Jump to content

სახიფათო კავშირები: აშშ კონტროლს ამკაცრებს წყალქვეშა ინტერნეტ-სადენებზე


Recommended Posts

მიმდინარე კვირაში აშშ-ის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის (FCC) წევრმა წინადადება გამოქვა გატარდეს იმ წყალქვეშა სადენების ახალი სახის შემოწმება, რომლებითაც ხდება თითქმის მთელი მსოფლიოს ინტერნეტ-ტრაფიკის მიწოდება. - „ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოწინააღმდეგე ქვეყნების სასადენო სადგურებს, - განაცხადა FCC-ის კომისარმა Geoffrey Starks-მა. - მათ რიცხვი შედის აშშ-ისა და ჩინეთის დამაკავშირებელი ოთხი მოქმედი სადენი, რომელთა დიდი ნაწილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიას ეკუთვნის“. 

შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ჩინეთის როლის შესახებ ქსელური ტრაფიკის მართვასა და ჯაშუშობის პოტენციალთან დაკავშირებით. დაახლოებით 300 წყალქვეშა სადენი, რომლებითაც 99%-მდე მსოფლიო მონაცემთა ტრაფიკი გადაცემა ხდება, ინტერნეტის საფუძველს წარმოადგენს. სტარკსმა აღნიშნა, რომ FCC-მ „უნდა უზრუნველყოს, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნებმა და სხვა მტრულად განწყობილმა სუბიექტებმა ვერ შეძლონ ჩარევა, დაბლოკვა და გადაცემული შეტყობინებების ჩაჭრა“. 

image.jpeg 

სტარკსის განცხადება გაკეთდა იმ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც Google-მა და Facebook-მა უარი ქვეს ჰონგკონგურ წყალქვეშა სადენზე - Pacific Light Cable Network, რომელიც აკავშირებს აშშ-ს ტაივანსა და ფილიპინებთან. სადენის სეგმენტი ჰონგკონგამდე უკვე გაყვანილია, თუმცა მას არ გაააქტიურებენ ამერიკული სპეცსამსახურების გაფრთხილების გამო - პეკიმა შესაძლოა ეს არხი გამოიყენოს ამერიკულ ქსელში შეღწევისთვის. რესურს The Register-ის წყარო ამ სიტუაციას სახალისოდ მიიჩნევს იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მეთვალყურეობდა წყალქვეშა სადენებს. 

სტარკსმა FCC-ს ორი რეკომენდაცია წარუდგინა. პირველი, კომისიამ უნდა შექმნას ცენტრალიზებული „უწყებათაშორისი ეროვნული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი“. მეთალყურეობის ამჟამად არსებული სისტემის მიხედვით საკიხები ნაწილდება სხვადასხვა დაწესებულებას შორის, რაც „ართულებს შიდა კოორდინაციას სხვადასხვა ორგანოს შორის და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული უსაფრთხოების საკიხებისადმი მიდგომას“. 

სტარკსის მეორე წინადადებაა - განიხილონ FCC-ის უფლებამოსილების ზრდის საკითხი წყალქვეშა სადენების გამოყენების საკითხში. „იმის გათვალისწინებით, რომ ამ სადენებთან დაკავშირებული პრობლემები ხდება სულ უფრო რთული და მნშვნელოვანი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, უნდა განვიხილოთ საკმარისია თუ არა ჩვენი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილება იმისთვის, რომ შეესაბამებოდეს არსებულ გამოწვევებს“ - განაცხადა სტარკსმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.