Jump to content

ვიდეო დაფა GeForce RTX 3060 Ti გამოჩნდა GPU-Z მონაცემთა ბაზაში


Recommended Posts

პროგრამა GPU-Z განკუთვნილია გრაფიკული ამაჩქარებლების ტექნიკური მახასიათებლების შემოწმებისთვის. მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ არა მხოლოდ დაადასტურა GeForce RTX 3060 Ti ვიდეო დაფის არსებობა, არამედ გაასაჯაროვა მისი მახასიათებლებიც. ინფორმაცია გამოჩნდა მომხმარებლის Twitter-ზე. 

image.jpeg 

GPU-Z-ის ანონიმურმა მონაწილემ პროგრამის მონაცემთა ბაზაში დაამატა GeForce RTX 3060 Ti ვიდეო ბარათის ტექნიკური მახასიათებლების ნაწილი. უფრო ადრე გავრცლებული ცნობების თანახმად ეს მოდელი აგებულია GA104-200 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე - ეს გახლავთ GA104-300 ჩიპის შემცირებული ვერსია ნაკლები CUDA ბირთვით. მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული GPU-ის მოდელი, თუმცა დაკონკრეტებულია CUDA-ბირთვების რაოდენობა: მოცემული ჩიპის შემთხვევაში მათი რიცხვია 4864. არსებული ინფორმაციით GPU-ს აქვს 80 ROP-ბლოკი, TMU-ბლოკების მონაცემები კი არასწორადაა მითითებული. 

image.png 

ფოტოს წყარო: TechPowerUp 

საინტერესოა ის, რომ ინფორმაცია ასევე შეიცავს მონაცემებს გრაფიკული პროცესორის სიხშირის შესახებ.  GPU-Z მონაცემების თანახმად, GPU GeForce RTX 3060 Ti დაფის საბაზისო სიხშირე 1410 მეგაჰერცს შეადგებს, ავტომატური აჩქარების რეჟიმში კი - 1665 მჰც. 

გრეთვე მითითებულია, რომ დაფას აქვს GDDR6 სტანდარტის 8 გბ ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. შეგახსენებთ, მეხსიერების ანალოგიური კონფიგურაცია გამოიყენება უფრო მაღალი წარმადობის GeForce RTX 3070 მოდელებში, რომელთაც NVIDIA გაყიდვაში რამდენიმე დღეში გამოუშვებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

რესურს VideoCardz-ის მონაცემებით, ავად მწარმოებელ კომპანიას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია GeForce RTX 3060 Ti ვიდეო დაფის არსებობა, თუმცა პარტნიორი კომპანიები უკვე დაკავებულნი არიან მის ბაზაზე საკუთარი ვარიანტების შექმნით. აგრეთვე მითითებულია, რომ GeForce RTX 3060 Ti დაფის საბოლოო ფასი და გაყიდვის დაწყების თარიღი კომპანიას ჯერ არ განუსაზღვრია, თუმცა რელიზი დაახლოებით ნოემბრის შუა პერიოდშია მოსალოდნელი. არაოფიციალური ინფორმაციით, ვიდეო დაფა 400 აშშ დოლარზე იაფი უნდა ღირდეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.