Jump to content

Tesla შვიდადგილიანი ქროსოვერ Model Y-ის წარმოებას ნოემბერში დაიწყებს


Recommended Posts

SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მალე დაიწყება საქალაქო ქროსოვერ Model Y-ის ახალი ვერსიის წარმოება: საუბარია შვიდადგილიან მოდიფიკაციაზე. 

image.jpeg 

მასკის თქმით, დასახელებული მოდელის სერიული წარმოება მომდევნო თვიდან დაიწყება. პირველი მიწოდება დაგეგმილია დეკემბრის დასაწყისისთვის. 

Tesla-ს ვებ-გვერდზე მოცემულია, რომ შვიდადგილიანი კონფიგურაცია ოფციის სახით 3 ათას აშშ დოლარად იქნება ხელმისაწვდომი (სტანდარტულ ავტომობილში გათვალისწინებულია ხუთი ადგილი). ამგვარი სალონის შეკვეთა შესაძლებელი იქნება Long Range და Performance კომპლექტაციებში. პირველ შემთხვევაში სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე აღწევს 506 კილომეტრს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება - 4.8 წამს. მეორე შემთხვევაში ეს მონაცემებია 466 კმ და 3.5 წამი. 

image.jpeg 

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Tesla-მ აწარმოა 145 ათასი ელექტრომობილი და მომხმარებლებს წარუდგინა თითქმის 140 ათასი მანქანა. ამასთან, გამოვიდა 128 044 ელექტრომობილი Model 3/Y და გაიყიდა ამ მოდელებიდან 124 100 ავტომობილი. 

Model Y-ის ფასი ამჟამად 49 990 აშშ დოლარიდან იწყება. ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტრო ძრვით და სრული სვლის სისტემით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.