Magdalena Posted September 23, 2020 Posted September 23, 2020 ხმები PlayStation 5-ისთვის განკუთვნილი AMD-ის წუნდებული კომპონენტების რაოდენობის შესახებ უკვე უარყოფილია როგორც Sony-ს, ასევე AMD-ს მიერ, თუმცა ტაივანური წყაროები არ ცხრებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ 2021 წლის შუა პერიოდისთვის Sony-სა და Microsoft-ის ახალი კონსოლები დეფიციტური საქონელი გახდება, TSMC-ს კი მოკლე ვადებში არ შეუძლია მოთხოვნის დაკმაყოფილება. გამომცემლობა Commercial Times აცხადებს, რომ გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი AMD-ის კომპონენტების სასარგებლო პროდუქციის დონე TSMC-ის კონვეირზე 58%-ს არ აღემატება, თუმცა წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ყველა გეიმინგ კონსოლი, რომელიც მიმდინარე წელს წინასწარი შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი იქნება, განაცხადების მიღებიდან მალევე გაიყიდება - დარწმუნებულნი არიან ტაივანური წყაროები. მიმდინარე წელს TSMC შეძლებს ახალი თაობის კონსოლებისთვის გამოუშვას არაუმეტეს 102 ათასი სილიკონის ფირფიტა AMD-ის ჩიპებით, აღნიშნავს პირველწყარო. სიტუაციას ოდნავ აუმჯობესებს აშშ-ის სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ, რომლის გამოც MediaTek უარს იტყვის ჩინური გიგანტისთვის 7-ნანომეტრიანი პროცესორების გამოშვებაზე. ეს კი AMD-ს საშუალებას მისცემს გაზარდოს გეიმინგ კონსოლებისთვის განკუთვნილი სილიკონის ფირფიტების წარმოება თვეში დამატებით 13 ათასი ერთეულით. თავად AMD შედეგად შევა TSMC-ის ხუთ უმსხვილეს დამკვეთს შორის, რადგანაც იგი მისგან სხვა 7-ნანომეტრიან პროდუქტებსაც მიიღებს. TSMC-ის სექტემბრის მოგებამ რეკორდულ დონეს უნდა მიაღწიოს, რაც ნაწილობრივ მოხდება ADM-ს კომპონენტების წარმოების წყალობით. https://bit.ly/2HnmlHd Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.