bitmain-ის დამფუძნებლების კონფლიქტი კვლავ გრძელდება: კოფერენციაზე, სადაც ახალი მოწყობილობა წარადგინეს, დამფუძნებლებს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა მოუწევდათ. როგორც აღმოჩნდა, მათ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

image.png 

ხსენებულ სამიტზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 5-ნანომეტრიან ჩიპებზე არსებული მოწყობილობა ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში და უახლოეს დროში არ გამოვა. 

ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიკრი ჩანის ძველი განცხადების თანახმად 5-ნანომეტრიანი მაინერების მიწოდება 2021 წლის იანვარში უნდა დაიწყოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.