Jump to content

Tesla წარადგენს ხელმისაწვდომი ელექტროომობილის ორ სხვადასხვა მოდელს


Recommended Posts

Tesla-ს ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო დაპირება, რომ კომპანია მოაგვარებს 25 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრომობილების გამოშვების საკითხს და ამასთან ბიზნესის მომგებიანობას შეინარჩუნებს. მასკმა განმარტა, რომ გერმანიასა და ჩინეთის ქარხნებში დაიწყება ხსენებული საფასო კატეგორიის ორი სხვადასხვა ელექტრომობილის წარმოება და მათ Model 3-თან კავშირი არ ექნებათ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

მასკმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Tesla არ აპირებს ლექტრომობილ  Model 3-ის ფასის შემცირებას 25 ათას აშშ დოლარამდე. ამის ნაცვლად შეიქმნება ორი ახალი მოდელი, რომლებიც გამოვა შანხაისა და ბერლინის ქარხნებიდან. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ახალი ელექტრომობილი იქნება Model 3-თან შედარებით ბევრად კომპაქტური, მეორე კი - მცირე ზომის ქროსოვერის ტიპის. ჯერჯერობით უცნობია, როგორ განაწილდება ეს მოდელები საწარმოო სივრცეებში, თუმცა მათი კონსტრუქცია და მახასიათებლები ადაპტირებული იქნება ზემოხსენებული ქარხნების პირობებთან. დიდი ალბათობით, ახალი ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორები წარმოებული იქნება მანქანების ამწყობი ქარხნების სიახლოვეს.  

მასკმა დააკონკრეტა, რომ ახალი ბიუჯეტური ელექტრომობილების შემუშავებით დაკავდებიან შანხაისა და ბერლინის პროფილური ცენტრები. თუკი მასკის მცირე ხნის წინანდელ განცხადებას დავეყრდნობით, ერთ-ერთი ხსენებული ელექტრომობილის გამოშვება სამ წელიწადში უნდა მოგვარდეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული Tesla-ს შესაძლებლობაზე - წარადგინოს საკმარისი რაოდენობის ხელმისაწვდომი ღირებულების აკუმულატორები, რადგანაც ამჟამად ბატარეები განსაზღვრავს ელექტრომობილის თვითღირებულების 30%-ს. ასევე, როგორც ცნობილია, აშშ-ის ფარგლებს გარეთ კომპანია ამზადებს კომპაქტურ პიკაპს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.