Jump to content

AMD-ის გრაფიკა RDNA 2 არქიტექტურით შესაძლოა Tesla-მობილებში ჩამონტაჟდეს


Recommended Posts

2017 წელს გავრცელდა ხმები Tesla-სა და AMD-ის თანამშრომლობის შესახებ. იმ დროს Tesla-სთვის განკუთვნილი პროცესორების წარმოებით დაკავებული იყო Jim Keller, რომელიც მაშნ AMD-დან წავიდა, თუმცა Intel-ში ჯერ გადასული არ იყო. მოგვიანებით Tesla-მ წარადგინა საკუთარი წარმოების ნეირონული პროცესორი, რომელიც ამჟამად NVIDIA-ს კომპონენტების ნაცვლად გამოიყენება. 

რადგანაც Tesla-ს კომპონენტების შექმნის ისტორია მოიცავს Intel-საც და NVIDIA-საც, კომპანიას მხოლოდ AMD-ღა აკლდა და, როგორც ამჟამად გერმანელი დეველოპერები აცხადებენ, AMD Navi 23 გრაფიკულმა პროცესორებმა შესაძოა გამოყენება ჰპოვონ Tesla-ს ელექტრომობილების ბორტ-სისტემებში. 

image.jpeg 

დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ცხადია, რომ ავტოპილოტირების რეალიზაციისთვის ამგვარი ჩიპები Tesla-ს არ სჭირდება. სამაგიეროდ ისინი გამოდგება ინტერფეისის ელემენტების ვიზუალიზაციისთვის ბორტის მულტიმედია სისტემებში. არ არის გამორიცხული, რომ Tesla-სა და NVIDIA-ს ურთიერთობები გარკვეულწილად განელდა. ასევე შესაძლოა, რომ TSMC-ს არ შეუძლია გამოუშვას NVIDIA-ს საკმარისი ჩიპები და ასეთ შემთხვევაში AMD და Tesla წარმოადგენდნენ ალტერნატივას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.