Magdalena Posted November 7, 2020 Share Posted November 7, 2020 გუშინდელი სავაჭრო სესიის პირობებში Bitcoin-ის ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა და მიაღწია 15 233 აშშ დოლარიან ნიშნულს. ბოლო ჯერზე ერთი Bitcoin-ის ფასმა 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა 2018 წლის იანვარში. 2020 წელს პირველი კრიპტოვალუტის ფასი რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ჯამში წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერთი Bitcoin-ის ფასი დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. ამჟამად მიმდინარე სწრაფი ზრდა განპირობებულია მსოფლიო მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების უპრეცედენტო სტიმულირებით კორონავირუსის პანდემიის დროს. ინსაიდერების აზრით, ამგვარი სტიმულირების შედეგად კრიპტოვალუტა ხდება უფრო მიმზიდველი, ვიდრე ოქროთი გაუმყარებელი ისეთი ვალუტა, როგორიცაა დოლარი. „Bitcoin-ის შექმნა ნაწილობრივ დაკავშირებული იყო იმ შეშფოთებასთან, რომ უფრო მძლავრი ფისკალური სტიმული გავლენას ახდენს ვალუტის გაუფასურებაზე მთელს მსოფლიოში. შედეგად, იმ დროს, როდესაც ცენტრალური ბანკები საუბრობენ ეკონომიკაში ფულის მასშტაბურ ჩადებაზე, კრიპტოსამყაროს ბევრი ინვესტორი ამას აღიქვამს, როგორ სიგნალს Bitcoin-ის შესყიდვისთვის“ - თვლის საინვესტიციო პლატფორმა eToro-ს ანალიტიკოსი Simon Peters. ინვესტორები ელოდებიან, თუ როგორ წარიმართება ფედერალური სარეზერვო სისტემის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი შეინარჩუნებს განაკვეთებს იმავე დონეზე და გამოაცხადებს ფისკალური სტიმულირების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა უახლოეს მომავალში ხელისუფლებას მორიგ იმ მასტიმულირებელი ზომების პაკეტზე შეთანხმების საშუალებას არ მისცემს, რაც აუცილებელია კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის გამო. „იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის არჩევნები დასასრულს უახლოვდება, ფინანსური სტიმულირების დეტალები შეიძლება გახდეს უფრო მკაფიო. ნებისმიერმა ასეთმა პაკეტმა შეიძლება გამოიწვიოს დოლარის დასუსტება და Bitcoin-ის ფასის კიდევ უფრო ზრდა, ”- ამბობს საიმონ პეტერსი. https://bit.ly/3k9Swru Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 8, 2020 Share Posted November 8, 2020 დღეს კარგათ დაეცა 16000$ ლამის 14400$ ფარგლებში, მაგრამ ეხლა ვუყურებ და ისევ 15000$ გაცდენილა ხელმეორეთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ კრუპნი ინვესტიციები ხორციელდება ნელ-ნელა ეს დღეებია მაგრამ ზოგიერთი დიდი ვეილსი პარარელურათ ახურდავებს და კარგ მოგებასაც შოულობს როგორც ჩანს იაფათ ნაყიდი ბიტკოინიდან, ეგეთი კურსის როლერკოსტერებიც მაგიტომ გვხვდება ბოლო დღეებია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.