Jump to content

iPhone 12-ისა და iPhone 12 Pro-ს ოფიციალური წარდგენა – Apple A14 Bionic, LiDAR, 12 მპ კამერების ნაკრები


Recommended Posts

Apple-მა წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოდელები iPhone 12 და mini ვერსია გაცილებით უკეთ გაიყიდება. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ iPhone 12 Pro-სა და iPhone 12 Pro Max მოდელებზე. 

image.png 

Pro ვერსიის კორპუსის ზომაა 146.7 x 71.5 x 7.4 მმ, წონა - 187 გრამი. გათვალისწინებულია წყლისა და მტვრისგან დაცვა IP68 სტანდარტით. დიზაინის კუთხით მოწყობილობა თითქმის წინა თაობის მოდელების მსგავსია. 

ეკრანის დიაგონალი iPhone 11 Pro-სთან (5.8 დუიმი) შედარებით დიდია და 6.1 დუიმს შეადგენს. საფუძვლად უდევს მატრიცა Super Retina XDR. გაფართოება შეადგენს 2530 x 1170 პიქსელს. პიქსელების სიმჭიდროვე 460 ppi. კომპანია აცხადებს, რომ მოწყობილობას აქვს გაფართოებული დინამიური დიაპაზონი მხარდაჭერა, True Tone და კონტრასტულობა - 2 000 000:1. HDR ფორმატში კონტენტის ყურებისას მაქსიმალური სიკაშკაშე 1200 ნიტს შეადგენს. 

image.png 

iPhone 12 Pro წარმოდგენილია 5-ნანომეტრიანი მობილური პროცესორით - Apple A14 Bionic. ბატარეის მოცულობას Apple არ აკონკრეტებს, ეს მახასიათებელი სმარტფონის გაყიდვის შემდეგ გახდება ცნობილი. სამაგიეროდ ცნობილია ავტონომიური მუშაობის დრო: 17 საათი ვიდეოს ყურების რეჟიმში, 11 საათი სტრიმინგ-რეჟიმში, 65 საათი - მუსიკის მოსმენისას. დამუხტვის სიმძლავრე 15 ვატს შეადგენს. ასევე ხელმისაწვდომია 7.5-ვატიანი უსადენო დამუხტვა, საჭირო ინტერფეისები და მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მოდემი. 

image.png 

ძირითად კამერაში მოცემულია სამი მოდული: მთავარი, ულტრაფართო და ტელეობიექტივი. თითოეული მათგანის გაფართოება 12 მეგაპიქსელია. ძირითად ბლოკში გამოყენებულია f/1,6 დიაფრაგმა, ოპტიკური ზუმის დიაპაზონია 2x. სიახლეა LiDAR სკანერი ღამით პორტრეტული გადაღებებისთვის. ვიდეოს გადაღება შესაძლებელია მაქსიმალურ 2160p გაფართოებაზე სიხშირით 60 FPS. ფრონტალური კამერა აგებულია 12-მეგაპიქსელიან სენსორზე და განთავსებულია წინა პანელზე Face ID სისტემის კომპონენტებთან ერთად. 

iPhone 12 Pro Max-ში მოცემულია Super Retina XDR დისპლეი დიაგონალით 6.7 დუიმი. შეგახსენებთ, გასული თაობის Pro Max ვერსიაში 6.5-დუიმიანი პანელია გამოყენებული. კრანის გაფართოებაა 1284 x 2778, პიქსელების სიმჭიდროვე - 458 ppi. ბატარეის მოცულობა ამ შემთხვევაშიც არ ხმაურდება, თუცმა ცნობილია, რომ ავტონომიური მუშაობის დრო რამდენიმე საათით მეტია Pro ვერსიასთან შედარებით. 

image.png 

ორივე სმარტფონი გაიყიდება ოპერაციული სისტემით iOS 14. მოდიფიკაციის მიხედვით მოწყობილობის მეხსიერების მოცულობა იქნება 128-512 გბ. iPhone 12 Pro Max მოდელის ფასია 999 აშშ დოლარი, iPhone 12 Pro კი გაიყიდება 1099 აშშ დოლარად.  

Link to post
Share on other sites

ლურჯ მინის სიამოვნებით ვიჩუქებდი. :)

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...