Jump to content

Crysis 2 (2011)

Recommended Posts

ძმაკაცს ჩავუწერე და მინიმალურ გრაფიკაზე 220 GT-საც უჭირდა და მაგიტო გკითხე:)

8500 კი დაახლოებით 2-ჯერ სუსტია 220-ზე

Link to comment
Share on other sites

მეც ვითამაშე კრისის 2 GT220 800:600 არ მიჭედავდა,1024:768 ხანდახან(იშვიათ) გაჭედავდა

Link to comment
Share on other sites

მშვენიერი შუთერია...

p.s. ბოლო კრიზისი 9400 გტ ით ვითამაშე ,იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ოპტიმიზაცია აქ

Link to comment
Share on other sites

ჩემი შეფასების მუდმივი კრიტერიუმებია (ამავე თანმიმდევრობით): სიუჟეტი, ატმოსფერო, გეიმფლეი, გრაფიკა/ოპტიმიზაცია/ხმა.

1. სიუჟეტი. პირველ თამაშს უფრო დამაინტრიგებელი სიუჟეტი ჰქონდა, არ იცოდი რის წინააღმდეგ იბრძოდი, ან რა გელოდა. პერსონაჟებს უფრო გამოკვეთილი ხასიათები ჰქონდათ (როგორც პროფეტს, ასევე ნომადს და ფსიქოს). რათქმაუნდა ამ თამაშშიც არის რაღაც საინტერესო სიუჟეტის შემცველი დეტალები, მაგალითად ფორმალინში ჩადებული "უკვდავი" მოხუცი, თამაშის ბოლოს მეორე ასეთივე "უკვდავი" გიკავშირდება და მესამე თამაშისთვის გარკვეულ ნიადაგს ამზადებს, მაგრამ უცხოპლანეტელებთან ბრძოლა ბანალურ "ანტივირუსულ კოსტუმამდე" დაიყვანება, ნომადი და ფსიქო კი, რომლებიც წინა თამაშში ყველაზე მეტად მომწონდა, ნახსენებიც კი არ არიან არსად! (იმედია კრიტეკი გამოასწორებს ამ შეცდომას!) ხალხი კიარა, უცხოპლანეტელების "გაყინვის დანადგარი", რომელმაც წინა თამაშში მთელი კუნძული გაყინა, უცხოპლანეტელების "მფრინავი" ერთეულები (მატრიცის სპრუტებს რომ გავდნენ) გააქრეს თამაშიდან. ფაქტობრივად ეს სულ სხვა თამაში გამოვიდა... ამ მხრივ წინა თამაში ბევრად უკეთესი იყო და იმას თუ შევადარებთ, 10-დან მარტო 4 ქულას დავუწერ ამას სიუჟეტში.

2. ატმოსფერო. ატმოსფეროც არ მომეწონა. იმის მიუხედავად, რომ ასე თუ ისე Open World თამაშია, მაინც ქალაქში ხარ მოქცეული. რომელიმე მოსახვევიდან გამომხტარი ორ ფეხზე მოსიარულე უცხოპლანეტელი კი არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ჯუნგლებიდან გამოფრენილი "რვაფეხა"... ამის მიუხედავად იყო რამდენიმე ეფექტური მომენტი (ძირითადად სინემატიკებში) და 8 ქულას დავწერ ატმოსფეროს მხრივ.

3. გეიმფლეი. აქ მართლაც არაფერი მეთქმის, წინა თამაშთან შედარებით ბევრად ძლიერი გეიმფლეი აქვს ამას. განსაკუთრებით მომეწონა ტყვიამფრქვევის აგლეჯა მანქანიდან და კოსტუმის გაუმჯობესებები, რომლებიც თამაშს უფრო მრავალფეროვანს ხდის. ისიც კარგი მომენტია, რომ ერთდროულად ყველა გაუმჯობესების ჩართვა არ შეგიძლია, გიწევს აარჩიო რომელი გამოიყენო და იმის მიხედვით გამოიმუშავო თამაშის საკუთარი სტილი. აქ 10 ქულას ვწერ ულაპარაკოდ.

4. გრაფიკა/ოპტიმიზაცია/ხმა. DirectX9-ზეც კი იმდენად შთამბეჭდავი გრაფიკა აქვს ამ თამაშს, რომ კინაღამ პირი დავაღე. ოპტიმიზაციაზე ხომ არაფერს ვამბობ! მარტო გრაფიკით რომ ფასდებოდეს თამაში, 11 ქულას დავწერდი 10-იდან. ხმას რაც შეეხება, მეტ-ნაკლებად კარგია როგორც ხმის ეფექტები, ასევე საუნდტრეკებიც. ეს ჰანს ციმერის დამსახურებაა რათქმაუნდა. 10 ქულა.

საშუალო ქულა გამოვიდა 8, მაგრამ ჩემთვის პირადად გრაფიკის ქულა უმნიშვნელოა, თუკი თამაშს კარგი სიუჟეტი არ აქვს, მარტო გრაფიკისთვის მისი თამაში მომაბეზრებელია... Crysis 2 ჩემთვის არის ლამაზყდიანი, მაგრამ უშინაარსო წიგნი და რამდენიც უნდა იძახოს ჩევატ იერლიმ "Crysis 1 უბრალოდ ბენჩმარკი იყო, ხოლო Crysis 2 - სრულფასოვანი თამაშიო", ჩემთვის Crysis 2-ს მაინც ბევრი აკლდება Crysis 1-ის დონემდე.

იმედია არ დაგეზარებათ ჩემი პოსტის წაკითხვა... მე მეტს მოველოდი ამ თამაშისგან.

გეთანხმები მიშა

მარტო გრაფიკის გამო არ ღირს თამაშI ნუ ვერ დავუჭირე მე მუღამი ამ თამაშს და წავშალე :cry:

უმუღამო იყო რაღაცნაირად მეც მივაშალე

Link to comment
Share on other sites

ისე მე თავიდან რომ ვითამაშე მაგარ ეიფორიაში ვიყავი, მომეწონა, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, არ იყო ისეთი კარგი... თან მუნჯ მთავარ გმირებსაც ვერ ვიტან, ხასიათი არ აქვთ გამოკვეთილი.

Link to comment
Share on other sites

ესე თუ გაგრძელდა მალე

ახალი ცოდ-ის

მერე ბფ-ის

და სხვა შუთერების ტოპიკები გაიხსნება

კრიზისის მოწონება არ მოწონებაზე ხომ შეიძლება კრიზისის თემაში მოხდეს ლაპარაკი

ან გადაკეთდეს poll-ად

Link to comment
Share on other sites

მაგარი იდეა მაქვს

ყველა ახალგახსნილი თამაშის თემას მოჰყვებოდეს პოლიც.

Thumpbs up,if you agree

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ერთი შეხედვით კარგი იდეაა, მაგრამ თამაშზე წარმოდგენის შესაქმნელად 5-10 წუთი საკმარისი არ არის გეიმერების უმეტესობისთვის და ნაჩქარევად მიცემულ შეფასებას კი ვეღარ გადაასწორებენ.

Link to comment
Share on other sites

გამოსვლიდან 1 კვირაში გადაკეთდეს თუ მაინცდამაინც პოლი გინდათ

მაგრამ წინააღმდეგი ვარ საერთოდ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ძმაკაცს ჩავუწერე და მინიმალურ გრაფიკაზე 220 GT-საც უჭირდა და მაგიტო გკითხე:)

8500 კი დაახლოებით 2-ჯერ სუსტია 220-ზე

ეს GT220-ის GPU-Z 5af4a64f92b2.png

ეს კიდე 8500 GT-ს GPU-Z abada1b55a79.png

რაღაც მომესმაა. რახან 220 აწერია ზნაჩიტ 9600 GT-საც ჯობია?

Link to comment
Share on other sites

რაღა 512-იანი 220 აიღე?

ნორმალური 220 ეს არის:

evga_geforce_gt220_gpuz.jpg

Texture Fillrate ორჯერ მეტი აქვს, ვიდრე 8500-ს. ეგ ცოტა არ არის, დამიჯერე ;)

Link to comment
Share on other sites

ესე თუ გაგრძელდა მალე

ახალი ცოდ-ის

მერე ბფ-ის

და სხვა შუთერების ტოპიკები გაიხსნება

Crysis სხვა თამაშებში ვერ აურევ.

Link to comment
Share on other sites

მარტო გრაფიკის მიხედვით ვერ ვსაზღვრავ თამაშს

არც სცენარმა და მისიებმა არ მომხიბლა

ძველის ატმოსფეროც კაი იყო და ასე-თუ ისე გეიმფლეიც შთამბეჭდავი ქონდა

Crysis 2 -ში მანქანებზე გული მერეოდა.ძველში საკმაოდ კაი იყო

8500-ით თუ თამაშობდი კი აგერეოდა მანქანებზე გული :)

Link to comment
Share on other sites

რაღა 512-იანი 220 აიღე?

ნორმალური 220 ეს არის:

evga_geforce_gt220_gpuz.jpg

Texture Fillrate ორჯერ მეტი აქვს, ვიდრე 8500-ს. ეგ ცოტა არ არის, დამიჯერე ;)

ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. ვიღაცა 65 ლარად ყიდდა და ღირს ყიდვა?

8500-ით თუ თამაშობდი კი აგერეოდა მანქანებზე გული :)

არა! ვალერიანი მქონდა დალეული :)

Link to comment
Share on other sites

2 მა კაცმა დავაჭირეთ არას :D ნათან შენ ხარ ის მეორე? :D

არა

მე მომეწონა :D

არ მიმიცია ხმა

Edited by Nathaniel
Link to comment
Share on other sites

+არა

+მე

მარტო გრაფიკის მიხედვით ვერ ვსაზღვრავ თამაშს

არც სცენარმა და მისიებმა არ მომხიბლა

ძველის ატმოსფეროც კაი იყო და ასე-თუ ისე გეიმფლეიც შთამბეჭდავი ქონდა

Crysis 2 -ში მანქანებზე გული მერეოდა.ძველში საკმაოდ კაი იყო

+1 ამ თამაშმა მიმახვედრა რო მხოლოდ გრაფიკა არაფერია, ვერაფრით ვერ დავუჭირე ამ იგრას მუღამი

Link to comment
Share on other sites

არ მითამაშია ჯერ მაგრამ კის მივეცი ხმა, მიყვარს ასეთი სტილის შუტერები + გრაფიკა მხიბლავს ამ თამასში და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა პირველ ორ ნაწილში

Link to comment
Share on other sites

ეს GT220-ის GPU-Z 5af4a64f92b2.png

ეს კიდე 8500 GT-ს GPU-Z abada1b55a79.png

რაღაც მომესმაა. რახან 220 აწერია ზნაჩიტ 9600 GT-საც ჯობია?

მანდ რაც გიწერია 220 Gt-ს ყველაზე მდაბიო ჩამორაზგონებული ვერსიაა :D

და 8500 კი რაზგონშია გახეული :D (მარა რატომღაც მგონია რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც 220 GT აჯობებს, მეტი სტრიმ პროცესორის ხარჯზე)

P.S არსად დამიწერია რომ 220GT 9600-ს ჯობია

პირადად მქონია ბოლო 3-4 წელში გამოსული კარტების უმრავლესობა (ულტრა ჰაიენდ კარტებს თუ არ ჩავთვლით და ვიცი რა რას ჯობია ;) )

და crysis 2-ს რაც შეეხება, არ მომეწონა

პირველი ჯობდა

Edited by don't send
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.