Magdalena Posted October 6, 2020 Share Posted October 6, 2020 კომპანია Acer მალე დაიწყებს გეიმინგ სისტემებისთვის განკუთვნილი მონიტორის, Predator XB323U GX-ის გაყიდვას: ახალი მოწყობილობა წარმოდგენილია მაღალი ხარისხის IPS მატრიცით, ეკრანის დიაგონალი 31.5 დუიმს შეადგენს. პანელი შეესაბამება QHD ფორმატს: გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს. მხარდაჭერილია 99%-იანი Adobe RGB ფერთა გამა. Adaptive-Sync ტექნოლოგია ხელს უწყობს დინამიურ, სინქრონულ, უწყვეტ გეიმინგ-პროცესს. მონიტორის ღირსებას წარმოადგენს კადრის განახლების მაღალი სიხშირე - 240 ჰერცი, Overclock-რეჟიმში კი ხსენებული მაჩვენებელი 270 ჰერცს აღწევს. რეაქციის მინიმალური დროა 0.5 მილიწამი. პანელის კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1, სიკაშკაშე - 400 კდ/მ2 (მაქსიმალური სიკაშკაშე - 600 კდ/მ2 ), ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. რეალიზებულია სისტემა ULMB (Ultra-Low Motion Blur), რომელიც აღმოფხვრის გამოსახულების დარღვევას მოძრაობისას. მონიტორს აქვს DisplayPort 1.4 და HDMI 2.0, ოთხი USB 3.0, ორვატიანი სტერეოდინამიკები და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი უზრუნველყოფს რეგულირების სრულ ნაკრებს, მათ შორის ალბომის ორიენტაციიდან პორტრეტის რეჟიმში გადაყვანას. მოდელ Predator XB323U GX-ის ფასი ამჟამად ცნობილი არ არის. https://bit.ly/34oKbu7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.