Jump to content

გაჯეტი Googstick გადათარგმნის და ახსნის ნებისმიერ სიტყვას ნაბეჭდი ტექსტიდან


Recommended Posts

image.jpeg

როდესაც ელექტრონული ტექსტის კითხვისას მომხმარებელი უცნობ სიტყვას წააყდება, საკმრისია მისი მონიშვნა და დანარენს Google-ის საძიებო სისტემა გააკეთებს - გადაამისამართებს საჭირო წყაროზე. მოწყობილობა Googstick-ის შემქმნელები უფრო შორს წავიდნენ - მათ მოახდინეს ამ პროცესის ადაპტირება ქაღალდზე დაბეჭდილ ტექსტებზე. 

Googstick-ის სამუშაო პოზიციაზე მოსაყვანად საჭიროა მომხმარებელმა ამოწიოს მოდულზე არსებული კამერა და მოწყობილობა განათავსოს წიგნის ან დოკუმენტის ზემოთ. მაგიდის ზედაპირზე მოწყობილობა საიმედოდ ფიქსირდება სპეციალური სამაგრების მეშვეობით. Googstick უსადენოდ უკავშირდება სმარტფონში, პლანშეტში ან პერსონალურ კომპიუტერში არსებულ აპლიკაციას. 

თუ კითხვისას მომხმარებელი უცხო სიტყვას შეხვდება, საკმარისია მასზე თითით მიანიშნოს. Googstick-ის კამერა იმწამსვე დააფიქსირებს ამ სიტყვას და აპლიკაციას მისცემს ბრძანებას - მოძებნოს ეს სიტყვა Google-ში ან ვიკიპედიაში. მიღებული შედეგი აისახება სმარტფონის ან კომპიუტერის ეკრანზე. 

image.jpeg 

ასევე შესაძლებელია მთლიანი წინადადების ან აბზაცის მონიშვნა მასზე მითითებით. ამისათვის საჭიროა ერთი თითით მიუთითოთ აბზაცის დასაწყისი, მეორეთი კი - მისი დასასრული. 

დეველოპერების თქმით, Googstick-ს შეუძლია ორი А4 ფორმატის ზომის ტექსტის გადამუშავება. მოწყობილობა მუშაობს ხუთი საათის განმავლობაში ერთ დამუხტვაზე. მას გააჩნია 3200 მა/სთ მოცულობის ლითიუმის ბატარეა. ამჟამად მოწყობილობა ადაპტირებულია 12 ენაზე, კიდევ სამი ენა შემუშავების სტადიაშია. 

Googstick-ის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია Kickstarter-ზე 93 აშშ დოლარად. მიახლოებითი საცალო საბაზრო ფასი 260 აშშ დოლარი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.