Magdalena Posted October 17, 2020 Posted October 17, 2020 კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა დააფიქსირა Huawei-ს წილის მნიშვნელოვანი კლება სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე: მიზეზი გახლავთ ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის მიმართ შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებული მკაცრი სანქციები. მიმდინარე წლის აპრილში, როგორც ცნობილია, Huawei სმარტფონების წამყვან მომწოდებელთა შორის პირველ ადგილას იყო გლობალური წილის 21%-ით. მეორე ადგილი ეკავა კომპანია Samsung-ს 20%-იანი წილით. გარდა ამისა, მოყვანილია Apple-ისა და Xiaomi-ს აპრილის მონაცემები - 12% და 8% შესაბამისად. აგვისტოში Huawei-ს წილი 16%-მდე შემცირდა, რის შედეგად კომპანია მეორე ადგილზე გადავიდა სმარტფონების მომწოდებლების მსოფლიო რეიტინგში. პირველი ადგილი დაიბრუნა სამხრეთკორეულმა გიგანტმა და დააფიქსირა 22%-იანი წილი. Apple-ის წილი წინა დონის მსგავსი აღმოჩნდა - დაახლოებით 12%. ამავე დროს, Xiaomi-მ შეძლო პოზიციის გამყარება 11%-ამდე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დროში Huawei-ს წილი შემცირებას გააგრძელებს, რაც კონკურენტებისთვის ხელსაყრელია. ასევე აღინიშნება, რომ მიწოდების მასშტაბი შესაძლოა გაზარდოს Apple-მა, რასაც ხელს შეუწყობს მისი პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით - ახალი თაობის iPhone 12. https://bit.ly/2H3SXG7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.