Jump to content

ცენტრალური ბანკების ჯგუფმა განაცხადა, რომ CBDC-ის სრული ანონიმურობა მიუღებელია


Recommended Posts

image.jpeg

ანგარიშის ავტორები - BIS და შვიდი ცენტრალური ბანკი თვლის, რომ ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები (CBDC) არ უნდა იყოს სრულიად ანონიმური AML/CFT წესების გამო. საექსპერტო საზოგადოებაში არიან ისეთებიც, ვინც ამას კატეგორიულად არ ეთანხმება - წერს The Block. 

„სრული ანონიმურობა ნაკლებსარწმუნოა. CBDC-ზე დაფუძნებული საგადახდო სისტემის მავარი კითხვები იქნება შემდეგი: ვინ მიიღებს წვდომას მონაცემებზე, რამდენად და რა ვითარებაში“ - აღნიშნულია დოკუმენტში. 

CBDC-ის კონცეფციის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭირო იქნება მჭიდრო კოორდინაცია ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებთან (მაგალითად საგადასახადო სამსახურთან), რათა მიღწეულ იქნას ბალანსი საჯარო კონფიდენციალურობასა და უკანონო საქმიანობის შემცირებას შორის. 

უაზრობაა, ამგვარი განცხადებებისთვის საფუძველი არ არსებობს“ - განაცხადა დოკუმენტის შესახებ როჰან გრეიმ - Digital Currency Initiative-ის კონფიდენციალურობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი თვლის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით არაკორექტულია CBDC-ის ანონიმურობის ისეთი დონით უზრუნველყოფის უარყოფა, რაც ნაღდი ფულისთვისაა დამახასიათებელი. მას აქვს შემოავაზება - შეიქმნას ახალი უფლებრივი კატეგორია ციფრული ვალუტებისთვის. გრეიმ აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის CBDC-ის განხილვა ციფრული გადახდების სხვა ფორმებთან ერთად.  

ჯერი ბრიტო, კრიპტო ინდუსტრიის იურიდიული ორგანიზაცი Coin Center-ის დირექტორი, ასევე არ ეთანხმება BIS-ის პოზიციას CBDC-ის ანონიმურობის შესახებ. 

„ავტორები თვლიან, რომ ცენტრალურ ბანკებს AML/CFT-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის გარკვეული ვალდებულება გაჩნიათ. ისინი მხოლოდ ანონიმური ბანკნოტებისა და მონეტების ემიტენტის როლს ასრულებენ “, - წერს ბრიტო თავის ბლოგში. 

ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ცოტახნის წინ გამოსული  Sand Dollar-ის white paper-ის თანახმად ბაჰამის კუნძულების ეროვნული ციფრული ვალუტა არ გვთავაზობს ანონიმურობას. 

გამოკითხულ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ იმაშიც, ეს მახასიათებელი აისახება თუ არა ციფრულ იუანში. 

გრეი ამტკიცებს, რომ როდესაც საუბარი ეხება ტერმინ „ანონიმურობას“, ჩინეთი მასში „კონტროლირებად ანონიმურობას“ მოიაზრებს. კერძოდ, კონტრაგენტები შესაძლოა დარჩნენ ერთმანეთისთვის ანონიმური, ამავე დროს კი ხელისუფლება მეთვალყურეობას უჭერს მხარს. ასეთ შემხვევაში ხდება ნამდვილი სახელის იდენტიფიკაცია შიდა სერვერზე და კონფიდენციალური ტრანზაქციებისა - გარეზე. 

ბრიტო ეთანხმება კოლეგას და ამტკიცებს, რომ „სრული ანონიმურობის“ აღქმა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. 

„ანონიმურობა ან არსებობს, ან არა. ცენტრალიზებული მონაცემები ბალანსისა და ტრანზაქციების შესახებ ან არსებობს, ან არა; ისინი ან ანონიმურია, ან - არა. მე არ ვიცი არანაირი შუალედური გზა. სრული ან ნაწილობრივი ანონიმურობა არ არსებობს, ”- თქვა ბრიტომ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.