Jump to content

მონიტორი Acer Predator XB323U GX - QHD ფორმატითა და 270 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით


Recommended Posts

კომპანია Acer მალე დაიწყებს გეიმინგ სისტემებისთვის განკუთვნილ მონიტორის, Predator XB323U GX-ის გაყიდვას: ახალი მოწყობილობა წარმოდგენილია მაღალი ხარისხის IPS მატრიცით, ეკრანის დიაგონალი 31.5 დუიმს შეადგენს. 

image.jpeg 

ანელი შეესაბამება QHD ფორმატს: გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს. მხარდაჭერილია 99%-იანი Adobe RGB ფერთა გამა. Adaptive-Sync ტექნოლოგია ხელს უწყობს დინამიურ, სინქრონულ, უწყვეტ გეიმინგ-პროცესს. 

მონიტორის ღირსებას წარმოადგენს კადრის განახლების მაღალი სიხშირე - 240 ჰერცი, Overclock-რეჟიმში კი ხსენებული მაჩვენებელი 270 ჰერცს აღწევს. რეაქციის მინიმალური დროა 0.5 მილიწამი. 

პანელის კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1, სიკაშკაშე - 400 კდ/2 (მაქსიმალური სიკაშკაშე - 600 კდ/2 ), ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. რეალიზებულია სისტემა ULMB (Ultra-Low Motion Blur), რომელიც აღმოფხვრის გამოსახულების დარღვევას მოძრაობისას. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს DisplayPort 1.4 და HDMI 2.0, ოთხი USB 3.0, ორვატიანი სტერეოდინამიკები და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების სრულ ნაკრებს, მათ შორის ალბომის ორიენტაციიდან პორტრეტის რეჟიმში გადაყვანას. 

მოდელ Predator XB323U GX-ის ფასი ამჟამად ცნობილი არ არის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.