Jump to content

NVIDIA აღიარებს, რომ ვერ უმკლავდება GeForce RTX 3080 დაფების მსურველთა ნაკადს


Recommended Posts

ამ დრომდე NVIDIA ძირითადად საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აპირებს იმ სპეკულანტებთან ბრძოლას, რომლებიც GeForce RTX 3080-ს მთელი ტირაჟის შესყიდვას ცდილობენ. ახალ პუბლიკაციაში კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემულია, რომ იმ საიტებზე, სადაც ახალი ვიდეო დაფები იყიდება, მომხმარებლების ნაკადი უპრეცედენტოდ მაღალია. 

image.jpeg 

უშუალოდ კომპანიის საფირმო ინტერნეტ-მაღაზია აღმოჩნდა იმაზე ათჯერ მეტი მოხოვნის წინაშე, ვიდრე წინა ანონსის დროს იყო. უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე კი შევიდა თხუთმეტჯერ მეტი მომხმარებელი, ვიდრე NVIDIA-ს წინა სიახლეების გაყიდვის დაწყებისას. მესამე მხარის ონლაინ საცალო ვაჭრობაში ტრეფიკის ზრდა შეინიშნებოდა, რაც სეზონური გაყიდვებისთვისაა დამახასიაებელი. 

კომპანიის საფირმო ინტერნეტ-მაღაზია ასეთ პირობებში ათმაგი დატვირთვის ქვეშ მოექცა, ამიტომ საკმაოდ მალე დაკარგა ქმედითუნარიანობა. აღდგენა სწრაფად შეუძლებელი იყო, ამიტომ გამომწერებს  ეგზავნებოდათ ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის შესახებ შეტყობინებები და მათ დროულად მოახდინეს რეაგირება. NVIDIA-მ შესაბამისი დასკვნები გამოიტანა - ამჟამად ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდი ცალკე სერვერზეა გადატანილი, განსაკუთრებული ყურადება ეთმობა შეკვეთის ავტომატური გაფორმების უსაფრთხოებას, რადგან სპეკულანტები ბოროტად სარგებლობდნენ მიმდინარე თვეში. ყველა საეჭვ შეკვეთა გაუქმდება, მანამდე კი NVIDIA მომხმარებლებს მოუწოდებს, ნუ წაახალისებენ სპეკულანტებს, რომლებიც GeForce RTX 3080 დაფებს ძვირად ყიდიან. 

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, NVIDIA-ს პარტნიორებმა ჯერ კიდევ აგვისტოში მიიღეს GeForce RTX 3080 დაფების წარმოებისთვის აუცილებელი საკმარისი რაოდენობის გრაფიკული პროცესორები. პრობლემა ის გახლავთ, რომ ვერც NVIDIA-მ, ვერც პარტნიორმა კომპანიებმა წინასწარ ვერ განსაზღვრეს, რომ ამხელა მოხოვნა იქნებოდა GeForce RTX 3080 დაფებზე. ამჟამად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბაზარი ამ დაფებით უახლოეს ვადებში გაჯერდეს. NVIDIA ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოხოვნები. 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...