Jump to content

მორიგი ცნობები Radeon RX 6000 – Big Navi ვიდეო დაფების შესახებ – წარმადობა, პოზიციონირება და ფასები Moore's Law Is Dead-ის ექსპერტებისგან


Recommended Posts

GeForce RTX 3080 და 3090 ვიდეო დაფები ხელმისაწვდომი არ არის მსოფლიოს მაღაზიებში, როდის გაუმჯობესდება ვითარება, უცნობია. შესაძლოა ახალი ნაკადის გაყიდვა სულ მალე დაიწყოს. ამ მხრივ არევანი, როგორც ვხედავთ, ჯერ არ არსებობს, ამიტომ დროა შევიტყოთ მორიგი ცნობები AMD-ის სამომავლო გრაფიკული ჩიპების შესახებ. 

image.png 

Moore's Law Is Dead-ის ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მძლავრი ვიდეო დაფა დამყარებული იქნება სრულფასოვან GPU Navi 21-ზე და კონკურენციას გაუწევს Ampere არქიტექტურის ბაზაზე არსებულ Quadro RTX-ს. ცნობილია, რომ მას ექნება 80 CU ტაქტის სიხშირით 2.2 გჰც-მდე, 32 გბ ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. რესურსის ინფორმაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ვერ შეძლებს წარმადობით გაუტოლდეს NVIDIA-ს პროფესიონალურ ვიდეო დაფებს, ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის მხრივ იგი ნამდვილად უკეთესი იქნება. ვიდეო დაფის გამოსვლა მოსალოდნელია 2021 წლის 1 კვარტალში და მისი ფასი იქნება 2-დან 3 ათას აშშ დოლარამდე. 

რაც შეეხება ფლაგმანურ ჩიპ Radeon RX 6900 ХТ-ს, მას ექნება არანაკლებ 2.3 გჰც ტაქტის სიხშირე, 16 გბ მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით და კონკურენციას გაუწევს GeForce RTX 3080-ს, გაიყიდება მომხმარებლებისთვის გაცილებით მომგებიან ფასად, ე.ი. მისი ფასი 700 აშშ დოლარს ქვემოთ უნდა იყოს. შედარებით ნელი ვარიანტი იქნება ვერსია Navi 21-ზე 72 CU-ით, რომლიც ასევე იმუშავებს 2,3 გჰც სიხშირეზე. ამ ვარიანტს ექნება ნაკლები მეხსიერება, TDP 250 ვატი და გაიყიდება 500-600 აშშ დოლარად. წარმოდგენილი Radeon RX 6800 ХТ კონკურენციას გაუწევს GeForce RTX 3080-ს.  

აგრეთვე მოხსენიებულია ვიდეო დაფა 2,5 გჰც სიხშირითა და 380-დან 450 აშშ დოლარამდე ფასით, ასევე უმცროსი ვერსია, რომლის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს, რადგანაც ანონსამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.