Jump to content

2018 წლის შემდეგ პირველად Bitcoin-ის კურსმა 15 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა 


Recommended Posts

გუშინდელი სავაჭრო სესიის პირობებში Bitcoin-ის ფასი თითქმის 9%-ით გაიზარდა და მიაღწია 15 233 აშშ დოლარიან ნიშნულს. ბოლო ჯერზე ერთი Bitcoin-ის ფასმა 15 ათასი აშშ დოლარი შეადგინა 2018 წლის იანვარში.  

image.jpeg 

2020 წელს პირველი კრიპტოვალუტის ფასი რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ჯამში წლის დასაწყისიდან მოყოლებული ერთი Bitcoin-ის ფასი დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. ამჟამად მიმდინარე სწრაფი ზრდა განპირობებულია მსოფლიო მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების უპრეცედენტო სტიმულირებით კორონავირუსის პანდემიის დროს. ინსაიდერების აზრით, ამგვარი სტიმულირების შედეგად კრიპტოვალუტა ხდება უფრო მიმზიდველი, ვიდრე ოქროთი გაუმყარებელი ისეთი ვალუტა, როგორიცაა დოლარი. 

„Bitcoin-ის შექმნა ნაწილობრივ დაკავშირებული იყო იმ შეშფოებასთან, რომ უფრო მძლავრი ფისკალური სტიმული გავლენას ახდენს ვალუტის გაუფასურებაზე მთელს მსოფლიოში. შედეგად, იმ დროს, როდესაც ცენტრალური ბანკები საუბრობენ ეკონომიკაში ფულის მასშტაბურ ჩადებაზე, კრიპტოსამყაროს  ბევრი ინვესტორი ამას აღიქვამს, როგორ სიგნალს Bitcoin-ის შესყიდვისთვის“ - თვლის საინვესტიციო პლატფორმა eToro-ს ანალიტიკოსი Simon Peters. 

ინვესტორები ელოდებიან, თუ როგორ წარიმართება ფედერალური სარეზერვო სისტემის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი შეინარჩუნებს განაკვეთებს იმავე დონეზე და გამოაცხადებს ფისკალური სტიმულირების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გაურკვევლობა უახლოეს მომავალში ხელისუფლებას მორიგ იმ მასტიმულირებელი ზომების პაკეტზე შეანხმების საშუალებას არ მისცემს, რაც აუცილებელია კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის გამო. 

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს არჩევნები დასასრულს უახლოვდება, ფინანსური სტიმულირების დეტალები შეიძლება გახდეს უფრო მკაფიო. ნებისმიერმა ასეთმა პაკეტმა შეიძლება გამოიწვიოს დოლარის დასუსტება და Bitcoin-ის ფასის კიდევ უფრო ზრდა, ”- ამბობს სიმონ პეტერსი. 

 

Link to comment
Share on other sites

დღეს კარგათ დაეცა 16000$ ლამის 14400$ ფარგლებში, მაგრამ ეხლა ვუყურებ და ისევ 15000$ გაცდენილა ხელმეორეთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ კრუპნი ინვესტიციები ხორციელდება ნელ-ნელა ეს დღეებია მაგრამ ზოგიერთი დიდი ვეილსი პარარელურათ ახურდავებს და კარგ მოგებასაც შოულობს როგორც ჩანს იაფათ ნაყიდი ბიტკოინიდან, ეგეთი კურსის როლერკოსტერებიც მაგიტომ გვხვდება ბოლო დღეებია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.