Magdalena Posted October 3, 2020 Share Posted October 3, 2020 GeForce RTX 3080 და 3090 ვიდეო დაფები ხელმისაწვდომი არ არის მსოფლიოს მაღაზიებში, როდის გაუმჯობესდება ვითარება, უცნობია. შესაძლოა ახალი ნაკადის გაყიდვა სულ მალე დაიწყოს. ამ მხრივ არჩევანი, როგორც ვხედავთ, ჯერ არ არსებობს, ამიტომ დროა შევიტყოთ მორიგი ცნობები AMD-ის სამომავლო გრაფიკული ჩიპების შესახებ. Moore's Law Is Dead-ის ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მძლავრი ვიდეო დაფა დამყარებული იქნება სრულფასოვან GPU Navi 21-ზე და კონკურენციას გაუწევს Ampere არქიტექტურის ბაზაზე არსებულ Quadro RTX-ს. ცნობილია, რომ მას ექნება 80 CU ტაქტის სიხშირით 2.2 გჰც-მდე, 32 გბ ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. რესურსის ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ვერ შეძლებს წარმადობით გაუტოლდეს NVIDIA-ს პროფესიონალურ ვიდეო დაფებს, ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის მხრივ იგი ნამდვილად უკეთესი იქნება. ვიდეო დაფის გამოსვლა მოსალოდნელია 2021 წლის 1 კვარტალში და მისი ფასი იქნება 2-დან 3 ათას აშშ დოლარამდე. რაც შეეხება ფლაგმანურ ჩიპ Radeon RX 6900 ХТ-ს, მას ექნება არანაკლებ 2.3 გჰც ტაქტის სიხშირე, 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით და კონკურენციას გაუწევს GeForce RTX 3080-ს, გაიყიდება მომხმარებლებისთვის გაცილებით მომგებიან ფასად, ე.ი. მისი ფასი 700 აშშ დოლარს ქვემოთ უნდა იყოს. შედარებით ნელი ვარიანტი იქნება ვერსია Navi 21-ზე 72 CU-ით, რომელიც ასევე იმუშავებს 2,3 გჰც სიხშირეზე. ამ ვარიანტს ექნება ნაკლები მეხსიერება, TDP 250 ვატი და გაიყიდება 500-600 აშშ დოლარად. წარმოდგენილი Radeon RX 6800 ХТ კონკურენციას გაუწევს GeForce RTX 3080-ს. აგრეთვე მოხსენიებულია ვიდეო დაფა 2,5 გჰც სიხშირითა და 380-დან 450 აშშ დოლარამდე ფასით, ასევე უმცროსი ვერსია, რომლის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგანაც ანონსამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. https://bit.ly/3niCbn9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.