Jump to content

Renault-მ წარადგინა ელექტრომობილი Dacia Spring Electric: ფასი - 10 ათასი ევრო


Recommended Posts

კომპანია Renault-მ ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი და ახალი დაბალბიუჯეტური საქალაქო ელექტრომობილი Dacia. 

image.jpeg 

ღონისძიება „Renault eWays“-ის ფარგლებში, რომელიც ამჟამინდელ და სამომავლო „ელექტრომობილობას“ ეძღვნებოდა, ფრანგულმა კომპანიამ წარდგინა ელექტრო ჰეჩბეკი Renault Mégane eVision და საქალაქო მოხმარების ელექტრომობილი Dacia Spring Electric. 

image.jpeg 

image.jpeg 

Renault Mégane eVision საფუძვლად დაედება სერიულ ელექტრომობილს, რომლის წარმოება მომდევნო წელს დაიწყება. მას აქვს 160 კვტ (217 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავი, რომელიც მუშაობს 60 კვტ/სთ მოცულობის ბატარეაზე. ახალ ელექტრომობილში მხარდაჭერილია 130 კვტ მუდმივი ძაბვის მქონე სწრაფი დამუხტვა, ასევე აქვს ინტეგრირებული დამტენი მოწყობილობა მაქსიმალური სიმძლავრით - 22 კვტ. 

image.jpeg 

მოდელი Dacia Spring Electric აღჭურვილია მეტად დაბალი, 33 კვტ (44 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავით, რომელიც ელექტროენერგიას იღბს 26.8 კვტ/სთ მოცულობის ბატარეიდან. როგორც Renault ამტკიცებს, მცირე ზომისა და წონის წყალობით ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს 225 კილომეტრი ერთ დამუხტვაზე WLTP სტანდარტის მიხედვით. 

Renault-მ ასევე განაცხადა, რომ ეს იქნება „ყველაზე იაფი საქალაქო ელექტრომობილი ევროპის ბაზარზე“. მისი ფასი 10 ათას ევროს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ Dacia Spring Electric ევროპის ტერიტორიაზე გაიყიდება 2021 წლის გაზაფხულიდან. 

Link to comment
Share on other sites

დაბალბიუჯეტიანიც გამოჩნდა, ესაა მანქანების მომავალი ერთი დაახლოებით 7-8 წელიწადში ყველა ელექტროზე გადავა

გახსოვთ ბენზინმა მოიმატაო და ყველაფერზე ფასებს უმატებდენ საწვავი გაძვირდაო :D

ეხლა ამდენ ბენზინს რას უზავენ ? ნავთობში რამდენი ფულია და ეხლა ნელ ნელა ინგრევა ეგ ბიზნესი

კარგი ბენზინი ,ცუდი ბენზინი ,თან ცოტას გისხავდენ ,იპარავდენ , ძვირია იაფია, გაზზე გადაიყვანე , თხევადი გაზი, დატენი როგორც ტელეფონს და ეგაა

 

Link to comment
Share on other sites

44 minutes ago, Magdalena said:

Dacia Spring Electric აღჭურვილია მეტად დაბალი, 33 კვტ (44 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავით

ქალაქში საგორაოდ კი ეყოფა თავისუფლად, მაღალ სიჩქარეზე გაუჭირდება

39 minutes ago, GIVI-1990 said:

დაბალბიუჯეტიანიც გამოჩნდა, ესაა მანქანების მომავალი ერთი დაახლოებით 7-8 წელიწადში ყველა ელექტროზე გადავა

განვითარებულ ქვეყნებში უმეტესობა კი, ჩვენნაირ განვითარებადში 20 წელიც არ ეყოფა

ფახფახა პიცოტით თუ არ დაახრჩვე ზეთის ბოლით და დაჭვარტლე მეზობლები, ან პრადოდან ზემოდან თუ არ გადმოხედე მტვერში რომ გაახვევ მეზობლის ბავშვს, რაა მამული? ხომ დავკარგავთ ქართველობას :D 

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

27 minutes ago, Gogla1990 said:

ქალაქში საგორაოდ კი ეყოფა თავისუფლად, მაღალ სიჩქარეზე გაუჭირდებაგანვითარებულ ქვეყნებში უმეტესობა კი, ჩვენნაირ განვითარებადში 20 წელიც არ ეყოფაფახფახა პიცოტით თუ არ დაახრჩვე ზეთის ბოლით და დაჭვარტლე მეზობლები, ან პრადოდან ზემოდან თუ არ გადმოხედე მტვერში რომ გაახვევ მეზობლის ბავშვს, რაა მამული? ხომ დავკარგავთ ქართველობას :D 

:D

ისე მართლა ნელა ვითარდება საქართველო

საბერძნეთში რო წავედით ოჯახი 1994 წელს პატარა ვიყავი მაშინ , თავიდან ვცხოვრობდით ერთ მიყრუებულ სოფელში, წარმოიდგინე იმ სოფლის დონემდე ჯერ კიდე ძაან ბევრი გვიკლია შეილება მართლა 20 -30 წელიწადშიც ვერ მივიდეთ, თან ლაპარაკია 1994 წელზე

ყველაფერი ხო მოწესრიგებული, გალამაზებული, ყველა სახლი მოვლილი შეღებილი , პატარა სოფელში 3 სუპერმარკეტი აქ ჯერ კიდე არარი მაგ დონის მაღაზიები, პურის თონე ჩვეულებრივი სოფლის ყველაფერი შიგნით გაძეძგილი , რანაირი პური გინდა როგორი ნამცხვარი სავსე , გამოსვლა აღარ მინდოდა ხოლმე , 3 დისკოტეკა , ერთი 5 ყავის დასალევი ბარებივით , ბებრებისთვის ცალკე იყო , რა აღარ იყო, სკოლაშიც კი დავდიოდი იქ , სამოთხე რა , სკოლაში სიარული მიხაროდა დაიჯერებ ? :D ეს ყველაფერი სოფელში ხდება , ქალაქელებს რო ვეუბნებოდი მაგ სოფელზე არც გაეგოთ ანუ მიყრუებული რა

აქ სხვა პალანეტაა ძმაო, აქ კიდე ბევრი წლები გვჭირდება, მანქანები ყველას პატარები და ეკონუმიურები ,ქალაქშიც ეგრე იყო

 

27 minutes ago, Gogla1990 said:

ან პრადოდან ზემოდან თუ არ გადმოხედე მტვერში რომ გაახვევ მეზობლის ბავშვს, რაა მამული? ხომ დავკარგავთ ქართველობას :D 

ისე მართალი ხარ , ევასებათ აქ ზემოდან ყურება :D  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.